პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა
ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

კლუბ "ვი­ტა­მი­ნის" მე­ნე­ჯე­რი ლიკა კი­კი­ა­ნი მის საქ­მე­ზე გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დას­კვნას ეხ­მა­უ­რე­ბა და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მისი სი­მარ­თლე არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. კი­კი­ა­ნის საქ­მეს ცოტა ხნის წინ, შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, თუ დარ­ჩა და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი, საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ი­ძი­ოს.

ლიკა კი­კი­ა­ნი:

- შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო გე­ნინ­სპექ­ცი­ის დას­კვნა. თვა­ლებ­ში და­მიბ­ნელ­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს არ მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ ჩემ­თვის ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა. და­ხუ­რეს საქ­მე, რო­მე­ლიც არ არის და­სა­ხუ­რი და და­დეს ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ მოვ­ყა­ვარ ორ პო­ლი­ცი­ელს. ოცი პო­ლი­ცი­ე­ლი ხელს ვერ მომ­კი­დებ­და, იქვე ჩანს ბიჭი, რო­მე­ლიც მე­ქო­მა­გე­ბა. ამას თუ ვე­რა­ვინ ხე­დავს, და­უ­ნა­ხა­ვე­ბი ყო­ფი­ლან და მათ­თვის არაფ­რის დამ­ტკი­ცე­ბას არ ვა­პი­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში შეს­ვლის და გა­მოს­ვლის კად­რებს, გი­ნა­ხი­ათ ადა­მი­ა­ნი ბუნ­ტით შე­ვარ­დეს პო­ლი­ცი­ა­ში? ზე­მოთ პარ­კინგზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი არა­ვის უნა­ხავს და ისე ას­კვნი­ან ყვე­ლა­ფერს. 6 სა­ა­თი ვი­ყა­ვი კუს ტბა­ზე, მა­ტყუ­ებ­დნენ, მოგ­ცემთ კად­რებ­სო. მოგ­ვა­ტყუ­ეს და არ მომ­ცეს კად­რე­ბი. მი­თხრეს შსს-ს და გე­ნინ­სპექ­ცი­ის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მოგ­ცემ­თო, პატ­რუ­ლიც კი არ მო­ვი­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე.

- რა­ტომ არ გა­მო­ცხად­დით გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე?

- გე­ნინ­სპექ­ცი­ას არ უთ­ქვამს კონ­კრე­ტუ­ლი დრო, რო­დის უნდა მი­ვი­დე და­კი­თხვა­ზე. გუ­შინ სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ვე­სა­უბ­რე იმ პირს, ვინც და­მი­ბა­რა გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში და მი­თხრა, ჩვენ სულ აქ ვართ, როცა გინ­და მა­შინ მო­დიო. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სა­ი­ა­ში მის­ვლა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გამო და­ი­დო ის დას­კვნა; სად არის და­ნარ­ჩე­ნი კად­რე­ბი? არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას.

- ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მა­ი­სუ­რი არ არის და­ხე­უ­ლი...

- მე ვი­დე­ო­ში ვამ­ბობ გა­წევ-გა­მო­წე­ვა­ში მა­ი­სუ­რი შე­მომ­ძვრა-თქო, მა­შინ ვთქვი, თით­ქოს ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­შიც ეს მა­ი­სუ­რი მეც­ვა. აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ სას­წრა­ფოს გან­ცხა­დე­ბით. მუც­ლის მოვ­ლი­თი ტკი­ვი­ლე­ბი მკე­ცავ­და, ხე­ლით გა­მი­სინ­ჯეს მუ­ცე­ლი. მივ­ხვდი, პო­ლი­ცი­ას უყუ­რებ­და ეს სას­წრა­ფო და უარი ვთქვი მათ დახ­მა­რე­ბა­ზე. სას­წრა­ფოს ის ფურ­ცე­ლიც არ მო­უ­ცია, სა­დაც გა­მო­ძა­ხე­ბის და ჩი­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ წე­რია. პატ­რულ­მა მო­მა­წე­რი­ნა უბ­რა­ლოდ ხელი იმა­ზე, რომ არ მინ­დო­და სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბა.

- რა­ტომ და­ი­წყო ჩხუ­ბი კუს ტბა­ზე შენს ახ­ლო­ბელ ბი­ჭებს შო­რის?

- ის ბი­ჭე­ბი უბ­რა­ლოდ კა­მა­თობ­დნენ. და­წყნა­რე­ბუ­ლი იყო მდგო­მა­რე­ო­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რო­გორც კი შე­მო­ვარ­დნენ, ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ და წა­ვიდ­ნენ. ჩემი ამ­ბა­ვი მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბო­და, ის ბი­ჭე­ბი იქ რომ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

- თვითმხილ­ვე­ლი გყავთ?

- თვითმხილ­ვე­ლე­ბი არა­ფერს იძა­ხი­ან, ავ­ტო­სად­გო­მის ზედა ტე­რი­ტო­რია ცა­რი­ე­ლი იყო. ჩემი იმე­დი არის კა­მე­რე­ბი, რო­მელ­საც არა­ვინ მაძ­ლევს. სა­დაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მცემ­დნენ, თვითმხილ­ვე­ლე­ბი იქ არ იყ­ვნენ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ თქვენ ეკა კი­კი­ა­ნის და ხართ, ვის სახ­ლშიც ზუ­რაბ ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. ზოგი ცდი­ლობს, თქვე­ნი შემ­თხვე­ვა ჟვა­ნი­ას საქ­მეს და­უ­კავ­ში­როს, ადას­ტუ­რებთ თუ არა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- რა უნდა ვთქვა ამა­ზე? ჩემი დის იყო სახ­ლი, რო­მე­ლიც იქი­რა­ვეს და სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა ზუ­რაბ ჟვა­ნია. მა­შინ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და როცა მი­თხრეს, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, მახ­სოვს, ვი­ტი­რე. იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. წლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა რომ მო­მა­ყე­ნა, თურ­მე იმი­ტომ ვი­ღებ ხმას, რომ ეკა კი­კი­ა­ნის და ვარ. ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია, რად­გან ჩემს სახ­ლში ჟვა­ნია მოკ­ვდა, მე ხმა არ უნდა ამო­ვი­ღო, იმი­ტომ რომ იმ ამ­ბავს არ მი­ა­წე­რონ?! რა კავ­ში­რი უნდა ჰქონ­დეს ამას ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან, მის შვილ­თან ვი­ჩხუ­ბე, თუ მკვლელ­თან?

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ ბმუ­ლე­ბი:

იხი­ლეთ ვი­დეო: "შენ 20-ლა­რი­ა­ნი ვის და­უ­ძა­ხეო... ყელ­ში მწვდა და და­მაგ­დო"

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

    ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

    ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

    კლუბ "ვიტამინის" მენეჯერი ლიკა კიკიანი მის საქმეზე გენერალური ინსპექციის დასკვნას ეხმაურება და AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი სიმართლე არავის აინტერესებს. კიკიანის საქმეს ცოტა ხნის წინ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, თუ დარჩა დამატებითი კითხვები, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.

    ლიკა კიკიანი:

    - შეურაცხმყოფელი იყო გენინსპექციის დასკვნა. თვალებში დამიბნელდა, პოლიციელებს არ მოუყენებიათ ჩემთვის ასეთი შეურაცხყოფა. დახურეს საქმე, რომელიც არ არის დასახური და დადეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოვყავარ ორ პოლიციელს. ოცი პოლიციელი ხელს ვერ მომკიდებდა, იქვე ჩანს ბიჭი, რომელიც მექომაგება. ამას თუ ვერავინ ხედავს, დაუნახავები ყოფილან და მათთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. რაც შეეხება პოლიციაში შესვლის და გამოსვლის კადრებს, გინახიათ ადამიანი ბუნტით შევარდეს პოლიციაში? ზემოთ პარკინგზე გადაღებული კადრები არავის უნახავს და ისე ასკვნიან ყველაფერს. 6 საათი ვიყავი კუს ტბაზე, მატყუებდნენ, მოგცემთ კადრებსო. მოგვატყუეს და არ მომცეს კადრები. მითხრეს შსს-ს და გენინსპექციის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემთო, პატრულიც კი არ მოვიდა გამოძახებაზე.

    - რატომ არ გამოცხადდით გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე?

    - გენინსპექციას არ უთქვამს კონკრეტული დრო, როდის უნდა მივიდე დაკითხვაზე. გუშინ სახლიდან გასვლის წინ ვესაუბრე იმ პირს, ვინც დამიბარა გენინსპექციაში და მითხრა, ჩვენ სულ აქ ვართ, როცა გინდა მაშინ მოდიო. ამიტომ გადავწყვიტე საიაში მისვლა, პოლიციელების გადარჩენის გამო დაიდო ის დასკვნა; სად არის დანარჩენი კადრები? არ ვაპირებ გაჩერებას.

    - ვიდეოში ჩანს, რომ მაისური არ არის დახეული...

    - მე ვიდეოში ვამბობ გაწევ-გამოწევაში მაისური შემომძვრა-თქო, მაშინ ვთქვი, თითქოს ორსულად ვიყავი. ვიდეომიმართვაშიც ეს მაისური მეცვა. აღშფოთებული ვარ სასწრაფოს განცხადებით. მუცლის მოვლითი ტკივილები მკეცავდა, ხელით გამისინჯეს მუცელი. მივხვდი, პოლიციას უყურებდა ეს სასწრაფო და უარი ვთქვი მათ დახმარებაზე. სასწრაფოს ის ფურცელიც არ მოუცია, სადაც გამოძახების და ჩივილების შესახებ წერია. პატრულმა მომაწერინა უბრალოდ ხელი იმაზე, რომ არ მინდოდა სასწრაფოს დახმარება.

    - რატომ დაიწყო ჩხუბი კუს ტბაზე შენს ახლობელ ბიჭებს შორის?

    - ის ბიჭები უბრალოდ კამათობდნენ. დაწყნარებული იყო მდგომარეობა, პოლიციელები როგორც კი შემოვარდნენ, ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ჩემი ამბავი მონაგონი იქნებოდა, ის ბიჭები იქ რომ დარჩენილიყვნენ.

    - თვითმხილველი გყავთ?

    - თვითმხილველები არაფერს იძახიან, ავტოსადგომის ზედა ტერიტორია ცარიელი იყო. ჩემი იმედი არის კამერები, რომელსაც არავინ მაძლევს. სადაც პოლიციელები მცემდნენ, თვითმხილველები იქ არ იყვნენ.

    - სოციალურ ქსელში წერენ, რომ თქვენ ეკა კიკიანის და ხართ, ვის სახლშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. ზოგი ცდილობს, თქვენი შემთხვევა ჟვანიას საქმეს დაუკავშიროს, ადასტურებთ თუ არა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას?

    - რა უნდა ვთქვა ამაზე? ჩემი დის იყო სახლი, რომელიც იქირავეს და სადაც გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია. მაშინ სკოლაში დავდიოდი და როცა მითხრეს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, მახსოვს, ვიტირე. იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა. წლების შემდეგ პოლიციამ შეურაცხყოფა რომ მომაყენა, თურმე იმიტომ ვიღებ ხმას, რომ ეკა კიკიანის და ვარ. ეს სრული აბსურდია, რადგან ჩემს სახლში ჟვანია მოკვდა, მე ხმა არ უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ იმ ამბავს არ მიაწერონ?! რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამას ჟვანიას საქმესთან, მის შვილთან ვიჩხუბე, თუ მკვლელთან?

    თამარ ბოჭორიშვილი

    AMBEBI.GE

    მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

    იხილეთ ვიდეო: "შენ 20-ლარიანი ვის დაუძახეო... ყელში მწვდა და დამაგდო"

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია