პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”აღიაროს სახელმწიფომ, რომ წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში” - სტიქიის მსხვერპლის ძმა პრემიერს მიმართავს
”აღიაროს სახელმწიფომ, რომ წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში” - სტიქიის მსხვერპლის ძმა პრემიერს მიმართავს

13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის ღა­მეს გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს. გა­ბი­ტაშ­ვი­ლე­ბი იმის დად­გე­ნას მო­ი­თხო­ვენ, ჩა­ი­დი­ნა თუ არა სა­ხელ­მწი­ფომ და­ნა­შა­უ­ლი. პრე­ტენ­ზი­ის ად­რე­სა­ტი შსს-ა, რად­გან სტი­ქი­ის ღა­მეს ე.წ. ახა­ლი გზა არ გა­და­ი­კე­ტა. 25 წლის ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ძმის­შვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვი­საც იბ­რძვის და მარ­ჩე­ნა­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის დად­გე­ნას პრე­მი­ერს თხოვს.

"გზა რომ გა­და­კე­ტი­ლი­ყო და ამ გა­ზა­ზე არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო ჩემი ძმა, გა­დარ­ჩე­ბო­და. მი­თხრან გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, რომ ჩემ­მა ძმამ თავი მო­იკ­ლა ან უნდა აღი­ა­როს სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი. რო­მელ სქტრუქ­ტუ­რას რა წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემი ძმის დახ­რჩო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ას, ვთვლი, რომ თან­ხა უნდა გა­ნი­სა­ზღვროს იმის მი­ხედ­ვით, ხელ­ფა­სის რა რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებ­და ის, სა­ნამ ბავ­შვე­ბი 18 წელს მი­აღ­წევ­დნენ", - აცხა­დებს "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი.

გა­ბი­ტაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლის შე­სა­ტა­ნად ემ­ზა­დე­ბა. ახალ­და­ბა­ში მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის, სვა­ნი­ძის ქუ­ჩის დატ­ბორ­ვი­სა და 112-ში შე­სუ­ლი ზა­რე­ბის შემ­დეგ გა­ბი­ტაშ­ვი­ლის თქმით, საკ­მა­რი­სი დრო იყო იმის­თვის, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს გზა გა­და­ე­კე­ტათ. ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვით გა­ბი­ტაშ­ვი­ლი ახალ გზა­ზე პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე მოხდვა კავ­ში­რი კი მას­თან 12 სა­ათ­სა და 46 წუთ­ზე გა­წყდა.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ვიცე-პრე­მი­ე­რიც სა­უბ­რობს, თუმ­ცა კა­ლა­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, კი­თხვა­ზე რა­ტომ არ მოხ­და ახა­ლი გზი­სა გა­და­კეტ­ვა მას "კუ­რი­ერ­თან" ასე­თი პა­სუ­ხი აქვს:

"თქვენ გაქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, თქვენ წარ­მო­ად­გენთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ამ ფაქტს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა რად­გან იქ სა­უ­ბა­რია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ე­ტ­ქებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა სტი­ქი­ის დროს იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს".

ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის წეს­ში და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებ­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არ არის, თუმ­ცა მმარ­თვე­ლი გუნ­დის გან­ცხა­დე­ბით, სა­კითხს მე­ო­რე ეტაპ­ზე მი­უბ­რუნ­დე­ბი­ან და ანა­ზღა­ურ­დე­ბა მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც.

”აღიაროს სახელმწიფომ, რომ წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში” - სტიქიის მსხვერპლის ძმა პრემიერს მიმართავს

”აღიაროს სახელმწიფომ, რომ წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში” - სტიქიის მსხვერპლის ძმა პრემიერს მიმართავს

13 ივნისის სტიქიის ღამეს გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს. გაბიტაშვილები იმის დადგენას მოითხოვენ, ჩაიდინა თუ არა სახელმწიფომ დანაშაული. პრეტენზიის ადრესატი შსს-ა, რადგან სტიქიის ღამეს ე.წ. ახალი გზა არ გადაიკეტა. 25 წლის ლაშა გაბიტაშვილი მცირეწლოვანი ძმისშველების უფლებებისთვისაც იბრძვის და მარჩენალის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის კომპენსაციის დადგენას პრემიერს თხოვს.

"გზა რომ გადაკეტილიყო და ამ გაზაზე არ ჩამოსულიყო ჩემი ძმა, გადარჩებოდა. მითხრან გამოძიების შედეგად, რომ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა ან უნდა აღიაროს სახელმწიფომ თავისი დანაშაული. რომელ სქტრუქტურას რა წვლილი მიუძღვის ჩემი ძმის დახრჩობაში.

რაც შეეხება კომპენსაციას, ვთვლი, რომ თანხა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, ხელფასის რა რაოდენობას მიიღებდა ის, სანამ ბავშვები 18 წელს მიაღწევდნენ", - აცხადებს "კურიერთან" საუბარში ლაშა გაბიტაშვილი.

გაბიტაშვილი პროკურატურაში სარჩელის შესატანად ემზადება. ახალდაბაში მეწყერის ჩამოწოლის, სვანიძის ქუჩის დატბორვისა და 112-ში შესული ზარების შემდეგ გაბიტაშვილის თქმით, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებს გზა გადაეკეტათ. ბოლო სატელეფონო ზარების მიხედვით, დავით გაბიტაშვილი ახალ გზაზე პირველის ნახევარზე მოხდვა კავშირი კი მასთან 12 საათსა და 46 წუთზე გაწყდა.

გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ვიცე-პრემიერიც საუბრობს, თუმცა კალაძე წინა ხელისუფლებაზე მიუთითებს, კითხვაზე რატომ არ მოხდა ახალი გზისა გადაკეტვა მას "კურიერთან" ასეთი პასუხი აქვს:

”თქვენ გაქვთ პოლიტიკური ინტერესები, თქვენ წარმოადგენთ ”ნაციონალურ მოძრაობას”. ამ ფაქტს აუცილებლად სჭირდება გამოძიება რადგან იქ საუბარია, რომ წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულმა პროეტქებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა სტიქიის დროს იქ მცხოვრებ ადამიანებს”.

ზარალის ანაზღაურების წესში დაღუპულების ოჯახებზე საუბარი საერთოდ არ არის, თუმცა მმართველი გუნდის განცხადებით, საკითხს მეორე ეტაპზე მიუბრუნდებიან და ანაზღაურდება მანქანის ღირებულებაც.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული