პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას არის სოდომ-გომორული ცოდვა? - მამა ილია ვაშაკიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს
რას არის სოდომ-გომორული ცოდვა? - მამა ილია ვაშაკიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­დო­მურ ცოდ­ვებ­ზე ესა­უბ­რე­ბა და საკ­მა­ოდ ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რელ­ნო, ორი სი­ტყვით მინ­და გე­სა­უბ­როთ სო­დო­მურ ცოდ­ვებ­ზე, რად­გა­ნაც ამ ბოლო დროს გახ­შირ­და სა­ერ­თოდ სო­დომ­ზე და სო­დო­მურ ცოდ­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სა და სქე­სობ­რი­ვი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბის კუ­თხით.. სო­დო­მია, რო­გორც ასე­თი მხო­ლოდ მა­მათ­მავ­ლო­ბა, მე­ძა­ვო­ბა და მრუ­შო­ბა არაა..

სო­დო­მი არა მხო­ლოდ სქე­სობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლით იწყე­ბა, იგი იწყე­ბა პირ­ველ რიგ­ში უსიყ­ვა­რუ­ლო­ბით, სიც­რუ­ით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მით, სათ­ნო საქ­მე­ე­ბის უკე­თუ­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბით, ერ­თმა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბით, ქრის­ტი­ა­ნულ თუ ადა­მი­ა­ნურ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე, კრი­მი­ნალ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვით, მკვლელ­თა გა­მარ­თლე­ბით, უდა­ნა­შა­უ­ლო­თა დას­ჯით.. გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა სო­დო­მი­ის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა და არა ერ­თა­დერ­თი პირ­ვე­ლი.. ვიდ­რე სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბამ­დე მი­ვი­დო­დეთ, უნდა აღვკვე­თოთ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი..

შე­იძ­ლე­ბა სქე­სობ­რი­ვად სწო­რად ცხოვ­რობ­დეს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ იყოს უსა­მარ­თლო მო­სა­მარ­თლე, წო­ნა­ში მომ­ტყუ­ე­ბე­ლი ვაშ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი, ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი, მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბის მომ­ხრე.. ამ სტა­ტუს­ში ნახ­სე­ნე­ბი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ხა­სი­ა­თის სო­დო­მუ­რი მო­მენ­ტე­ბი რომ ამო­ვი­ღოთ, სხვა და­ნარ­ჩე­ნი უს­ჯუ­ლო­ე­ბე­ბი რომ დავ­ტო­ვოთ, განა ისევ სო­დომ­ში არ გვი­წევს ცხოვ­რე­ბა?? რა­მე­თუ თქმულ არს: "რო­მელ­მან გი­თხრა არა იპა­რო, მან­ვე გი­თხრა არ იც­რუო.. რო­მელ­მან გი­თხრა არ იც­რუო, მან­ვე გი­თხრა არ იმ­რუ­შო".. უს­ჯუ­ლო­ე­ბი­თა და უსა­მარ­თლო­ბით, უსა­მარ­თლო სა­მარ­თლით იწყე­ბა სო­დო­მი.. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხრწნას იწ­ვევს, რაც გა­უ­კუღ­მარ­თე­ბე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა, მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბე­ბით..

სო­დომ­ში ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას კი არ აპი­რებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, არა­მედ მარ­თალ­თა აღ­მო­ჩე­ნას.. ეს მო­მენ­ტი არა­ნაკ­ლე­ბად ყუ­რადსა­ღე­ბია.. მეტ­საც გე­ტყვით, ეს არის ღერ­ძი მთლი­ა­ნად ამ სა­კი­თხი­სა - ძებ­ნა მარ­თალ­თა და არა ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ალ­თა.. აი, ამის თქმა მინ­დო­და სულ.. ამ­ჯე­რად და­ვამ­თავ­რებ ამ სტა­ტუსს.. გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა..

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ.. მო­მიხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში.." - წერს ილია ვა­შა­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას არის სოდომ-გომორული ცოდვა? - მამა ილია ვაშაკიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს

რას არის სოდომ-გომორული ცოდვა? - მამა ილია ვაშაკიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" გვერდზე საზოგადოებას სოდომურ ცოდვებზე ესაუბრება და საკმაოდ ვრცელ განმარტებას აკეთებს:

"ქრისტესმიერ საყვარელნო, ორი სიტყვით მინდა გესაუბროთ სოდომურ ცოდვებზე, რადგანაც ამ ბოლო დროს გახშირდა საერთოდ სოდომზე და სოდომურ ცოდვებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი ცხოვრებისა და სქესობრივი გაუკუღმართების კუთხით.. სოდომია, როგორც ასეთი მხოლოდ მამათმავლობა, მეძავობა და მრუშობა არაა..

სოდომი არა მხოლოდ სქესობრივი სიყვარულით იწყება, იგი იწყება პირველ რიგში უსიყვარულობით, სიცრუით, სამართლიანობაზე უსამართლობის ზეიმით, სათნო საქმეების უკეთურებით ჩანაცვლებით, ერთმანეთის გაუტანლობით, ქრისტიანულ თუ ადამიანურ დანაშაულებებზე, კრიმინალზე თვალის დახუჭვით, მკვლელთა გამართლებით, უდანაშაულოთა დასჯით.. გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრება სოდომიის ერთ-ერთი სახეობაა და არა ერთადერთი პირველი.. ვიდრე სქესობრივ ცხოვრებამდე მივიდოდეთ, უნდა აღვკვეთოთ ყოველივე ზემოთ ხსენებული..

შეიძლება სქესობრივად სწორად ცხოვრობდეს ადამიანი, მაგრამ იყოს უსამართლო მოსამართლე, წონაში მომტყუებელი ვაშლის გამყიდველი, ცილისმწამებელი, მართალი ადამიანის ლინჩის წესით გასამართლების მომხრე.. ამ სტატუსში ნახსენები სქესობრივი ცხოვრების ხასიათის სოდომური მომენტები რომ ამოვიღოთ, სხვა დანარჩენი უსჯულოებები რომ დავტოვოთ, განა ისევ სოდომში არ გვიწევს ცხოვრება?? რამეთუ თქმულ არს:  "რომელმან გითხრა არა იპარო, მანვე გითხრა არ იცრუო.. რომელმან გითხრა არ იცრუო, მანვე გითხრა არ იმრუშო".. უსჯულოებითა და უსამართლობით, უსამართლო სამართლით იწყება სოდომი.. ეს საზოგადოების ხრწნას იწვევს, რაც გაუკუღმართებებით გვირგვინდება, მათ შორის სექსუალური გაუკუღმართებებით..

სოდომში ჰეტეროსექსუალების აღმოჩენას კი არ აპირებდნენ მის გადასარჩენად, არამედ მართალთა აღმოჩენას.. ეს მომენტი არანაკლებად ყურადსაღებია.. მეტსაც გეტყვით, ეს არის ღერძი მთლიანად ამ საკითხისა - ძებნა მართალთა და არა ჰეტეროსექსუალთა.. აი, ამის თქმა მინდოდა სულ.. ამჯერად დავამთავრებ ამ სტატუსს.. გაგრძელება იქნება..

ღმერთმა დაგლოცოთ.. მომიხსენიეთ ლოცვებში.." - წერს ილია ვაშაკიძე.

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

"ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო"

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტბაზე სტუმრობისგან" - ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს