სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რეფორმატორი მეფეები
საქართველოს რეფორმატორი მეფეები

ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, რო­მელ­თაც შინა თუ გარე მტრის­გან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­რეს. რე­ფორ­მა­ტორ მე­ფე­ებ­ზე და მათი გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ოთხმე­ზურს მივ­მარ­თეთ.

ფარ­ნა­ვაზ მეფე

ფარ­ნა­ვა­ზის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პით მო­წყო­ბა. იყო რვა სა­ე­რის­თაო და ერთი სას­პას­პე­ტო. ერის­თა­ვებს თა­ვი­ანთ სა­გან­მგებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მე­ფო ხარ­კის აკ­რეფ­ვა, ჯა­რის გა­მოყ­ვა­ნა და სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა ევა­ლე­ბო­დათ.

ფარ­ნა­ვა­ზის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია. ჩვე­ნი რე­ლი­გია ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე წარ­მარ­თუ­ლი იყო. ქვეყ­ნის რე­ლი­გი­უ­რი ტო­მობ­რი­ო­ბის დაძ­ლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ერ­თი­ა­ნი მთა­ვა­რი ღმერ­თი გახ­და არ­მა­ზი ანუ მთვა­რის ღვთა­ე­ბა, აღ­მო­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან შე­მო­სუ­ლი ღვთა­ე­ბა.

ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­ფო­ბა, თუმ­ცა მას კონ­კრე­ტუ­ლი რე­ფორ­მა არ გა­უ­ტა­რე­ბია. ვახ­ტან­გმა ქარ­თვე­ლი ერის კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნა. ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბით მოქ­მე­დებ­და, ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა ირა­ნელ­თა ქვე­შევ­რდო­მო­ბა­ში ყოფ­ნაც და შემ­დეგ ირა­ნელ­თა და ბი­ზან­ტი­ელ­თა და­პი­რის­პი­რე­ბაც.

ქარ­თლის სა­მე­ფო­ში, სა­დაც მაზ­დე­ა­ნო­ბა იქა­და­გე­ბო­და და ქრის­ტი­ა­ნო­ბა იდევ­ნე­ბო­და, ვახ­ტან­გმა პი­რი­ქით მო­ა­ხერ­ხა და ქრის­ტი­ა­ნო­ბას სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა, მაზ­დე­ან­თა ეპის­კო­პო­სი ცი­ხე­ში ჩა­აგ­დო, მერე კი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა.

ვახ­ტან­გის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სა­ეკ­ლე­სიო რე­ფორ­მა. მან მო­ა­ხერ­ხა ის, რომ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის მა­გივ­რად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ეკ­ლე­სიო ტახ­ტზე დაჯ­და პირ­ვე­ლი პატ­რი­არ­ქი პეტ­რე. ჩვენ­მა ეკ­ლე­სი­ამ კი ავ­ტო­კე­ფა­ლია მო­ი­პო­ვა.

ბაგ­რატ III

ბაგ­რატ მე­სა­მე ერ­თი­ა­ნი ფე­ო­და­ლუ­რი მო­ნარ­ქი­ის პირ­ვე­ლი მე­ფეა. ბაგ­რატ­მა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ბირ­თვი შექ­მნა. ამი­ტო­მაც იწო­დე­ბა ბაგ­რა­ტი "აფხაზ­თა, ქარ­თველ­თა, რან­თა და კა­თხა" მე­ფედ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სი­ტყვა­ში "აფხაზ­თა" მთლი­ა­ნად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო იგუ­ლის­ხმე­ბა.

ამ ერ­თი­ან ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა დას­ჭირ­და და რო­გორც ჩანს შექ­მნი­ლა ე.წ. ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის სა­მარ­თა­ლი. მას კუ­რა­პა­ლა­ტის ტი­ტუ­ლი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის­გან ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა სხვა­ნა­ირ მმარ­თვე­ლო­ბას მო­ი­თხოვ­და. შე­ი­ზღუ­და დიდი ერის­თა­ვის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ებს გა­ნა­გებ­დნენ და თა­ვი­ანთ თა­ვებს ფაქ­ტობ­რი­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლად თვლიდ­ნენ. ამას გარ­და, მის დროს ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრო­ბე­ლი ხდე­ბა კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და ერ­თი­ან­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია.

და­ვით IV აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი

ამ სი­ა­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს და მის რე­ფორ­მებს უკა­ვია. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­ვი­თის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო რე­ფორ­მა. მან შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი 20 ათა­სი­ა­ნი ჯარი. ასე­ვე იყო 20 ათა­სი­ა­ნი ფე­ო­და­ლუ­რი ლაშ­ქა­რი, და­ვითს ჰყავ­და თა­ვი­სი მონა-სპა - 5 ათას კა­ცი­ა­ნი სა­მე­ფო გვარ­დია, რო­მე­ლიც ყა­ზარ­მულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და და მხო­ლოდ მე­ფეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ასე­ვე იყ­ვნენ მე­ცი­ხოვ­ნე­ე­ბი, ვინც ციხე-ქა­ლა­ქებს იცავ­დნენ. სამ­ხედ­რო რე­ფორ­მა იმით დას­რულ­და, რომ და­ვით­მა 40 ათა­სი ყივ­ჩა­ღი ოჯა­ხი ჩა­მო­ა­სახ­ლა. თითო ოჯა­ხი­დან თითო მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნა და­ა­ვა­ლა, სა­ნაც­ვლოდ კი მი­წე­ბი და­უ­რი­გა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მის­ცა.

და­ვი­თის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა. ადრე ისე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, რომ გლეხს მე­ფის­თვის სი­ტყვა რომ მი­ე­წო­დე­ბი­ნა, ხეზე აძ­ვრე­ბოდ­ნენ და ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად მე­ფეს ისე უყ­ვი­როდ­ნენ. ეს სის­ტე­მა და­ვით­მა აა­წყო და სა­ა­ჯო კარი შექ­მნა, ანუ უმაღ­ლე­სი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო და ქვე­და ინ­სტან­ცი­ა­ში ვინც უკუ­მა­ყო­ფი­ლი იყო, შე­ეძ­ლო სა­ა­ჯო კარ­ში - უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ა­ში თა­ვი­სი სა­ჩი­ვა­რი მი­ე­ტა­ნა, სა­ა­ჯო კარს მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცეს-ჭყონ­დი­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ამ სხდო­მებს და­ვი­თიც ხში­რად ეს­წრე­ბო­და.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცეს-ჭყონ­დი­დე­ლის - ამ ორი თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. სა­მე­ფო დარ­ბა­ზი ფაქ­ტობ­რი­ვად და­ვი­თის დროს შე­იქ­მნა. მას მეფე თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ იწ­ვევ­და, როცა კი დას­ჭირ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა რუის-ურ­ბნი­სის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბას, ეს არ იყო სა­ეკ­ლე­სიო რე­ფორ­მა, ეს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ წე­სე­ბის აღ­დგე­ნა იყო, რო­მე­ლიც თუნ­დაც თურქ-სელ­ჩუკ­თა ბა­ტო­ნო­ბის შემ­დეგ მო­ი­შა­ლა. ეს იყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვით­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მსტო­ვარ­თა ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნა. მე­ფეს თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი ყველ­გან ჰყავ­და. მსტო­ვარ­თა ინ­სტი­ტუ­ტი ქვეყ­ნის გა­რე­თაც მოქ­მე­დებ­და და ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მე­ფის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ. ამი­ტო­მაც იყო, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­თვის დრო­ულ ნა­ბი­ჯებს დგამ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან იცო­და გარ­შე­მო რა ხდე­ბო­და.

ვახ­ტანგ VI

ვახ­ტანგ მე­ექ­ვსის დროს დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას. ეკ­ლე­სი­ას ფე­ო­და­ლე­ბის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი მი­წე­ბი და­უბ­რუნ­და. ვახ­ტან­გმა შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია შე­ეს­წავ­ლათ და ე.წ. ახა­ლი ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა შედ­გა. ვახ­ტან­გის დროს გა­იხ­სნა სტამ­ბა, იბეჭ­დე­ბო­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მის მხრივ ვახ­ტან­გის მოღ­ვა­წე­ო­ბა დიდი იყო.

ერეკ­ლე II

ერეკ­ლე მე­ო­რის დროს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის გზას და­ად­გა. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ერეკ­ლეს სურ­და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის გზა­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. იმ დროს ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო არა ირა­ნე­ლებ­თან ან ყი­ზილ­ბა­შებ­თან და ოს­მა­ლებ­თან ბრძო­ლა, იმა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მოგ­ვი­ტა­ნა ე.წ. ლე­კი­ა­ნო­ბამ. ლე­კე­ბი კავ­კა­სი­ო­ნის ვიწ­რო გად­მო­სას­ვლე­ლე­ბი­დან ღამე გად­მო­დი­ოდ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ჩუ­მად ეს­ხმოდ­ნენ თავს და აწი­ო­კებ­დნენ.

ერეკ­ლემ მე­ფემ მო­რი­გე ჯარი შექ­მნა, რომ­ლე­ბიც სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში გან­ლაგ­დნენ და ლე­კე­ბის შე­მო­ტე­ვის დროს ხალ­ხს იცავ­დნენ. მარ­თა­ლია ისი­ნი ლე­კე­ბის თავ­დას­ხმას თა­ვი­დან ვერ იცი­ლებ­დნენ, მაგ­რამ რო­დე­საც ლე­კე­ბი ტყვე­ე­ბით და ნა­დავ­ლით უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მო­რი­გე ჯარი მათ ეწე­ო­და და ნა­დავლსა და ტყვე­ებს უკან იხ­სნიდ­ნენ. ლე­კებს დარ­ბე­ვის სურ­ვი­ლი თან­და­თა­ნო­ბით გა­უქ­რათ, თუმ­ცა მო­რი­გე ჯარს ლე­ვან ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი მე­თა­უ­რობ­და, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა და მო­რი­გე ჯარი თან­და­თან მო­ი­შა­ლა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

საქართველოს რეფორმატორი მეფეები

საქართველოს რეფორმატორი მეფეები

ქვეყნის ისტორიაში იყვნენ მეფეები, რომელთაც შინა თუ გარე მტრისგან დაუძლურებული საქართველოს განვითარების გზაზე დასაყენებლად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს. რეფორმატორ მეფეებზე და მათი გატარებული რეფორმების შესახებ სასაუბროდ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს მივმართეთ.

ფარნავაზ მეფე

ფარნავაზის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის სამხედრო-ადმინისტრაციული პრინციპით მოწყობა. იყო რვა საერისთაო და ერთი სასპასპეტო. ერისთავებს თავიანთ საგანმგებლო ტერიტორიაზე სამეფო ხარკის აკრეფვა, ჯარის გამოყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება ევალებოდათ.

ფარნავაზის სახელს უკავშირდება რელიგიური ცენტრალიზაცია. ჩვენი რელიგია ქრისტიანობამდე წარმართული იყო. ქვეყნის რელიგიური ტომობრიობის დაძლევა აუცილებელი იყო და ერთიანი მთავარი ღმერთი გახდა არმაზი ანუ მთვარის ღვთაება, აღმოსავლური სამყაროდან შემოსული ღვთაება.

ვახტანგ გორგასალი

ძალიან მნიშვნელოვანია ვახტანგ გორგასლის მეფობა, თუმცა მას კონკრეტული რეფორმა არ გაუტარებია. ვახტანგმა ქართველი ერის კონსოლიდაცია მოახდინა. ის დიპლომატიური გზებით მოქმედებდა, ქვეყნის სასარგებლოდ ძალიან კარგად გამოიყენა ირანელთა ქვეშევრდომობაში ყოფნაც და შემდეგ ირანელთა და ბიზანტიელთა დაპირისპირებაც.

ქართლის სამეფოში, სადაც მაზდეანობა იქადაგებოდა და ქრისტიანობა იდევნებოდა, ვახტანგმა პირიქით მოახერხა და ქრისტიანობას სრული თავისუფლება მისცა, მაზდეანთა ეპისკოპოსი ციხეში ჩააგდო, მერე კი ქვეყნიდან გააძევა.

ვახტანგის სახელს უკავშირდება საეკლესიო რეფორმა. მან მოახერხა ის, რომ მთავარეპისკოპოსის მაგივრად საქართველოს საეკლესიო ტახტზე დაჯდა პირველი პატრიარქი პეტრე. ჩვენმა ეკლესიამ კი ავტოკეფალია მოიპოვა.

ბაგრატ III

ბაგრატ მესამე ერთიანი ფეოდალური მონარქიის პირველი მეფეა. ბაგრატმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ძირითადი ბირთვი შექმნა. ამიტომაც იწოდება ბაგრატი "აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კათხა" მეფედ. ამ შემთხვევაში, სიტყვაში "აფხაზთა" მთლიანად დასავლეთ საქართველო იგულისხმება.

ამ ერთიან ქვეყანას ერთიანი სამართლებრივი სისტემა დასჭირდა და როგორც ჩანს შექმნილა ე.წ. ბაგრატ კურაპალატის სამართალი. მას კურაპალატის ტიტული ბიზანტიის იმპერიისგან ჰქონდა მინიჭებული. ქვეყანა სხვანაირ მმართველობას მოითხოვდა. შეიზღუდა დიდი ერისთავის უფლებები, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიებს განაგებდნენ და თავიანთ თავებს ფაქტობრივად დამოუკიდებლად თვლიდნენ. ამას გარდა, მის დროს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ხდება კათალიკოს-პატრიარქი და ერთიანდება აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართული ეკლესია.

დავით IV აღმაშენებელი

ამ სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი დავით აღმაშენებელს და მის რეფორმებს უკავია. პირველ რიგში, აღსანიშნავია დავითის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმა. მან შექმნა საქართველოს მუდმივი 20 ათასიანი ჯარი. ასევე იყო 20 ათასიანი ფეოდალური ლაშქარი, დავითს ჰყავდა თავისი მონა-სპა - 5 ათას კაციანი სამეფო გვარდია, რომელიც ყაზარმულ ცხოვრებას ეწეოდა და მხოლოდ მეფეს ექვემდებარებოდა. ასევე იყვნენ მეციხოვნეები, ვინც ციხე-ქალაქებს იცავდნენ. სამხედრო რეფორმა იმით დასრულდა, რომ დავითმა 40 ათასი ყივჩაღი ოჯახი ჩამოასახლა. თითო ოჯახიდან თითო მებრძოლის გამოყვანა დაავალა, სანაცვლოდ კი მიწები დაურიგა და საცხოვრებელი მისცა.

დავითის სახელთან არის დაკავშირებული სასამართლო რეფორმა. ადრე ისეთი ვითარება იყო, რომ გლეხს მეფისთვის სიტყვა რომ მიეწოდებინა, ხეზე აძვრებოდნენ და ყურადღების მისაქცევად მეფეს ისე უყვიროდნენ. ეს სისტემა დავითმა ააწყო და სააჯო კარი შექმნა, ანუ უმაღლესი სააპელაციო სასამართლო და ქვედა ინსტანციაში ვინც უკუმაყოფილი იყო, შეეძლო სააჯო კარში - უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში თავისი საჩივარი მიეტანა, სააჯო კარს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და ამ სხდომებს დავითიც ხშირად ესწრებოდა.

მნიშვნელოვანი იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის - ამ ორი თანამდებობის გაერთიანება. სამეფო დარბაზი ფაქტობრივად დავითის დროს შეიქმნა. მას მეფე თავისი შეხედულებისამებრ იწვევდა, როცა კი დასჭირდებოდა. რაც შეეხება რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, ეს არ იყო საეკლესიო რეფორმა, ეს ეკლესიაში იმ წესების აღდგენა იყო, რომელიც თუნდაც თურქ-სელჩუკთა ბატონობის შემდეგ მოიშალა. ეს იყო თანამშრომლობა დავითსა და ეკლესიას შორის.

მნიშვნელოვანია ასევე მსტოვართა ინსტიტუტის შექმნა. მეფეს თავისი ინფორმატორები ყველგან ჰყავდა. მსტოვართა ინსტიტუტი ქვეყნის გარეთაც მოქმედებდა და ისინი ვალდებულები იყვნენ მეფისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მიმდინარე ამბები მიეწოდებინათ. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი ყოველთვის დროულ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო მიმართულებით, რადგან იცოდა გარშემო რა ხდებოდა.

ვახტანგ VI

ვახტანგ მეექვსის დროს დიდი ყურადღება ექცევა სწავლა-განათლებას. ეკლესიას ფეოდალების მიერ მიტაცებული მიწები დაუბრუნდა. ვახტანგმა შექმნა სპეციალური კომისია, რომ საქართველოს ისტორია შეესწავლათ და ე.წ. ახალი ქართლის ცხოვრება შედგა. ვახტანგის დროს გაიხსნა სტამბა, იბეჭდებოდა სახელმძღვანელოები. კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმის მხრივ ვახტანგის მოღვაწეობა დიდი იყო.

ერეკლე II

ერეკლე მეორის დროს საქართველო ევროპეიზაციის გზას დაადგა. ბევრი აღნიშნავდა, რომ ერეკლეს სურდა საქართველო ევროპის გზაზე დაეყენებინა. იმ დროს ჩვენი მთავარი პრობლემა იყო არა ირანელებთან ან ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლა, იმაზე არანაკლები ზიანი მოგვიტანა ე.წ. ლეკიანობამ. ლეკები კავკასიონის ვიწრო გადმოსასვლელებიდან ღამე გადმოდიოდნენ, მოსახლეობას ჩუმად ესხმოდნენ თავს და აწიოკებდნენ.

ერეკლემ მეფემ მორიგე ჯარი შექმნა, რომლებიც სასაზღვრო რაიონებში განლაგდნენ და ლეკების შემოტევის დროს ხალხს იცავდნენ. მართალია ისინი ლეკების თავდასხმას თავიდან ვერ იცილებდნენ, მაგრამ როდესაც ლეკები ტყვეებით და ნადავლით უკან ბრუნდებოდნენ, მორიგე ჯარი მათ ეწეოდა და ნადავლსა და ტყვეებს უკან იხსნიდნენ. ლეკებს დარბევის სურვილი თანდათანობით გაუქრათ, თუმცა მორიგე ჯარს ლევან ბატონიშვილი მეთაურობდა, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და მორიგე ჯარი თანდათან მოიშალა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, "ქარვასლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება

15 თებერვლამდე ნალექი, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები