მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდ რაღაცებს ჩადიხართ": ვინ ლობირებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას - ვიდეომიმართვა სირიიდან ქართველებს და შს მინისტრის კომენტარი
"ცუდ რაღაცებს ჩადიხართ": ვინ ლობირებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას -  ვიდეომიმართვა სირიიდან ქართველებს და შს მინისტრის კომენტარი

პან­კი­სი­დან სი­რი­ა­ში მე­ომ­რე­ბის გამ­ზავ­რე­ბის შე­სა­ხებ "კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა" სკან­და­ლუ­რი მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს არის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას მთა­ვარ­მა მოწ­მემ გი­ორ­გი ბორ­ჩაშ­ვილ­მა მის­ცა და ასე­ვე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. საქ­მე, ძი­რი­თა­დად, სი­რი­ა­ში მე­ა­თე და მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის გამ­გზავ­რე­ბას ეხე­ბა. "კა­ხე­თის სა­ნი­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე ლა­პა­რა­კობს. გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლა მი­ა­წო­და, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა რომ პან­კი­სი­დან 2 სკო­ლის მოს­წავ­ლის სი­რი­ა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წას­ვლის თა­ო­ბა­ზე საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ შსს-ს კონ­ტრე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და პი­რა­დად ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დებს, რომ საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე, გი­ორ­გო ბორ­ჩაშ­ვი­ლი კონ­ტრე­ტო­რის­ტულ ცენ­ტრთან რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

"საქ­მის კურ­სში იყო კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე. კონ­ტრე­ტო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ იგეგ­მე­ბო­და სკო­ლის მოს­წავ­ლე ბავ­შვე­ბის გაგ­ზავ­ნა სი­რი­ა­ში და ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­ტრე­ტო­რის­ტულ ცენ­ტრს ჰქონ­და მა­ნამ­დე, ვიდ­რე მოხ­დე­ბო­და მათი გამ­გზავ­რე­ბა. პი­რა­დად ჩი­მა­კა­ძე არ­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ამ სა­კი­თხე­ბის ირ­გვლივ სა­სა­უბ­როდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, მათ შო­რის ბორ­ჩაშ­ვილს...

"კონ­ტრე­ო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა ეს უნდა აღ­კვე­თოს დრო­უ­ლად და არ უნდა და­ე­ლო­დოს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას", - აცხა­დებს გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში.

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბის ყო­ფი­ლი იმა­მია, რო­მე­ლიც შსს-მ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­რი­ა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად გამ­გზავ­რე­ბის ბრალ­დე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ერთი თვის წინ აიყ­ვა­ნა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­გი­ნა, რომ აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი სი­რია-ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით მო­ქა­ლა­ე­ებს იბი­რებ­და.

იმა­ში, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა მხო­ლოდ ერთი მე­სა­ზღვრის და­უ­დევ­რო­ბის ბრა­ლი არ იყო, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან ხე­ო­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენლს, მექა ხან­გოშ­ვილს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, იცოდ­ნენ თუ არა მოს­წავ­ლე­ე­ბის გეგ­მის შე­სა­ხებ შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა. თუმ­ცა ეჭვს უჩენს ის ფაქ­ტი, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი სა­ზღვარ­ზე უპ­რობ­ლე­მოდ გა­ა­ტა­რეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქის­ტი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს კვეთს, სა­ა­თო­ბით ხდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სკო­ლის მერ­ხი­დან, მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­ზღვარ­ზე გაშ­ვე­ბა ძა­ლი­ან დიდ ეჭ­ვებს ბა­დებს", - აცხა­დებს "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში მექა ხან­გოშ­ვი­ლი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა დღეს სი­რი­ა­ში მყო­ფი პან­კი­სი­ა­დან წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მარ­თვე­ბიც გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­ში მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი და რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი ჩა­ნან, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი იმა­მის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს რი­გებ­ში მო­სახ­ვედ­რად არა­ვინ დახ­მა­რე­ბი­ათ.

"ჩვენ გა­ვი­გეთ, რომ იქ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­ჭი­რეს და აწ­ვა­ლებ­დნენ ერთ მუს­ლიმ ძმას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ის ჩემი და ყვე­ლა მუს­ლი­მის ძმაა. ძა­ლი­ან ცუდ რა­ღა­ცებს ჩა­დი­ხართ. მისი და­ჭე­რის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლა ხალ­ხი გა­დაჰ­ყავ­სო, თქვენ ის ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნეთ, გე­ფი­ცე­ბით, ვინც ამ გზა­ზე გა­მოგ­ვიშ­ვა, არის ღმერ­თი და ნუ­რა­ვის სდებთ ბრალს და ნუ უქ­მნით ხალ­ხს პრობ­ლე­მებს", - აცხა­დე­ბენ ახალ­გარ­დზე­ბი.

ვი­დე­ოს შემ­დეგ მშობ­ლე­ბი ზედ­მეტ სა­უ­ბარს ერი­დე­ბი­ან.

ამი­ნათ წინ­წა­ლაშ­ვი­ლი, მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლის დედა:

- ჩვენ თვი­თონ ჩა­მო­ვე­დით, სხვებს ნუ აბ­რა­ლებ­თო. თვი­თონ კი ვერ წა­ვი­დო­და ეგ ნაღ­დად ვიცი. თბი­ლის­ში არ იყო ნამ­ყო­ფი.

თინა ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი, რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლის დედა:

- სკო­ლა­ში მი­დი­ო­და ბავ­შვი და იქე­დან სად მი­დი­ო­და და სად არა, ეგ უკვე აღარ ვიცი.

ახალ­გზარ­დე­ბის სი­რი­ა­ში წას­ვლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა. მა­რი­ამ ბორ­ჩაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მის შვილს ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ვად აკი­თხავ­დნენ და სი­რი­ა­ში გა­დას­ვლა­ში დახ­მა­რე­ბას თხოვ­დნენ.

მა­რი­ამ ბორ­ჩაშ­ვი­ლი:

- ის თურ­მე აბ­რალ­დებს ჩემს შილს სი­რი­ა­ში ბი­ჭე­ბის გაგ­ზავ­ნას. ამა­ში ჩემს შვილს არა­ვი­თა­რი ბრა­ლი არა აქვს. ტყუ­ი­ლად აბ­რა­ლებს.

აიუფ ბორ­ჩაშ­ვილ­თან ერ­თად შსს-მ ერთი თვის წინ თბი­ლის­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა 5 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა.

თე­მა­ზე "კუ­რი­ერ­თან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვახ­ტან გო­მე­ლა­ურ­მა. მი­ნის­ტრი უარ­ყოფს, რომ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ კონ­ტრე­ტო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ ჰქო­ნო­დათ, ისი­ნი მო­ახ­დენ­დნენ რე­ა­გი­რე­ბას და მოს­წავ­ლე­ებს სა­ზღვარ­ზე არ გა­უშ­ვებ­დნენ.

"მე ად­რეც გან­ვა­ცხა­დე, რომ არა­ერ­თხელ იყო მობ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ზღვრი­დან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, პან­კი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მისი მშობ­ლე­ბის იქ მი­კი­თხვით და წა­მოყ­ვა­ნით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გვცოდ­ნო­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ მი­დი­ოდ­ნენ, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფომრცია რომ გვქო­ნო­და, შე­ვა­ფერ­ხებ­დით, მი­თუ­მე­ტეს არას­რულ­წლო­ვანს არ გა­ვუშ­ვებ­დით. რა თქმა უნდა, გა­მოვ­რი­ცხავ ამ ფაქტს, ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

რაც შე­ე­ხე­ბა გელა მთივ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძეს, მან თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცუდ რაღაცებს ჩადიხართ": ვინ ლობირებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას - ვიდეომიმართვა სირიიდან ქართველებს და შს მინისტრის კომენტარი

"ცუდ რაღაცებს ჩადიხართ": ვინ ლობირებს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას -  ვიდეომიმართვა სირიიდან ქართველებს და შს მინისტრის კომენტარი

პანკისიდან სირიაში მეომრების გამზავრების შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" სკანდალური მასალა გამოაქვეყნა. ეს არის ჩვენება, რომელიც გამოძიებას მთავარმა მოწმემ გიორგი ბორჩაშვილმა მისცა და ასევე კონფიდენციალური წყაროს მიწოდებული ინფორმაცია. საქმე, ძირითადად, სირიაში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების გამგზავრებას ეხება. "კახეთის სანიფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მაღალჩინოსნებზე ლაპარაკობს. გელა მთივლიშვილი ყვება, რომ პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კონფიდენციალური მასალა მიაწოდა, საიდანაც ირკვევა რომ პანკისიდან 2 სკოლის მოსწავლის სირიაში საბრძოლველად წასვლის თაობაზე საქმის კურსში იყვნენ შსს-ს კონტრერორისტული ცენტრის ხელმძღვანელები და პირადად ცენტრის დირექტორი.

გელა მთივლიშვილი მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგო ბორჩაშვილი კონტრეტორისტულ ცენტრთან რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდა.

"საქმის კურსში იყო კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე. კონტრეტორისტული ცენტრისთვის ცნობილი იყო, რომ იგეგმებოდა სკოლის მოსწავლე ბავშვების გაგზავნა სირიაში და ეს ინფორმაცია კონტრეტორისტულ ცენტრს ჰქონდა მანამდე, ვიდრე მოხდებოდა მათი გამგზავრება. პირადად ჩიმაკაძე არერთხელ შეხვედრია პანკისის ხეობაში ამ საკითხების ირგვლივ სასაუბროდ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ბორჩაშვილს...

"კონტრეორისტულმა ცენტრმა ეს უნდა აღკვეთოს დროულად და არ უნდა დაელოდოს ახალი დანაშაულების ჩადენას", - აცხადებს გელა მთივლიშვილი "კურიერთან" საუბარში.

აიუფ ბორჩაშვილი პანკისის ხეობის ყოფილი იმამია, რომელიც შსს-მ სკოლის მოსწავლეების სირიაში საბრძოლველად გამგზავრების ბრალდებით სპეცოპერაციისას ერთი თვის წინ აიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დააგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელია საქართველოში და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაეებს იბირებდა.

იმაში, რომ სკოლის მოსწავლეების მიერ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთი მესაზღვრის დაუდევრობის ბრალი არ იყო, დარწმუნებულნი არიან ხეობაში.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლს, მექა ხანგოშვილს არ აქვს ინფორმაცია, იცოდნენ თუ არა მოსწავლეების გეგმის შესახებ შსს-ს მაღალჩინოსნებმა. თუმცა ეჭვს უჩენს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი საზღვარზე უპრობლემოდ გაატარეს.

"საქართველოს მოქალაქე ქისტი, როდესაც საქართველოს საზღვარს კვეთს, საათობით ხდება ამ ადამიანების გადამოწმება და არასრულწლოვანი ბავშვის სკოლის მერხიდან, მშობლების ნებართვის გარეშე საზღვარზე გაშვება ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს", - აცხადებს "რუსთავი 2"-თან საუბარში მექა ხანგოშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დღეს სირიაში მყოფი პანკისიადან წასული ახალგაზრდების მიმართვებიც გაავრცელა. ვიდეოში მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ჩანან, რომლებიც ყოფილი იმამის დაკავებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში მოსახვედრად არავინ დახმარებიათ.

"ჩვენ გავიგეთ, რომ იქ რაღაც ინფორმაციის საფუძველზე დაიჭირეს და აწვალებდნენ ერთ მუსლიმ ძმას. მადლობა ღმერთს, ის ჩემი და ყველა მუსლიმის ძმაა. ძალიან ცუდ რაღაცებს ჩადიხართ. მისი დაჭერის მიზეზი ყოფილა ხალხი გადაჰყავსო, თქვენ ის ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეთ, გეფიცებით, ვინც ამ გზაზე გამოგვიშვა, არის ღმერთი და ნურავის სდებთ ბრალს და ნუ უქმნით ხალხს პრობლემებს", - აცხადებენ ახალგარდზები.

ვიდეოს შემდეგ მშობლები ზედმეტ საუბარს ერიდებიან.

ამინათ წინწალაშვილი, მუსლიმ კუშტანაშვილის დედა:

- ჩვენ თვითონ ჩამოვედით, სხვებს ნუ აბრალებთო. თვითონ კი ვერ წავიდოდა ეგ ნაღდად ვიცი. თბილისში არ იყო ნამყოფი.

თინა ალხანაშვილი, რამზან ბაღაკაშვილის დედა:

- სკოლაში მიდიოდა ბავშვი და იქედან სად მიდიოდა და სად არა, ეგ უკვე აღარ ვიცი.

ახალგზარდების სირიაში წასვლის ორგანიზებაში აიუფ ბორჩაშვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულის დედა. მარიამ ბორჩაშვილის განმარტებით, მის შვილს ახალგაზრდები თავად აკითხავდნენ და სირიაში გადასვლაში დახმარებას თხოვდნენ.

მარიამ ბორჩაშვილი:

- ის თურმე აბრალდებს ჩემს შილს სირიაში ბიჭების გაგზავნას. ამაში ჩემს შვილს არავითარი ბრალი არა აქვს. ტყუილად აბრალებს.

აიუფ ბორჩაშვილთან ერთად შსს-მ ერთი თვის წინ თბილისში მაცხოვრებელი საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავა. საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 5 აგვისტოს გაიმართება.

თემაზე "კურიერთან" კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა. მინისტრი უარყოფს, რომ მსგავსი ინფორმაცია ჰქონდათ კონტრეტორისტული ცენტრის მაღალჩინოსნებს, რომ ჰქონოდათ, ისინი მოახდენდნენ რეაგირებას და მოსწავლეებს საზღვარზე არ გაუშვებდნენ.

"მე ადრეც განვაცხადე, რომ არაერთხელ იყო მობრუნებული საზღვრიდან ჩვენი მოქალაქე, პანკისის მაცხოვრებელი, მისი მშობლების იქ მიკითხვით და წამოყვანით. აქედან გამომდინარე, რომ გვცოდნოდა, ეს ადამიანები იქ მიდიოდნენ, დაზუსტებული ინფომრცია რომ გვქონოდა, შევაფერხებდით, მითუმეტეს არასრულწლოვანს არ გავუშვებდით. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ამ ფაქტს, ეს არასწორი ინფორმაციაა", - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება გელა მთივლიშვილის მიერ დასახელებულ ირაკლი ჩიმაკაძეს, მან თემასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ