სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი" - "კაზანტიპის" პრეზიდენტი ქართველებზე
"სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი" - "კაზანტიპის" პრეზიდენტი ქართველებზე

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში ალ­ბათ, არ­ცერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას არ მოჰ­ყო­ლია იმ­დე­ნი კა­მა­თი, რამ­დე­ნიც "კა­ზან­ტიპს" მოჰ­ყვა. ასე იყო თუ ისე, ფეს­ტი­ვა­ლი ანაკ­ლი­ა­ში მა­ინც ჩა­ტარ­და, სტუმ­რე­ბი მი­ვი­ღეთ და კი­დეც გა­ვის­ტუმ­რეთ, თუმ­ცა, რეს­პუბ­ლი­კა "კა­ზან­ტიპს" მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის იმ­დე­ნი მო­გე­ბა არ მო­უ­ტა­ნია, რამ­დენ­საც გეგ­მავ­დნენ. ამ დღე­ებ­ში კი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და "კა­ზან­ტი­პის" პრე­ზი­დენტ ნი­კი­ტა მარ­შუ­ნო­კის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს "საბ­რა­ლო და ვე­ლურ" ხალ­ხს უწო­დებს. მარ­შუ­ნო­კი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "კა­ზან­ტი­პის" ძეგლის აღე­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს და წერს:

"ცოტა ხნის წინ ქარ­თვე­ლებ­მა ანაკ­ლი­ა­ში "კა­ზან­ტი­პის" ძეგლი აი­ღეს. უც­ნა­უ­რია, რომ მათ კონ­კრე­ტუ­ლად ეს მო­ნუ­მენ­ტი აი­ღეს და არა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ ავა­შე­ნეთ...­ სა­სა­ცი­ლო, საბ­რა­ლო და ვე­ლუ­რი ხალ­ხი". (სტა­ტუ­სი 5 ივ­ლისს, 23:28 წუთ­ზეა და­წე­რი­ლი. ხ.ჩ.)

რო­გორც იტყვი­ან, ასეთ დროს კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც გა­დავ­წყვი­ტეთ ამის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი გაგ­ვე­გო:

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი, ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი: - მი­ჭირს უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბის თქმა, მაგ­რამ ამ ნი­კი­ტა მარ­შუ­ნოკს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­გი­ნებ­დი. ასე­თი უზ­ნეო ადა­მი­ა­ნე­ბის გამო ნერ­ვე­ბიც არ უნდა მო­ი­შა­ლო, მაგ­რამ გული რომ არ გით­მენს? თუმ­ცა, რა უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს? - ჩვენც ხომ გვყავს "პა­ტივ­ცე­მუ­ლი" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გვარ­წმუ­ნე­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი ქა­ჯე­ბი ხარ­თო? რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში კაცი კაც­ზე არ ქორ­წინ­დე­ბა და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა არ უნდა, ამი­ტო­მაც გვი­კი­ჟი­ნე­ბენ - ვე­ლუ­რე­ბი ხარ­თო. ვე­ნაც­ვა­ლე ჩვენს პრე­მი­ერს, კი ამ­ბო­ბენ, ჭკუ­ა­სე­ლი ეთ­ვალ­თმაქ­ცე­ბაო, მაგ­რამ რაც კარ­გია, უნდა ით­ქვას - მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და არ და­კა­ნონ­და ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა. უმ­ცი­რე­სო­ბის ინ­ტე­რე­სებს თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ, მაგ­რამ, უმ­რავ­ლე­სო­ბის ინ­ტე­რე­სებს ვინ და­ი­ცავს? ან რა­ტომ გვტე­ნი­ან ამ­დენ სა­ზი­ზღრო­ბას, ყვე­ლა­ფერს, რაც არ მოგ­ვწონს და ჩვე­ნი არ არის? ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ტო­ლე­რან­ტე­ბი კი არა, ზედ­მე­ტად ქედ­მაღ­ლე­ბი ვართ, რად­გან მე­ტის­მე­ტი თავ­მდაბ­ლო­ბა ზოგ­ჯერ ქედ­მაღ­ლო­ბის ნი­შა­ნი­ცაა. ოღონდ ქა­ჯე­ბი არ ვე­გო­ნოთ და ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვალთ, ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებთ. შენს ქვე­ყა­ნას რაც უხ­დე­ბა, ადა­მი­ან­მა ის უნდა აკე­თოს და არა ის, რაც სხვებს მოს­წონთ. პირ­ველ რიგ­ში ის უნდა ვი­ცო­დეთ, ჩვენს ერს რა სჭირ­დე­ბა, რომ არ გა­დაგ­ვარ­დეს და არ აღი­გა­ვოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა.

გია ბუ­ღა­ძე, მხატ­ვა­რი: - მე მგო­ნია, რომ ასე­თი ტი­პე­ბის­გან არც ქება უნდა გე­წყი­ნოს და არც - ძა­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ის ასე ფიქ­რობს, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ვე­ლუ­რე­ბი და სა­სა­ცი­ლო­ე­ბი ვგო­ნი­ვართ, მაგ­რამ ჩვენ ხომ არ აღ­ვიქ­ვამთ თავს სა­სა­ცი­ლო და საბ­რა­ლო ხალ­ხად? მე მგო­ნი - არა. ვფიქ­რობ, რომ არ ღირს ამ სი­ტყვებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ. ქარ­თველ ერს ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გი­ნე­ბე­ლიც ჰყო­ლია და მა­ქე­ბა­რიც, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი დაჰკლე­ბია. უბ­რა­ლოდ, ჩვენ უნდა ვი­ყოთ სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი, რომ არც არა­ვის გი­ნე­ბას ავ­ყვეთ და არც ქე­ბის გამო ვი­ყოთ აღტყი­ნე­ბულ-აღ­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი" - "კაზანტიპის" პრეზიდენტი ქართველებზე

"სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი" - "კაზანტიპის" პრეზიდენტი ქართველებზე

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ალბათ, არცერთ ღონისძიებას არ მოჰყოლია იმდენი კამათი, რამდენიც "კაზანტიპს" მოჰყვა. ასე იყო თუ ისე, ფესტივალი ანაკლიაში მაინც ჩატარდა, სტუმრები მივიღეთ და კიდეც გავისტუმრეთ, თუმცა, რესპუბლიკა "კაზანტიპს" მისი ორგანიზატორებისთვის იმდენი მოგება არ მოუტანია, რამდენსაც გეგმავდნენ. ამ დღეებში კი, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "კაზანტიპის" პრეზიდენტ ნიკიტა მარშუნოკის სიტყვები, რომელიც ქართველებს "საბრალო და ველურ" ხალხს უწოდებს. მარშუნოკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "კაზანტიპის" ძეგლის აღებას უარყოფითად აფასებს და წერს:

"ცოტა ხნის წინ ქართველებმა ანაკლიაში "კაზანტიპის" ძეგლი აიღეს. უცნაურია, რომ მათ კონკრეტულად ეს მონუმენტი აიღეს და არა ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ...­ სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი". (სტატუსი 5 ივლისს, 23:28 წუთზეა დაწერილი. ხ.ჩ.)

როგორც იტყვიან, ასეთ დროს კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამის შესახებ ქართველი ხელოვანების, ცნობილი ადამიანების აზრი გაგვეგო:

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი: - მიჭირს უწმაწური სიტყვების თქმა, მაგრამ ამ ნიკიტა მარშუნოკს დიდი სიამოვნებით ვაგინებდი. ასეთი უზნეო ადამიანების გამო ნერვებიც არ უნდა მოიშალო, მაგრამ გული რომ არ გითმენს? თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს? - ჩვენც ხომ გვყავს "პატივცემული" არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვარწმუნებენ, ქართველები ქაჯები ხართო? რადგან საქართველოში კაცი კაცზე არ ქორწინდება და ქართულ საზოგადოებას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ უნდა, ამიტომაც გვიკიჟინებენ - ველურები ხართო. ვენაცვალე ჩვენს პრემიერს, კი ამბობენ, ჭკუასელი ეთვალთმაქცებაო, მაგრამ რაც კარგია, უნდა ითქვას - მხარი არ დაუჭირა და არ დაკანონდა ჩვენს კონსტიტუციაში ერთსქესიანთა ქორწინება. უმცირესობის ინტერესებს თავგამოდებით იცავენ, მაგრამ, უმრავლესობის ინტერესებს ვინ დაიცავს? ან რატომ გვტენიან ამდენ საზიზღრობას, ყველაფერს, რაც არ მოგვწონს და ჩვენი არ არის? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენ ტოლერანტები კი არა, ზედმეტად ქედმაღლები ვართ, რადგან მეტისმეტი თავმდაბლობა ზოგჯერ ქედმაღლობის ნიშანიცაა. ოღონდ ქაჯები არ ვეგონოთ და ყველაფერზე წავალთ, ყველაფერს ვიღონებთ. შენს ქვეყანას რაც უხდება, ადამიანმა ის უნდა აკეთოს და არა ის, რაც სხვებს მოსწონთ. პირველ რიგში ის უნდა ვიცოდეთ, ჩვენს ერს რა სჭირდება, რომ არ გადაგვარდეს და არ აღიგავოს პირისაგან მიწისა.

გია ბუღაძე, მხატვარი: - მე მგონია, რომ ასეთი ტიპებისგან არც ქება უნდა გეწყინოს და არც - ძაგება. შეიძლება ის ასე ფიქრობს, შეიძლება მართლა ველურები და სასაცილოები ვგონივართ, მაგრამ ჩვენ ხომ არ აღვიქვამთ თავს სასაცილო და საბრალო ხალხად? მე მგონი - არა. ვფიქრობ, რომ არ ღირს ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ. ქართველ ერს ძალიან ბევრი მაგინებელიც ჰყოლია და მაქებარიც, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები, რომ არც არავის გინებას ავყვეთ და არც ქების გამო ვიყოთ აღტყინებულ-აღტაცებულები.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია