ეკა ზღულაძე შესაძლოა, უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნოს

ეკა ზღულაძე შესაძლოა, უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნოს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შესაძლოა, უკრაინის ახალი საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნოს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა.

"ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება, რომ ამ სამსახურს ეკატერინე ზღულაძე ჩაუდგეს სათავეში. თუმცა, მეორე მხრივ არის სხვა ფაქტორებიც, მისი სურვილი და ასევე ის, რომ ჩვენს სისტემას მისი ცოდნა სხვა რეფორმების გატარებისთვის სჭირდება. ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ", - აღნიშნა ავაკოვმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით დაახლოებით სამ თვეში მიიღებენ. 2 ივლისს უკრაინის რადამ მიიღო კანონი პოლიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ახალმა პოლიციამ ძველი უნდა ჩაანაცვლოს. ამასთან, ახალი საპატრულო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება. თუმცა, აღნიშნულ კანონს ძალაში შესვლის მიზნით ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უნდა მოაწეროს ხელი. ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ის უკრაინაში პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა