ავლაბრის მოსახლეობა ქეთევან წამებულის #29-ში, ფარნავაზის სკვერის გასხვისებას და პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეთა თქმით, დაუშვებელია აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება და ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობა. მათი თქმით, აღნიშნულ პარკს სარეკრიაციო ზონის სტატუსი უნდა აღუდგეს, რათა სამომავლოდ პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არავინ განახორციელოს. აქციის მონაწილეთა თქმით, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს არის გასხვისებული, მოქმედმა მთავრობამ კი მშენებლობა დაამტკიცა.
"ჩვენ არ დავუშვებთ ამ ტერიტორიაზე მშენებლობას და გვსურს ქალაქის მერს დავით ნარმანიას შევხვდეთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ფარნავაზის სკვერში აქციის მონაწილეებს საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრებიც შეუერთდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს საკითხის გარკვევას დაპირდნენ.