მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟანა ფრისკეს ოჯახს მომღერლის მკურნალობის შედეგად ვალები დარჩა
ჟანა ფრისკეს ოჯახს მომღერლის მკურნალობის შედეგად ვალები დარჩა

ჟანა ფრის­კეს მა­მის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ღერ­ლის ოჯახს მა­ი­ა­მი­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კის ვალი 106 000 დო­ლა­რი დარ­ჩა გა­და­სახ­დე­ლი. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მოყ­ვა, რომ ჟანა ფრის­კეს მკურ­ნა­ლო­ბის­თვის შეგ­რო­ვი­ლი თან­ხის სა­მოც­და­ა­თი პრო­ცენ­ტი მომ­ღერ­ლის კო­ლე­გებ­მა, მე­გობ­რებ­მა და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

"რო­დე­საც ეს ფული შე­აგ­რო­ვეს, დო­ლა­რის კურ­სი 30 თუ 33 იყო. ახლა კი, რო­დე­საც წამ­ლებს ვყი­დუ­ლობ­დით, რუბ­ლის ფასი და­ე­ცა. წამ­ლე­ბის ფა­სე­ბი კი ის დარ­ჩა, რაც მა­ნამ­დე იყო. დო­ლა­რი რომ იგი­ვე ფასი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ფული გვე­ყო­ფო­და, მაგ­რამ ახლა მოგ­ვდის გა­და­სა­ხა­დე­ბის ქვით­რე­ბი მა­ი­ა­მი­დან და ლოს ან­ჯე­ლე­სი­დან", - ამ­ბობს ფრის­კეს მამა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ფრის­კეს მა­მამ მომ­ღერ­ლის ავად­მყო­ფო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ჟა­ნამ გო­ნე­ბა და­კარ­გა 24 ივ­ნისს, შემ­დეგ ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ წა­იყ­ვა­ნა. აგ­რეთ­ვე მან გა­ამ­ხი­ლა, თუ რო­გორ მი­ი­ღო ოჯახ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"ბევ­რი ამ­ბობ­და, რა­ტომ წა­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რე­თო. წა­ვი­დო­დით სა­ზღვარ­გა­რეთ, აქ რომ ნორ­მა­ლუ­რად მკურ­ნა­ლობ­დნენ? აქ ჩვენ ყველ­გან ვი­ყა­ვით, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და მის­ვლა. ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის, იქ წა­დი­თო, აქ თქვენ ვერ და­გეხ­მა­რე­ბი­ა­ნო. რომ ეთ­ქვათ, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო, რა თქმა უნდა, დავ­რჩე­ბო­დით რუ­სეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ მათ უბ­რა­ლოდ უარი თქვეს მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ჟანა ფრის­კეს მა­მამ.

ვლა­დი­მერ კო­პი­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და­ი­წყო ოც­ნე­ბა და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბის და­წყო­ბა. "ძა­ლი­ან უნ­დო­და ემუ­შა­ვა. ამ­ბობ­და, სულ ასე ხომ არ ვიწ­ვე­ბიო. უკვე დროა სა­მუ­შა­ო­ზე ვი­ფიქ­როო. ძა­ლი­ან უნ­დო­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ფონ­დი შე­ექ­მნა. ამის შე­სა­ხებ უმ­ცროს დას ესა­უბ­რე­ბო­და. მას ძა­ლი­ან აღელ­ვებ­და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ფრის­კეს მა­მამ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ren.tv-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ჟანა ფრისკეს ოჯახს მომღერლის მკურნალობის შედეგად ვალები დარჩა

ჟანა ფრისკეს ოჯახს მომღერლის მკურნალობის შედეგად ვალები დარჩა

ჟანა ფრისკეს მამის განცხადებით, მომღერლის ოჯახს მაიამიში არსებული კლინიკის ვალი 106 000 დოლარი დარჩა გადასახდელი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას მოყვა, რომ ჟანა ფრისკეს მკურნალობისთვის შეგროვილი თანხის სამოცდაათი პროცენტი მომღერლის კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის ახლობლებმა გამოუგზავნეს.

”როდესაც ეს ფული შეაგროვეს, დოლარის კურსი 30 თუ 33 იყო. ახლა კი, როდესაც წამლებს ვყიდულობდით, რუბლის ფასი დაეცა. წამლების ფასები კი ის დარჩა, რაც მანამდე იყო. დოლარი რომ იგივე ფასი დარჩენილიყო, ფული გვეყოფოდა, მაგრამ ახლა მოგვდის გადასახადების ქვითრები მაიამიდან და ლოს ანჯელესიდან”, - ამბობს ფრისკეს მამა.

ჟურნალისტებთან საუბარში ფრისკეს მამამ მომღერლის ავადმყოფობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჟანამ გონება დაკარგა 24 ივნისს, შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. აგრეთვე მან გაამხილა, თუ როგორ მიიღო ოჯახმა გადაწყვეტილება უცხოეთში მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

”ბევრი ამბობდა, რატომ წავიდნენ საზღვარგარეთო. წავიდოდით საზღვარგარეთ, აქ რომ ნორმალურად მკურნალობდნენ? აქ ჩვენ ყველგან ვიყავით, სადაც შეიძლებოდა მისვლა. ჩვენი საუკეთესო ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ თუ გაქვთ საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობის, იქ წადითო, აქ თქვენ ვერ დაგეხმარებიანო. რომ ეთქვათ, ჩვენ დაგეხმარებით და ყველაფერი კარგად იქნებაო, რა თქმა უნდა, დავრჩებოდით რუსეთში სამკურნალოდ, მაგრამ მათ უბრალოდ უარი თქვეს მკურნალობის დაწყებაზე”, - განაცხადა ჟანა ფრისკეს მამამ.

ვლადიმერ კოპილოვმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დროს მისმა ქალიშვილმა დაიწყო ოცნება და მომავლის გეგმების დაწყობა. ”ძალიან უნდოდა ემუშავა. ამბობდა, სულ ასე ხომ არ ვიწვებიო. უკვე დროა სამუშაოზე ვიფიქროო. ძალიან უნდოდა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის ფონდი შეექმნა. ამის შესახებ უმცროს დას ესაუბრებოდა. მას ძალიან აღელვებდა დაავადებული ბავშვები”, - განაცხადა ფრისკეს მამამ.

მომზადებულია ren.tv-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება