პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზემოდან ჯობია, ანუ ცნობილი ფოტორეპორტიორის უნიკალური კადრები - "ასეთი საქართველო ჯერ არავის უნახავს"
ზემოდან ჯობია, ანუ ცნობილი ფოტორეპორტიორის უნიკალური კადრები - "ასეთი საქართველო ჯერ არავის უნახავს"

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ჩვენ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რით ფო­ტო­გა­და­ღე­ბა დი­წყო და მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი შექ­მნა. ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე ამ­ბობს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ირაკ­ლიმ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით, ზედ­ხედ­ში აღ­ბეჭ­და. ამ ყვე­ლა­ფერს კი მკი­თხვე­ლი ცოტა ხან­ში იხი­ლავს.

- რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტერსდი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც საოცარ გა­და­ღე­ბებს აწარ­მო­ებს?

- ჩემი ქვე­ყა­ნა თით­ქმის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნა­ნა­ხი მქონ­და, ბევ­რს დავფრი­ნავ­დი და ვი­ღებ­დი კი­დეც, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სით მე­ნა­ხა. რაც დრო გა­დი­ო­და, სულ მიმ­ძაფ­რდე­ბო­და ეს სურ­ვი­ლი.

მერე და­ვინ­ტე­რეს­დი იმ საქ­მით, რაც ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს და რაც ბევ­რი რა­მის ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და. კონ­კრე­ტუ­ლად კი გა­და­მე­ღო ის ად­გი­ლე­ბი, რაც მი­უწ­ვდო­მე­ლია, მი­უ­ვა­ლია და შემ­დგომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (ვი­საც ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს) მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ზედა რა­კურ­სით. დიახ, ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი, ტბე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ, და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ სამი წლის წინ გა­მიჩ­ნდა.

როცა უკვე გა­დავ­ხე­დე აპა­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც ხა­რის­ხით მო­მე­წო­ნა, ჩემს ჯი­ბეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. რომ­ლის ფა­სიც მო­მე­წო­ნა, ჩემს მო­თხოვ­ნებ­სა და ხა­რისხს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. და­ვე­ლო­დე დროს, როცა ეს ორი პა­რა­მეტ­რი ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ნაბრდა და შე­ვი­ძი­ნე. რო­დე­საც აპა­რა­ტის მო­ნა­ცე­მებს გა­ვე­ცა­ნი, ქარ­თულ პი­რო­ბებს სულ არ წა­ად­გე­ბო­და და ბევ­რი რამ იყო შე­საც­ვლე­ლი.

- ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლან­დშაპტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ სხვა რა­ი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს?

- ამა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმა­ზეც, რომ სი­ა­რუ­ლი მო­მი­წევ­და იმა­ვე ხე­ო­ბებ­ში, მთა­გო­რი­ან ად­გი­ლებ­სა და ქა­ლაქ­ში, რის­თვი­საც ეს აპა­რა­ტუ­რა არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი, ამი­ტომ ის აქა­უ­რო­ბის­თვის უნდა მო­მერ­გო. იყო პრობ­ლე­მე­ბი და ამ პრობ­ლე­მებს ჩემი მე­გობ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვაგ­ვა­რებ­დი.

- დღეს ამ კუ­თხით რა ხდე­ბა?

- დღეს უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რა უკვე ორი მაქვს და გა­აჩ­ნია რის­თვის მჭირ­დე­ბა, რის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბას ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და ფრე­ნა-ფრე­ნით მივ­ყვე­ბი. შარ­შან მო­ვი­ა­რე სა­ქარ­თვე­ლო, პრო­ექ­ტი მქონ­და "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას­თან" ერ­თად, რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს და მკი­თხველს, მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, თა­ვის ქვე­ყა­ნას ზე­მო­დან გა­ეც­ნოს. მოვ­ლი­ლი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აფხა­ზე­თის ნა­წი­ლიც კი, ენ­გუ­რის ხი­დი­დან გა­და­ვი­ღე და ის ად­გი­ლე­ბი აი­სა­ხა, რო­მე­ლიც ბევრ ქარ­თველს არც ზედა რა­კურ­სით უნა­ხავს და არც რე­ა­ლუ­რად.

- რო­დე­საც შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი ვნა­ხე, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი ობი­ექ­ტე­ბი, ზედ­ხე­დი­დან ვერც ვი­ცა­ნი, რი­თაც იმა­ში დავ­რწმუნ­დი, რომ ეს საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რა სა­ო­ცარ საქ­მეს აკე­თებს.

- დიახ, ჩემს მა­ქა­ნა­ზე გაკ­რუ­ლია სლო­გა­ნი - "ზე­მო­დან უკე­თე­სია," რაც შენს ნათ­ქვამს უფრო ამ­ყა­რებს.

- რის­კფაქ­ტო­რებ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კოთ. გა­და­ღე­ბი­სას რამ შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე შე­გიქ­მნას?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია, თუნ­დაც, რა­დი­ო­სიხ­ში­რე­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც კერ­ძო პი­როვ­ნე­ბას იმა­ზე მეტი სიმ­ძლავ­რის გა­დამ­ცე­მი ჰქონ­დეს და­ყე­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­ჭი­როა და ხელი შე­უ­შა­ლოს ფრე­ნა-გა­და­ღე­ბას. ხელს უშ­ლის იგი­ვე კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, ვთქვათ, ხე­ო­ბა­ში ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გა­სათ­ვლე­ლი და სა­რის­კოა, როცა გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­ლურ ბუ­ნე­ბას ვი­ღებთ. ფრინ­ვე­ლე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვაც ყო­ფი­ლა.

- მერე ვინ და­ზი­ან­და?

- თვი­თონ ფრინ­ვე­ლი, მტრე­დი, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ იმით და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა დაფ­რი­ნავ­და. ინ­ტე­რე­სის გამო ზედ­მე­ტად ახ­ლოს მი­ვი­და, და­შავ­და და საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რა კი­ნა­ღამ ჩა­მო­მიგ­დო.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აპა­რა­ტუ­რის პულ­ტი შენ გი­ჭი­რავს ხელ­ში და დაბ­ლი­დან მარ­თავ, მა­ინც არ­სე­ბობს ასე­თი საფრ­თხე­ე­ბი?

- მე ვარ ადა­მი­ა­ნი "ორი ერ­თში" (იცი­ნის) - აპა­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა ხდე­ბა ზე­მოთ, ვუ­ყუ­რებ კადრს, ვარ პი­ლო­ტიც და ფო­ტოგ­რაფ-ვი­დე­ო­ო­პე­რა­ტო­რიც. ბევრ რა­მეს ვი­თავ­სებ. რის­კე­ბის თემა რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ეს არის ასე­ვე მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ქა­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამო­ვარ­დნა. ეს უნდა შე­იც­ნო, თან, ხე­ო­ბებ­სა და მთა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ქა­რე­ბია, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ეკ­რან­ზე არ მო­დის, მით უმე­ტეს სხვა­დას­ხვა სი­მაღ­ლე­ზე, და­ნარ­ჩე­ნი კი უკვე პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა...

- ახლა რთულ­სა და მარ­ტივ გა­და­სა­ღებ ობი­ექ­ტებ­ზე რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­ღე­ბა ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­შია, რად­გა­ნაც 100-150 მეტრში უკვე ვე­ღა­რა­ფერს ხე­დავ, ვთქვათ, რა მავ­თუ­ლია ზე­მოთ გა­ჭი­მუ­ლი და ამი­ტომ, დიდი შან­სია, მას გა­მო­ე­დოს, ან სა­რე­ცხის თოკ­ში გა­იხ­ლარ­თოს, ესეც პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა. რომც და­ი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა, რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ას­წრო.

- რა მან­ძი­ლი უნდა იყოს და­ცუ­ლი შენ­სა და საფ­რენ აპა­რა­ტუ­რას შო­რის?

- ერთ კი­ლო­მეტრში შე­უძ­ლია ფრე­ნა, მაგ­რამ აზრი არ აქვს, მაგ სი­შო­რე­ზე აუშ­ვა, მთელ ქა­ლაქს გა­და­ი­ღებს. ამი­ტომ ქა­ლაქ­ში 400-500 მეტრზე და­მი­ტეს­ტავს, მაგ­რამ არც ეს მჭირ­დე­ბა, 200-300 მეტ­რი საკ­მა­რი­სია. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გა­და­სა­ღე­ბი კი მინ­დვ­რე­ბია. გაშ­ლი­ლი სივ­რცეა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არის, ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბა აპა­რა­ტუ­რას მერ­ცხლე­ბი გა­მო­ე­კი­დონ, რა­ტომ­ღაც აგ­რე­სი­ას ავ­ლე­ნენ.

- ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რა დას­კვნის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია, - რა სხვა­ო­ბაა აპა­რა­ტით გა­და­ღე­ბა­სა და საფ­რე­ნი აპა­რა­ტუ­რით გა­და­ღე­ბას შორი?

- ფო­ტოგ­რაფს ემა­ტე­ბა კი­დევ სხვა საქ­მე, ანუ კადრზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით ვმუ­შა­ობ, რა­საც ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია ემა­ტე­ბა - პი­ლო­ტიც ვხდე­ბი და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი. ვფიქ­რობ იმა­ზე, აპა­რატს არ შე­ექ­მნას პრობ­ლე­მა. როცა ვთქვათ, საფ­რე­ნი აპა­რა­ტით კონ­ცერტს ვი­ღებ, ისე უნდა მო­ვიქ­ცე, რომ ქვე­მოთ მყო­ფებს არ და­ე­ცეთ. მოკ­ლედ, რის­კფაქ­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია.

- რო­გორც ვიცი, სტი­ქი­ის შემ­დეგ პირ­ველ­მა შე­ძე­ლი და ვე­რეს ხე­ო­ბა გა­და­ი­ღე.

VIDEO: სტი­ქი­ის ზონა ზე­მო­დან - ექ­სკლუ­ზი­უ­რი და უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი

- კი, პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ამ აპა­რა­ტით მე გა­და­ვი­ღე, - სტი­ქი­ის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი ვე­რეს ხე­ო­ბა­ში იმა­ვე დი­ლით და­ვა­ფიქ­სი­რე. რო­გო­რი შემ­ზა­რა­ვი იყო ქვე­მო­დან, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რომ ვუ­ყუ­რებ­დით და სულ სხვა რა­ღაც და­ვი­ნა­ხეთ ზე­მო­დან, სხვაგ­ვა­რად გა­მოჩ­ნდა. იმ წუ­თე­ბის­თვის ეს პირ­ვე­ლი კად­რე­ბი "პა­ლიტ­რა TV"-ს ჰქონ­და.

- სა­ჰა­ე­რო ავი­ა­ცი­ას ეს აპა­რა­ტუ­რა ხელს ხომ არ უშ­ლის?

- კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რე, სად შე­იძ­ლე­ბა და სად არა ამ მისი გაშ­ვე­ბა. ასე­ვე რუკა მაქვს შეყ­ვა­ნი­ლი თა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბით, თა­ვის პა­რა­მეტ­რე­ბით... ასე რომ, ყვე­ლა­ნა­ირ წესს ვი­ცავ.

- ოდეს­მე რო­გორც პი­ლოტს, შტურ­ვალ­თან თუ გიფ­რე­ნია?

- არას­დროს და ამას არც მე მო­ვი­თხოვ და ახ­ლო­საც არა­ვინ გა­მა­კა­რებს.

- ამის მერე პი­ლო­ტო­ბის სურ­ვი­ლი ხომ არ გა­გიჩ­ნდა?

- არა, მერე ვე­ღარ გა­და­ვი­ღებ, რად­გა­ნაც გა­და­ღე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია.

- ქარ­თვე­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი­ა­ნე­ბი ვართ და მა­გა­ლი­თად, ამ აპა­რა­ტუ­რით ქორ­წი­ლის გა­და­ღე­ბა არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ?

- კი, შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ ქორ­წი­ლის გა­და­ღე­ბა, ხში­რად კუ­რი­ო­ზუ­ლი მო­მენ­ტსაც ვა­წყდე­ბი ხოლ­მე. ითხო­ვენ, რომ საფ­რე­ნი აპა­რა­ტი სუფ­რის თავ­ზე გა­ვუშ­ვა. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, სულ ააფ­რი­ა­ლებს ყვე­ლა­ფერს სუფ­რა­ზე, იქი­დან არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა. ვუხ­სნი ამას და ჭირს ხოლ­მე გა­გე­ბა. მერე ეს­კორ­ტის გა­ყო­ლაც უნ­დათ, როცა ასე­თი რამ კეთ­დე­ბა, ამას რამ­დე­ნი­მე დუბ­ლი სჭირ­დე­ბა. ამის გა­რე­შე, "გონ­კა­ო­ბას" რომ და­ი­წყე­ბენ, "ბე­ემ­ვე" ჯო­ბია თუ "მერ­სე­დე­სი," უაზ­რო­ბა გა­მო­ვა. ვი­ღაც რომ აი­ლე­წოს, თვი­თო­ნაც ხომ საფრ­თხეს შე­იქ­მნი­ან და მეც და­მაბ­რკო­ლე­ბენ. ასე რომ, ჯო­ბია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შაო და ასეც ვა­კე­თებ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის სა­ავ­ტო­რო ვი­დე­ო­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად ეს­ტუმ­რეთ შემ­დეგ ბმუ­ლებს:

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის ყვე­ლა რე­პორ­ტა­ჟი PalitraTV.ge-ზე იხი­ლეთ თეგ­ზე #ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე

გა­მო­ი­წე­რეთ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რის გვერ­დი Facebook-ზე

ზემოდან ჯობია, ანუ ცნობილი ფოტორეპორტიორის უნიკალური კადრები - "ასეთი საქართველო ჯერ არავის უნახავს"

ზემოდან ჯობია, ანუ ცნობილი ფოტორეპორტიორის უნიკალური კადრები - "ასეთი საქართველო ჯერ არავის უნახავს"

ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩვენში უპილოტო საფრენი აპარატურით ფოტოგადაღება დიწყო და მართლაც უნიკალური კადრები შექმნა. ახლა ამ მიმართულებით, როგორც ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანი მუშაობს.

ბოლო პერიოდში ირაკლიმ მთელი საქართველო მოიარა და ჩვენი ქვეყანა სრულიად სხვა რაკურსით, ზედხედში აღბეჭდა. ამ ყველაფერს კი მკითხველი ცოტა ხანში იხილავს.

- როდის და რატომ დაინტერსდი უპილოტო საფრენი აპარატურით, რომელიც საოცარ გადაღებებს აწარმოებს?

- ჩემი ქვეყანა თითქმის თავიდან ბოლომდე ნანახი მქონდა, ბევრს დავფრინავდი და ვიღებდი კიდეც, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ის განსხვავებული რაკურსით მენახა. რაც დრო გადიოდა, სულ მიმძაფრდებოდა ეს სურვილი.

მერე დავინტერესდი იმ საქმით, რაც ფოტოგრაფიაში საფრენი აპარატების გამოყენებას გულისხმობს და რაც ბევრი რამის ხილვის საშუალებას მომცემდა. კონკრეტულად კი გადამეღო ის ადგილები, რაც მიუწვდომელია, მიუვალია და შემდგომ იმ ადამიანებისთვის (ვისაც ფრენის საშუალება არ აქვს) მეჩვენებინა ჩვენი ქვეყანა ზედა რაკურსით. დიახ, ეს არის ისტორიული ძეგლები, ლამაზი ადგილები, ტბები და ა.შ. მოკლედ, დაინტერესება ამ ყველაფრის მიმართ სამი წლის წინ გამიჩნდა.

როცა უკვე გადავხედე აპარატურას, რომელიც ხარისხით მომეწონა, ჩემს ჯიბეს არ შეესაბამებოდა. რომლის ფასიც მომეწონა, ჩემს მოთხოვნებსა და ხარისხს არ შეესაბამებოდა. დაველოდე დროს, როცა ეს ორი პარამეტრი ერთმანეთს გაუთანაბრდა და შევიძინე. როდესაც აპარატის მონაცემებს გავეცანი, ქართულ პირობებს სულ არ წაადგებოდა და ბევრი რამ იყო შესაცვლელი.

- ეს ჩვენი ქვეყნის ლანდშაპტზეა დამოკიდებული, თუ სხვა რაიმე მიზეზი არსებობს?

- ამაზეც არის დამოკიდებული და იმაზეც, რომ სიარული მომიწევდა იმავე ხეობებში, მთაგორიან ადგილებსა და ქალაქში, რისთვისაც ეს აპარატურა არ იყო გამიზნული, ამიტომ ის აქაურობისთვის უნდა მომერგო. იყო პრობლემები და ამ პრობლემებს ჩემი მეგობრების საშუალებით ვაგვარებდი.

- დღეს ამ კუთხით რა ხდება?

- დღეს უპილოტო საფრენი აპარატურა უკვე ორი მაქვს და გააჩნია რისთვის მჭირდება, რის გადაღებას ვაპირებ. მოკლედ, ცხოვრებას ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ფრენა-ფრენით მივყვები. შარშან მოვიარე საქართველო, პროექტი მქონდა "პალიტრამედიასთან" ერთად, რომელიც ცოტა ხანში დღის სინათლეს იხილავს და მკითხველს, მაყურებელს საშუალება ექნება, თავის ქვეყანას ზემოდან გაეცნოს. მოვლილი გვაქვს საქართველოს ყველა რეგიონი, თქვენ წარმოიდგინეთ, აფხაზეთის ნაწილიც კი, ენგურის ხიდიდან გადავიღე და ის ადგილები აისახა, რომელიც ბევრ ქართველს არც ზედა რაკურსით უნახავს და არც რეალურად.

- როდესაც შენი ნამუშევრები ვნახე, ჩემთვის ცნობილი ობიექტები, ზედხედიდან ვერც ვიცანი, რითაც იმაში დავრწმუნდი, რომ ეს საფრენი აპარატურა საოცარ საქმეს აკეთებს.

- დიახ, ჩემს მაქანაზე გაკრულია სლოგანი - "ზემოდან უკეთესია," რაც შენს ნათქვამს უფრო ამყარებს.

- რისკფაქტორებზეც ვილაპარაკოთ. გადაღებისას რამ შეიძლება მოულოდნელი საფრთხე შეგიქმნას?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ დასარეგულირებელია, თუნდაც, რადიოსიხშირეები. შეიძლება ვიღაც კერძო პიროვნებას იმაზე მეტი სიმძლავრის გადამცემი ჰქონდეს დაყენებული, ვიდრე საჭიროა და ხელი შეუშალოს ფრენა-გადაღებას. ხელს უშლის იგივე კლიმატური პირობები, ვთქვათ, ხეობაში ქარის მიმართულება. ყველაფერი ძალიან გასათვლელი და სარისკოა, როცა განსაკუთრებით ველურ ბუნებას ვიღებთ. ფრინველების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაც ყოფილა.

- მერე ვინ დაზიანდა?

- თვითონ ფრინველი, მტრედი, რომელიც უბრალოდ იმით დაინტერესდა, თუ რა დაფრინავდა. ინტერესის გამო ზედმეტად ახლოს მივიდა, დაშავდა და საფრენი აპარატურა კინაღამ ჩამომიგდო.

- მიუხედავად იმისა, რომ აპარატურის პულტი შენ გიჭირავს ხელში და დაბლიდან მართავ, მაინც არსებობს ასეთი საფრთხეები?

- მე ვარ ადამიანი "ორი ერთში" (იცინის) - აპარატურის საშუალებით ვიღებ ინფორმაციას, რა ხდება ზემოთ, ვუყურებ კადრს, ვარ პილოტიც და ფოტოგრაფ-ვიდეოოპერატორიც. ბევრ რამეს ვითავსებ. რისკების თემა რომ გავაგრძელოთ, ეს არის ასევე მეტეოროლოგიური პირობებიც, მაგალითად, ქარის მოულოდნელი ამოვარდნა. ეს უნდა შეიცნო, თან, ხეობებსა და მთაში სხვადასხვა მიმართულების ქარებია, ამაზე ინფორმაცია ეკრანზე არ მოდის, მით უმეტეს სხვადასხვა სიმაღლეზე, დანარჩენი კი უკვე პრაქტიკიდან გამომდინარეა...

- ახლა რთულსა და მარტივ გადასაღებ ობიექტებზე რომ ვილაპარაკოთ.

- ყველაზე რთული გადაღება ქალაქის პირობებშია, რადგანაც 100-150 მეტრში უკვე ვეღარაფერს ხედავ, ვთქვათ, რა მავთულია ზემოთ გაჭიმული და ამიტომ, დიდი შანსია, მას გამოედოს, ან სარეცხის თოკში გაიხლართოს, ესეც პრობლემა იქმნება. რომც დაინახო, შეიძლება, რეაგირება ვერ მოასწრო.

- რა მანძილი უნდა იყოს დაცული შენსა და საფრენ აპარატურას შორის?

- ერთ კილომეტრში შეუძლია ფრენა, მაგრამ აზრი არ აქვს, მაგ სიშორეზე აუშვა, მთელ ქალაქს გადაიღებს. ამიტომ ქალაქში 400-500 მეტრზე დამიტესტავს, მაგრამ არც ეს მჭირდება, 200-300 მეტრი საკმარისია. ყველაზე მარტივი გადასაღები კი მინდვრებია. გაშლილი სივრცეა, წინააღმდეგობა არ არის, ერთადერთი, შეიძლება აპარატურას მერცხლები გამოეკიდონ, რატომღაც აგრესიას ავლენენ.

- ამ ყველაფრის შემდეგ, რა დასკვნის გაკეთება შეგიძლია, - რა სხვაობაა აპარატით გადაღებასა და საფრენი აპარატურით გადაღებას შორი?

- ფოტოგრაფს ემატება კიდევ სხვა საქმე, ანუ კადრზე განსხვავებული სტილით ვმუშაობ, რასაც ერთადერთი ფუნქცია ემატება - პილოტიც ვხდები და საკმაოდ სერიოზული. ვფიქრობ იმაზე, აპარატს არ შეექმნას პრობლემა. როცა ვთქვათ, საფრენი აპარატით კონცერტს ვიღებ, ისე უნდა მოვიქცე, რომ ქვემოთ მყოფებს არ დაეცეთ. მოკლედ, რისკფაქტორები სხვადასხვანაირია.

- როგორც ვიცი, სტიქიის შემდეგ პირველმა შეძელი და ვერეს ხეობა გადაიღე.

VIDEO: სტიქიის ზონა ზემოდან - ექსკლუზიური და უნიკალური კადრები

- კი, პირველი კადრები ამ აპარატით მე გადავიღე, - სტიქიის შემდგომი პერიოდი ვერეს ხეობაში იმავე დილით დავაფიქსირე. როგორი შემზარავი იყო ქვემოდან, ჩვეულებრივად რომ ვუყურებდით და სულ სხვა რაღაც დავინახეთ ზემოდან, სხვაგვარად გამოჩნდა. იმ წუთებისთვის ეს პირველი კადრები "პალიტრა TV"-ს ჰქონდა.

- საჰაერო ავიაციას ეს აპარატურა ხელს ხომ არ უშლის?

- კონსულტაციები გავიარე, სად შეიძლება და სად არა ამ მისი გაშვება. ასევე რუკა მაქვს შეყვანილი თავის უსაფრთხოების წესებით, თავის პარამეტრებით... ასე რომ, ყველანაირ წესს ვიცავ.

- ოდესმე როგორც პილოტს, შტურვალთან თუ გიფრენია?

- არასდროს და ამას არც მე მოვითხოვ და ახლოსაც არავინ გამაკარებს.

- ამის მერე პილოტობის სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?

- არა, მერე ვეღარ გადავიღებ, რადგანაც გადაღება ჩემთვის ყველაფერია.

- ქართველები ინტერესიანები ვართ და მაგალითად, ამ აპარატურით ქორწილის გადაღება არ შემოუთავაზებიათ?

- კი, შემოუთავაზებიათ ქორწილის გადაღება, ხშირად კურიოზული მომენტსაც ვაწყდები ხოლმე. ითხოვენ, რომ საფრენი აპარატი სუფრის თავზე გავუშვა. ეს დაუშვებელია, სულ ააფრიალებს ყველაფერს სუფრაზე, იქიდან არაფერი დარჩება. ვუხსნი ამას და ჭირს ხოლმე გაგება. მერე ესკორტის გაყოლაც უნდათ, როცა ასეთი რამ კეთდება, ამას რამდენიმე დუბლი სჭირდება. ამის გარეშე, "გონკაობას" რომ დაიწყებენ, "ბეემვე" ჯობია თუ "მერსედესი," უაზრობა გამოვა. ვიღაც რომ აილეწოს, თვითონაც ხომ საფრთხეს შეიქმნიან და მეც დამაბრკოლებენ. ასე რომ, ჯობია სხვა მიმართულებით ვიმუშაო და ასეც ვაკეთებ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ირაკლი გედენიძის საავტორო ვიდეოების სანახავად ესტუმრეთ შემდეგ ბმულებს:

ირაკლი გედენიძის ყველა რეპორტაჟი PalitraTV.ge-ზე იხილეთ თეგზე #ირაკლი გედენიძე

გამოიწერეთ ფოტორეპორტიორის გვერდი Facebook-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია