ვის არ მოსწონს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების არსებობა საქართველოში?

ვის არ მოსწონს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების არსებობა საქართველოში?

ვინც თბილისურ საცობში ერთხელ მაინც მოხვედრილა, ბუნებრივია ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას. ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით კონსულტაციების გამართვა აუცილებელია. ამავე დროს, ქალაქის მერი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვასაც არ გამორიცხავს. მერის აზრით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მოძრაობა აკრძალულია, რადგან ისინი მოძრაობას აფერხებენ.

ნარმანიას ინიციატივას ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, განსაკუთრებით მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელთა მხრიდან. თუმცა არსებობს ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ ეს გონივრული მოსაზრებაა, საზოგადოების მეორე ნაწილის აზრით კი, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვა აბსურდული და გაუაზრებელი ნაბიჯი იქნება. ამ თვალსაზრისს ეთანხმება "ეკოტრასპორტცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

- დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ ამ საკითხის წამოწევა მოძრაობის განმუხტვის მიზნით ხდება, რაც საერთოდ აბსურდია იმიტომ, რომ მოძრაობის განმუხტვასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები კავშირში საერთოდ არ არის. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც თბილისში გადაადგილება ჭირს: გაუმართავი მანქანები, მძღოლების დაუდევრობა, მათ მიერ კანონის დარღვევა, გაუმართავი საგზაო ნიშნები, სერვისები და ა.შ... ყველაზე მთავარი კი, ავტომობილების ჭარბი რაოდენობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ამ სიტუაციაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბრალეულობა 0,1 პროცენტიც კი არ არის. სწორედ გაუმართავი ავტომობილების უწესრიგო მოძრაობა ქმნის იმ ქაოსს, რაც დღეს თბილისში ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა. ყურადღების გადატანა იმაზე, რომ ყველაფერში დამნაშავე მარჯვენა საჭეა, აბსურდია.

- თუ არსებობს მონაცემები, რამდენი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დადის დღეს საქართველოში?

- დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში 200 ათასი მარჯვენასაჭიანი ავტომობილია, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონიიდან შემოტანილი ავტომობილები ღირსეულ კონკრენციას უწევენ ევროპიდან და ამერიკიდან შემოტანილ მანქანებს, რატომ? - იმიტომ, რომ იაპონური ავტომანქანები ძალზე ხშირად უფრო ახალი, ეკონომიური და უსაფრთხოა, ამავე დროს, შედარებით იაფიც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია