საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აზერბაიჯანში "გაბალა"- "დინამოს" მატჩზე ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად საქართველოდან იწყება ხოლმე.
"რა თქმა უნდა, სამწუხარო ინციდენტია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად აქედან იწყება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ამ ინციდენტს, რამდენადაც მე ვიცი, წინ უძღვოდა ინციდენტი, რომელიც საქართველოში მოხდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ხელეწიფება და ევალება, უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს, ვინაიდან ამ ყველაფერს აშკარად პროვოკაციის სუნი უდის", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა და დასძინა, რომ ამ ტიპის მაპროვოცირებელი მოქმედებები ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად, რაც აგულაშვილის თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა არ უნდა დაუშვან და უმკაცრესი ზომები გაატარონ.
გარემოს დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ანალოგიური და ადეკვატური იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებებიც.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს.
"ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო ფაქტობრივად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი", - განაცხადა ელჩმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.
აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.
იხილეთ ინციდენტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა და მომხდარის დეტალები
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
დამატებითი ვიდეომასალა:
გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]
ომონია-დინამო (ბთ) 2:0 - ცალკარა, 11:0 და 20:1 [VIDEO]
sportall.ge
ცხინვალი-ბოტოშანი 1:3 - ყველაფერი ლოგიკურად... [VIDEO]
sportall.ge
დიახ ვეხმაურებით და ვადსტურებთ ზაქათალა კახი საქართველო იყო არის და იქნება სულ