მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი შურისძიება: აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს და დაწვეს
სასტიკი შურისძიება: აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს და დაწვეს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქა­ლაქ გა­ბა­ლა­ში, ად­გი­ლობ­რივ "გა­ბა­ლა­სა" და თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" გუ­შინ­დელ მატჩზე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე მი­სუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ერთ ჯგუფს ქონ­და პლა­კა­ტე­ბი ინ­გლი­სურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე: "Burchali is ancient Azerbaijan land" ("ბორ­ჩა­ლო უძ­ვე­ლე­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მი­წაა"); "Sarvan no Marneuli", "Bostandere No Rustavi" და "Choruk Gemerli! No Bolnisi!" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მატჩზე მი­სულ გულ­შე­მატ­კივ­რებს ეს პლა­კა­ტე­ბი პო­ლი­ცი­ამ ჩა­მო­არ­თვა.

ასე­ვე აზერ­ბა­ჯა­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ მატ­ჩის დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ქარ­თუ­ლი დრო­შა დაწ­ვეს, თუმ­ცა შე­სა­ბა­მის ვი­დეო ან ფოტო მა­სა­ლა ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა, გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზე ფე­ხე­ბით დგა­ნან.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უკავ­ში­რე­ბენ 2 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, "დი­ნა­მო თბი­ლი­სი"-"გა­ბა­ლას" თა­მა­შის დროს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კი­ვა­რებ­მა გა­მო­ფი­ნეს პლა­კა­ტი წარ­წე­რით - "ჩვენ გვახ­სოვს ზა­ქა­თა­ლა, კახი, 1921".

ამას­თან, 2 ივ­ლი­სის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო არა­ვის მის­ცემს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის უფ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ხალ­ხთან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია. მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ სა­ხელ­მწი­ფო არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, მსგავ­სი სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ჩრდი­ლი მი­ად­გეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ და მე­გო­ბარ აზერ­ბა­ი­ჯან­თან. მე უკვე მივ­მარ­თე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, შე­ის­წავ­ლოს, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებს და, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის გა­მოკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით",- ნათ­ქვა­მია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­მა­ტე­ბი­თი ვი­დე­ო­მა­სა­ლა:

გა­ბა­ლა-დი­ნა­მო (თბ) 2:0 - მშვი­დო­ბით, ევ­რო­პავ! [VIDEO+PHOTO]

sportall.ge

ომო­ნია-დი­ნა­მო (ბთ) 2:0 - ცალ­კა­რა, 11:0 და 20:1 [VIDEO]

sportall.ge

ცხინ­ვა­ლი-ბო­ტო­შა­ნი 1:3 - ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რად... [VIDEO]

sportall.ge

სასტიკი შურისძიება: აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს და დაწვეს

სასტიკი შურისძიება: აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს და დაწვეს

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისული აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: "Burchali is ancient Azerbaijan land" ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); "Sarvan no Marneuli", "Bostandere No Rustavi" და "Choruk Gemerli! No Bolnisi!" გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.

ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს, თუმცა შესაბამის ვიდეო ან ფოტო მასალა ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხებით დგანან.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".

ამასთან, 2 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს პროვოკაციული ქმედებების უფლებას, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

დამატებითი ვიდეომასალა:

გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]

sportall.ge

ომონია-დინამო (ბთ) 2:0 - ცალკარა, 11:0 და 20:1 [VIDEO]

sportall.ge

ცხინვალი-ბოტოშანი 1:3 - ყველაფერი ლოგიკურად... [VIDEO]

sportall.ge

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება

რამდენი საწოლია თავისუფალი კოვიდპაციენტებისთვის კლინიკებში - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

რომელ რეგიონში რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში - როგორია კორონავირუსით ინფიცირების გადანაწილება?