სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში: ლარის გაუფასურებით გაძვირებული მენიუ და რეპორტაჟი წვიმიანი ბათუმიდან
რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში: ლარის გაუფასურებით გაძვირებული მენიუ და რეპორტაჟი წვიმიანი ბათუმიდან

ბა­თუმ­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, კარ­გად გა­რუ­ჯვა­სა და დას­ვე­ნე­ბას­თან ერ­თად, ერთ-ერთი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი კვე­ბაა. მით უმე­ტეს, ბოლო დღე­ე­ბის უა­მინ­დო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი თავ­შე­სა­ფარს სწო­რედ კა­ფე­ებ­ში პო­უ­ლო­ბენ. რო­მელ კერ­ძებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, გაძ­ვირ­და თუ არა კვე­ბა ბა­თუმ­ში, ამის გარ­კვე­ვას AMBEBI.GE შე­ე­ცა­და.

ბა­თუმ­ში მყო­ფი რო­გორც უცხო­ე­ლი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად და­სა­გე­მოვ­ნე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კერ­ძი აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რია. აჭა­რულ ხა­ჭა­პურ­თან ერ­თად, ხინ­კა­ლი, პიცა, სე­ზო­ნუ­რი სა­ლა­თე­ბი, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, დე­სერ­ტად კი აჭა­რუ­ლი ბაქ­ლა­ვა (ფახ­ლა­ვას ეძა­ხი­ან თბი­ლის­ში) ტუ­რის­ტებს ყვე­ლა­ზე მე­ტად იზი­დავს.

AMBEBI.GE ბა­თუმ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­ხა­ჭა­პუ­რეს მე­ნე­ჯერს გა­ე­სა­უბ­რა:

"ტუ­რის­ტე­ბის 80% აჭა­რულ ხა­ჭა­პურს უკ­ვე­თავს. ჩვენ გვაქვს ოთხი ზო­მის აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი. პა­ტა­რა 7 ლარი ღირს, სა­შუ­ა­ლო - 8, დიდი 10 ლარი, ხოლო ტი­ტა­ნი­კი აჭა­რუ­ლი 20. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ასე­ვე უკ­ვე­თა­ვენ მეგ­რულ და იმე­რულ ხა­ჭა­პუ­რებს, პი­ცას, სა­ლა­თებს. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო პრო­დუქ­ტე­ბი გაძ­ვირ­და და ჩვენც 50 თეთ­რი­დან 1 ლა­რამ­დე გავ­ზარ­დეთ ფა­სე­ბი", - ამ­ბობს მე­ნე­ჯე­რი.

სა­ხა­ჭა­პუ­რე­ში მყო­ფი უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ალექ­სი და ოქ­სა­ნა აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის კე­თე­ბის პრო­ცესს სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და კა­ფეს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­ნის კედ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ადევ­ნებ­დნენ თვალს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ვართ, სა­ნამ ბა­თუმ­ში ჩა­მო­ვი­დო­დით, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი თბი­ლის­ში და­ვა­გე­მოვ­ნეთ. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა და და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რო­გორ კეთ­დე­ბო­და. რე­ცეპ­ტი ჩა­ვი­წე­რეთ და კი­ევ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებთ მო­ვამ­ზა­დოთ. ზო­გა­დად, გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო გაქვთ, ხინ­კა­ლი, ჩა­ხოხ­ბი­ლი, კუბ­და­რი ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით გემ­რი­ე­ლი მა­ინც აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რია. ფა­სე­ბიც ნორ­მა­ლუ­რია", - ამ­ბო­ბენ ტუ­რის­ტე­ბი.

რუ­სე­თი­დან 10 დღის წინ ბა­თუმ­ში ჩა­მო­სუ­ლი 25 წლის მაქ­სი­მი და 27 წლის იუ­ლია ად­გი­ლობ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლოს უკვე კარ­გად იცო­ბენ. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, უკვე და­ა­გე­მოვ­ნეს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი - სა­ცი­ვი, ხინ­კა­ლი, ქა­ბა­ბი და ეს­ტუმ­რენ აჭა­რულ ტრა­დი­ცი­ულ რეს­ტო­რან­საც:

"მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ წო­ნის დაკ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა მო­მი­წევს. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო გაქვთ, ასე მგო­ნია, ყვე­ლა კერ­ძი გავ­სინ­ჯე. სამ­ჯერ ვეს­ტუმ­რეთ აჭა­რულ ტრა­დი­ცი­ულ რეს­ტო­რანს, კა­ი­მა­ღი, სი­რო­ნი, ბო­რა­ნო, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი და­ვა­გე­მოვ­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, ვერ ვი­ტყვი რომ ძვი­რია, ვფიქ­რობ, ფასი პრო­დუქ­ტის შე­სა­ბა­მი­სია", - აღ­ნიშ­ნა იუ­ლი­ამ.

ორ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან ბა­თუმ­ში ნა­თია და ზვი­ა­დი. ისი­ნი ქუ­თა­ი­სი­დან ბა­თუმ­ში სამი დღის წინ ჩა­ვიდ­ნენ და ორი კვი­რით აპი­რე­ბენ დარ­ჩე­ნას:

"ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი. აქ, ზღვის­პირ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ეს რეს­ტო­რა­ნი, სა­ბავ­შვო აჭა­რულ ხა­ჭა­პუ­რებს ამ­ზა­დე­ბენ. უკვე მე­ო­რედ მო­ვე­დით. სა­ბავ­შვო აჭა­რუ­ლი 4 ლარი ღირს, სა­შუ­ა­ლო ზო­მის აჭა­რუ­ლი 7 ლარი. სა­ზა­ფხუ­ლო სა­ლა­თიც ავი­ღეთ, წვე­ნი და სა­ერ­თო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 ლარს გა­და­ვიხ­დით. ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მაქვს პრობ­ლე­მა, ბავ­შვებს ზღვა­ზე უნ­დათ გას­ვლა და ჯერ ვერ ვა­ხერ­ხებთ უა­მინ­დო­ბის გამო", - აღ­ნიშ­ნა ნა­თი­ამ.

ზღვის­პი­რა რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, მე­ნი­უს შეც­ვლა-გა­ნახ­ლე­ბა მო­უ­წია. გა­სულ წელს თუ სა­ბავ­შვო აჭა­რულ ხა­ჭა­პურს 3.5 ლა­რად ამ­ზა­დებ­დნენ, წელს უკვე 4 ლარი ღირს. მა­გა­ლი­თად, სა­ლა­თი "ცე­ზა­რი" ქათ­მით გა­სულ წელს 9 ლარი ღირ­და, წელს კი 10 ლარი ღირს.

ბა­თუმ­ში რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი კა­ფე­სა და რეს­ტორ­ნის მე­ნი­უს ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხინ­კა­ლი 50-80 თეთ­რი ღირს, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი 7-20. სა­ლა­თე­ბის ფასი 7-17 ლა­რია.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ბა­თუ­მი

AMBEBI.GE

გა­უ­ზი­ა­რეთ ეს სტა­ტია თქვენს უცხო­ე­ნო­ვან მე­გობ­რებს| Tourist guide: How much does a dinner in Batumi cost?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში: ლარის გაუფასურებით გაძვირებული მენიუ და რეპორტაჟი წვიმიანი ბათუმიდან

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში: ლარის გაუფასურებით გაძვირებული მენიუ და რეპორტაჟი წვიმიანი ბათუმიდან

ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის, კარგად გარუჯვასა და დასვენებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კვებაა. მით უმეტეს, ბოლო დღეების უამინდობით შეწუხებული ტურისტები თავშესაფარს სწორედ კაფეებში პოულობენ. რომელ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას და ლარის გაუფასურების გამო, გაძვირდა თუ არა კვება ბათუმში, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა.

ბათუმში მყოფი როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დამსვენებლებისთვის ტრადიციულად დასაგემოვნებელი და ყველაზე პოპულარული კერძი აჭარული ხაჭაპურია. აჭარულ ხაჭაპურთან ერთად, ხინკალი, პიცა, სეზონური სალათები, ზღვის პროდუქტები, დესერტად კი აჭარული ბაქლავა (ფახლავას ეძახიან თბილისში) ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს.

AMBEBI.GE ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახაჭაპურეს მენეჯერს გაესაუბრა:

"ტურისტების 80% აჭარულ ხაჭაპურს უკვეთავს. ჩვენ გვაქვს ოთხი ზომის აჭარული ხაჭაპური. პატარა 7 ლარი ღირს, საშუალო - 8, დიდი 10 ლარი, ხოლო ტიტანიკი აჭარული 20. დამსვენებლები ასევე უკვეთავენ მეგრულ და იმერულ ხაჭაპურებს, პიცას, სალათებს. ლარის გაუფასურების გამო პროდუქტები გაძვირდა და ჩვენც 50 თეთრიდან 1 ლარამდე გავზარდეთ ფასები", - ამბობს მენეჯერი.

სახაჭაპურეში მყოფი უკრაინელი ტურისტები ალექსი და ოქსანა აჭარული ხაჭაპურის კეთების პროცესს სამზარეულოსა და კაფეს შორის არსებული მინის კედლის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს:

"საქართველოში პირველად ვართ, სანამ ბათუმში ჩამოვიდოდით, აჭარული ხაჭაპური თბილისში დავაგემოვნეთ. ძალიან მოგვეწონა და დავინტერესდით, თუ როგორ კეთდებოდა. რეცეპტი ჩავიწერეთ და კიევში დაბრუნების შემდეგ ვაპირებთ მოვამზადოთ. ზოგადად, გემრიელი სამზარეულო გაქვთ, ხინკალი, ჩახოხბილი, კუბდარი ძალიან მოგვეწონა. განსაკუთრებით გემრიელი მაინც აჭარული ხაჭაპურია. ფასებიც ნორმალურია", - ამბობენ ტურისტები.

რუსეთიდან 10 დღის წინ ბათუმში ჩამოსული 25 წლის მაქსიმი და 27 წლის იულია ადგილობრივ სამზარეულოს უკვე კარგად იცობენ. როგორც ისინი ამბობენ, უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები - საცივი, ხინკალი, ქაბაბი და ესტუმრენ აჭარულ ტრადიციულ რესტორანსაც:

"მოსკოვში დაბრუნების შემდეგ წონის დაკლებაზე ზრუნვა მომიწევს. ძალიან გემრიელი სამზარეულო გაქვთ, ასე მგონია, ყველა კერძი გავსინჯე. სამჯერ ვესტუმრეთ აჭარულ ტრადიციულ რესტორანს, კაიმაღი, სირონი, ბორანო, აჭარული ხაჭაპური, სხვადასხვა სახეობის ყველი დავაგემოვნეთ. რაც შეეხება ფასებს, ვერ ვიტყვი რომ ძვირია, ვფიქრობ, ფასი პროდუქტის შესაბამისია", - აღნიშნა იულიამ.

ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებიან ბათუმში ნათია და ზვიადი. ისინი ქუთაისიდან ბათუმში სამი დღის წინ ჩავიდნენ და ორი კვირით აპირებენ დარჩენას:

"ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ აჭარული ხაჭაპური. აქ, ზღვისპირზე აღმოვაჩინეთ ეს რესტორანი, საბავშვო აჭარულ ხაჭაპურებს ამზადებენ. უკვე მეორედ მოვედით. საბავშვო აჭარული 4 ლარი ღირს, საშუალო ზომის აჭარული 7 ლარი. საზაფხულო სალათიც ავიღეთ, წვენი და საერთო ჯამში დაახლოებით 40 ლარს გადავიხდით. ფასებთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, ბავშვებს ზღვაზე უნდათ გასვლა და ჯერ ვერ ვახერხებთ უამინდობის გამო", - აღნიშნა ნათიამ.

ზღვისპირა რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო, მენიუს შეცვლა-განახლება მოუწია. გასულ წელს თუ საბავშვო აჭარულ ხაჭაპურს 3.5 ლარად ამზადებდნენ, წელს უკვე 4 ლარი ღირს. მაგალითად, სალათი "ცეზარი" ქათმით გასულ წელს 9 ლარი ღირდა, წელს კი 10 ლარი ღირს.

ბათუმში რამდენიმე პოპულარული კაფესა და რესტორნის მენიუს ფასებიდან გამომდინარე ხინკალი 50-80 თეთრი ღირს, აჭარული ხაჭაპური 7-20. სალათების ფასი 7-17 ლარია.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

AMBEBI.GE

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს უცხოენოვან მეგობრებს| Tourist guide: How much does a dinner in Batumi cost?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია