პარტნიორები:

    მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტება

    მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტება

    112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 10 ივლისიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე კი მოსახლეობა სპეციალურად გაკეთებული შემოვლითი გზით ისარგებლებს.

    112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისში მოსული ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, გზის სასწრაფო რეაბილიტაცია გახდა საჭირო.

    საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოძრაობის ერთ-ერთი განმტვირთავი მარშრუტია და მისი დაკეტვა თბილისის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, სწორედ ამიტომ საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტაციის პროექტის დასრულებამდე შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, გზის მოწყობა კი თითქმის დასრულებულია.

    საბურთალოს რაიონის გამგებელის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა დაზიანებული გზის შეკეთება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ.

    გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია