პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები
ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები

დი­ას­პო­რის სა­კი­თხე­ბის სა­მი­ნის­ტროს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა გარე მიგ­რა­ცი­ა­ში, რომ­ლე­ბიც 43 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ. აქე­დან 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. მი­ნის­ტრის, გელა დუმ­ბა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ბერ­ძნე­თი­დან მა­სობ­რი­ვად ჩა­მოს­ვლას არ აპი­რე­ბენ, მაგ­რამ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად არი­ან სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ და ისარ­გებ­ლონ იმ შე­ღა­ვა­თე­ბით, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს.

"მა­სობ­რი­ვი დაბ­რუ­ნე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა, თუმ­ცა, რო­გორც იტყვი­ან, პულტზე ხელი და­ჭე­რი­ლი გვაქვს და მზად ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩემი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ზაალ სა­რა­ჯიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე ჩავა და კი­დევ ერთხელ ახ­ლოს გა­ეც­ნო­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას. ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­სობ­რი­ვი სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ეს ხალ­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უძ­ლებ­და იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, ადაპ­ტა­ცი­ას და მორ­გე­ბას ახ­დენ­და და შე­სა­ბა­მი­სად ესეც ერთ-ერთი კრი­ზის­თა­გა­ნია, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბერ­ძნეთ­ში ხში­რად ხდე­ბა. ესე­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას და არა­ვი­თა­რი მა­სი­უ­რი სურ­ვი­ლი, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, არ არის", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა გელა დუმ­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი სა­მი­ნის­ტრო მზად არის პრო­ვა­ი­დე­რის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლოს და მო­ქა­ლა­ქე­ებს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში ხელი შე­უ­წყოს. "აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მათ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას უწყობს ხელს. ასე რომ, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პრო­ვა­ი­დე­რის ფუნ­ქცია შე­ვას­რუ­ლოთ. მზად ვართ მივ­ყვეთ ყველ­გან, სა­დაც ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მათ­თვის გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა არის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­რო­გა­ტი­ვა და ეს გა­ფან­ტუ­ლია მრა­ვალ უწყე­ბა­ში პრო­ფი­ლუ­რად. გა­სულ­მა პე­რი­ოდ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, როცა საქ­მე ეხე­ბა კა­ტას­ტრო­ფას და სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებს. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ასე­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. ესე­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი არი­ან და ერ­თე­უ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც მაქ­სი­მა­ლურს გა­ვა­კე­თებთ. სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბა დაბ­ნე­უ­ლია და ევ­რო­კავ­შირ­მა არ იცის, რა ქნას. ეს მსოფ­ლიო გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კაა, იქ რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­სა­ბა­მი­სად ნუ შევ­ქმნით ტრა­გე­დი­ას, ამის­გან", - გვი­თხრა დუმ­ბა­ძემ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები

ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები

დიასპორის საკითხების სამინისტროს არაოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ 700 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება გარე მიგრაციაში, რომლებიც 43 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. აქედან 250 ათასი ადამიანი საბერძნეთში ცხოვრობს. მინისტრის, გელა დუმბაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან მასობრივად ჩამოსვლას არ აპირებენ, მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში მზად არიან სხვადასხვა სამინისტროებთან დაკავშირებაში დაეხმარონ და ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს.

"მასობრივი დაბრუნება არ დაწყებულა, თუმცა, როგორც იტყვიან, პულტზე ხელი დაჭერილი გვაქვს და მზად ვართ ყველაფრისთვის. რამდენიმე დღეში ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ადგილზე ჩავა და კიდევ ერთხელ ახლოს გაეცნობა სიტუაციას. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მასობრივი სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, არ შეინიშნება. ეს ხალხი წლების განმავლობაში უძლებდა იქ არსებულ სიტუაციას, ადაპტაციას და მორგებას ახდენდა და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი კრიზისთაგანია, რაც, სამწუხაროდ, საბერძნეთში ხშირად ხდება. ესენი აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და არავითარი მასიური სურვილი, რომ ჩამოვიდნენ, არ არის", - უთხრა "რეზონანსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შემთხვევაში მისი სამინისტრო მზად არის პროვაიდერის ფუნქცია შეასრულოს და მოქალაქეებს რეინტეგრაციაში ხელი შეუწყოს. "აქ ჩამოსვლის შემდეგ სოზარ სუბარის უწყებაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. ასე რომ, დაბრუნების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროვაიდერის ფუნქცია შევასრულოთ. მზად ვართ მივყვეთ ყველგან, სადაც ასეთი მომსახურების გაწევა შეუძლია ხელისუფლებას. მათთვის გარკვეული დახმარების აღმოჩენა არის სრულიად საქართველოს პრეროგატივა და ეს გაფანტულია მრავალ უწყებაში პროფილურად. გასულმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მობილიზებულია, როცა საქმე ეხება კატასტროფას და სხვადასხვა შემთხვევებს. მობილიზებულია ასევე ქართული საზოგადოებაც. ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ერთეულების დაბრუნების შემთხვევაშიც მაქსიმალურს გავაკეთებთ. საბერძნეთის მთავრობა დაბნეულია და ევროკავშირმა არ იცის, რა ქნას. ეს მსოფლიო გლობალური პოლიტიკაა, იქ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, შესაბამისად ნუ შევქმნით ტრაგედიას, ამისგან", - გვითხრა დუმბაძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია