კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა გიორგი: "უწესო დედათა" მოყვარული თუ პროგრესული მეფე?
ლაშა გიორგი: "უწესო დედათა" მოყვარული თუ პროგრესული მეფე?

გი­ორ­გი მე­ო­თხეს ანუ ლაშა გი­ორ­გის შე­სა­ხებ, ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი თუ "უწე­სო დე­და­თა მოყ­ვა­რუ­ლად" ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­მელ­მაც გა­თხო­ვი­ლი ქალი ქმარს წაჰგვა­რა და სა­სახ­ლე­ში და­ის­ვა, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­კო­სე­ბი ლაშა-გი­ორ­გი­ზე, რო­გორც და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და მას­ში კარ­გი თვი­სე­ბე­ბის და­ნახ­ვა არ უჭირთ.

სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი გვან­ცა აბ­და­ლა­ძე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის რამ­დე­ნი­მე ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლაშა-გი­ორ­გის პროგ­რე­სულ მე­ფედ ახა­სი­ა­თებს.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით ლაშა-გი­ორ­გის პი­როვ­ნე­ბას?

- ის იყო პროგ­რე­სუ­ლი მეფე, ლა­შას ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლი ლან­ძღავს იმის გამო, რომ ის იყო ურჩი, თავ­ნე­ბა და არ უჯე­რებ­და ძველ თა­ო­ბას. ლა­შას ხში­რად სუსტ მე­ფედ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თუ გა­და­ვავ­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას თვალს და შე­ვა­და­რებთ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს, რო­მე­ლიც იყო დიქ­ტა­ტო­რი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ჰქონ­და შე­საქ­მნე­ლი და ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც იყო, მან არა­რა­ო­ბი­დან ქვე­ყა­ნა შექ­მნა. ასე­თი მკაც­რი და და­უნ­დო­ბე­ლი ლაშა არ იყო.

შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი აშე­ნე­ბუ­ლი დახ­ვდა, "ოქ­როს ხა­ნა­ში" მო­უ­წია მე­ფო­ბა. ლა­შას დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ვერ გა­უმკლავ­და მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვას. მონ­ღო­ლებს ვე­რა­ვინ გა­უმკლავ­დე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ, პირ­ველ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა არ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლი ხში­რად ცდი­ლობს არ და­ამ­ცი­როს ლა­შას და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი: "ის იყო მო­წყა­ლე, მმარ­ხვე­ლი, არა­ვის­თვის მო­შურ­ნე, უხვი". ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ ის იყო ახო­ვა­ნი "და­ვი­თი­ა­ნი და გორ­გას­ლი­ა­ნი"."ლა­შა­რე­ლამ" მისი და­დე­ბი­თი სახე მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა და მხო­ლოდ უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტშია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ლაშა იყო "თვით­ბუ­ნე­ბო­ვა­ნი" მეფე, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მე­ფის "თვით­ბუ­ნე­ბო­ვა­ნე­ბა"?

- რო­დე­საც მე­ფემ გა­თხო­ვი­ლი ქალი სა­სახ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა. მაგ­რამ არა­ვინ იცის, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა სი­მარ­თლეს. ეს ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლის შე­ფა­სე­ბა გო­ნია. ყვე­ლა ლან­ძღვა ლა­შას მი­სა­მარ­თით ჟამ­თა­აღ­მწე­რელს ეკუთ­ვნის. ამა­ზე არა­ვინ და­ობს, რომ ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია და მონ­ღო­ლე­ბის მძი­მე ტყვე­ო­ბის ქვეშ არის და­წე­რი­ლი. სა­ეკ­ლე­სიო თვალ­საზ­რი­სით, რა ნა­ბი­ჯებ­საც ლაშა გა­დად­გამ­და, მი­უ­ღე­ბე­ლია.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სია, რომ ვე­ლის­ცი­ხე­ლი ქალი გა­თხო­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. მერე იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს მე­ფის გა­მარ­თლე­ბას და ამ­ბობს: "კი არ წა­ურ­თმე­ვია, მას­ზე და­ბა­ლი რან­გის იყოო", რაც იმ დროს ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ფე­ო­და­ლიზ­მის­თვის. ლა­შას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­მა­რის დრო­ი­დან და­წყე­ბუ­ლი აშ­კა­რად ჩანს ფე­ო­და­ლიზ­მის რღვე­ვის ნიშ­ნე­ბი. სწო­რედ ასე­თი შემ­წყნა­რე­ბე­ლი იყო თა­მა­რის შვი­ლიშ­ვი­ლი გურ­ჯი ხა­თუ­ნი, რო­მე­ლიც კო­ნი­ა­ში იყო გა­თხო­ვი­ლი. ეს ხომ ნუ­ლი­დან არ იწყე­ბა, ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი სა­მე­ფო კარ­ზე. რო­გორც ჩანს, ამის­თვის არ გვე­ცა­ლა, მონ­ღო­ლე­ბი იყ­ვნენ მომ­დგა­რი სა­მე­ფო კარ­ზე.

- ვინ იყ­ვნენ რინ­დე­ბი და რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ლაშა გი­ორ­გის მათ­თან?

- რინ­დი არის მეტ­სა­ხე­ლი და მემ­თვრა­ლეს, ლოთს, მშფოთ­ვა­რეს ნიშ­ნავს. ეს არის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა აღ­მო­სავ­ლურ ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბობ­დნენ, ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში. ისი­ნი ქა­ლა­ქუ­რი ყოფა-ცხოვ­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. რინ­დე­ბი ყა­რა­ჩო­ღე­ლე­ბის წი­ნაპ­რე­ბად შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ.

ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში ასე­თი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ისი­ნი მი­დი­ოდ­ნენ ის­ლა­მის წი­ნა­აღ­მდე­გაც კი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის წესი ჰქონ­დათ. ისი­ნი ქმნიდ­ნენ ახალ ურ­ბა­ნულ, ანუ ქა­ლა­ქუ­რი კულ­ტუ­რას. ქარ­თვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა დღემ­დე არის ის, რომ ქა­ლა­ქუ­რი კულ­ტუ­რა ვერ შევ­ქმე­ნით. ესე­თი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი არ­სე­ბობ­და თბი­ლის­შიც, სა­ნამ და­ვი­თი აი­ღებ­და თბი­ლისს, ის იყო ის­ლა­მუ­რი ქა­ლა­ქი. და­ვით­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­უ­წყო, რომ ეს ხალ­ხი არ წა­სუ­ლი­ყო, უამ­რა­ვი შე­ღა­ვა­თი და­უ­წე­სა. მე­ჩეთ­შიც კი და­დი­ო­და. და­ვითს ერთი მი­ზა­ნი ჰქონ­და, თბი­ლისს არ და­ე­კარ­გა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ფუნ­ქცია.

მე­მა­ტი­ა­ნე წერს, რომ ლაშა რინ­დებ­თან ერ­თად ქე­ი­ფობ­და და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­იხ­მარ­დაო, ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია. მე­ფეს ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა თუ უნ­დო­და, სა­სახ­ლე­შიც მო­ა­ხერ­ხებ­და. მე­ფის რინ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო სრუ­ლი­ად ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გეზი. ერთი-ორ გა­სე­ირ­ნე­ბას­თან რომ გვქონ­დეს საქ­მე, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და. წყა­რო­ებ­ში იმი­ტომ მოხ­ვდა, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­თა­ნაც მე­ფემ და­ამ­ყა­რა ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა, რაც არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეკ­ლე­სი­ას და არის­ტოკ­რა­ტი­ას, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ლა­შას დროს ხდე­ბა ამ კლი­შე­ე­ბის რღვე­ვა. თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან ჩა­ნა­სახ­ში იყო. რომ არ მომ­ხდა­რი­ყო მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვა, ამას ექ­ნე­ბო­და გაგ­რძე­ლე­ბა.

- მე­ფის რო­მელ თვი­სე­ბას გა­მო­ყოფ­დით?

- ლა­შას ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ო­ცა­რი უნა­რი. სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას ყვე­ლა ფე­ნას­თან ახერ­ხებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ მო­ნი­სათ­ვის მათ­რა­ხიც კი არ და­ურ­ტყამს. ეს პა­ტა­რა ამ­ბა­ვი არ არის. იმ დროს მონა ადა­მი­ა­ნად არ ით­ვლე­ბო­და. ვფიქ­რობ, რომ უნდა ვი­ა­მა­ყოთ ლა­შა­თი და მისი მე­ფო­ბის წლე­ბი უკე­თე­სად უნდა იყოს გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ლაშა გიორგი: "უწესო დედათა" მოყვარული თუ პროგრესული მეფე?

ლაშა გიორგი: "უწესო დედათა" მოყვარული თუ პროგრესული მეფე?

გიორგი მეოთხეს ანუ ლაშა გიორგის შესახებ, ისტორიოგრაფიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. მისი თანამედროვენი თუ "უწესო დედათა მოყვარულად" ახასიათებენ, რომელმაც გათხოვილი ქალი ქმარს წაჰგვარა და სასახლეში დაისვა, ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსები ლაშა-გიორგიზე, როგორც დადებით პიროვნებაზე საუბრობენ და მასში კარგი თვისებების დანახვა არ უჭირთ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი გვანცა აბდალაძე ჩვენი ქვეყნის ისტორიის რამდენიმე ეპოქის გათვალისწინებით, ლაშა-გიორგის პროგრესულ მეფედ ახასიათებს.

- როგორ დაახასიათებდით ლაშა-გიორგის პიროვნებას?

- ის იყო პროგრესული მეფე, ლაშას ჟამთააღმწერელი ლანძღავს იმის გამო, რომ ის იყო ურჩი, თავნება და არ უჯერებდა ძველ თაობას. ლაშას ხშირად სუსტ მეფედ მოიხსენიებენ. თუ გადავავლებთ საქართველოს ისტორიას თვალს და შევადარებთ დავით აღმაშენებელს, რომელიც იყო დიქტატორი, რომელსაც ქვეყანა ჰქონდა შესაქმნელი და ეს აუცილებელიც იყო, მან არარაობიდან ქვეყანა შექმნა. ასეთი მკაცრი და დაუნდობელი ლაშა არ იყო.

შეიძლება იმიტომ, რომ მას ყველაფერი აშენებული დახვდა, "ოქროს ხანაში" მოუწია მეფობა. ლაშას დიდი სურვილი ჰქონდა შუა საუკუნეებიდან გამოსულიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ხშირად ადანაშაულებენ, რომ ვერ გაუმკლავდა მონღოლების შემოსევას. მონღოლებს ვერავინ გაუმკლავდებოდა. ერთადერთი, რაშიც შეიძლება დავადანაშაულოთ, პირველ ეტაპზე ქვეყანა არ იყო მომზადებული.

ჟამთააღმწერელი ხშირად ცდილობს არ დაამციროს ლაშას დადებითი თვისებები: "ის იყო მოწყალე, მმარხველი, არავისთვის მოშურნე, უხვი". ჟამთააღმწერელი იმასაც ამბობს, რომ ის იყო ახოვანი "დავითიანი და გორგასლიანი"."ლაშარელამ" მისი დადებითი სახე მთლიანად შეცვალა და მხოლოდ უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული.

- ხშირად ამბობენ, რომ ლაშა იყო "თვითბუნებოვანი" მეფე, რაში გამოიხატებოდა მეფის "თვითბუნებოვანება"?

- როდესაც მეფემ გათხოვილი ქალი სასახლეში მოიყვანა. მაგრამ არავინ იცის, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს. ეს ჟამთააღმწერელის შეფასება გონია. ყველა ლანძღვა ლაშას მისამართით ჟამთააღმწერელს ეკუთვნის. ამაზე არავინ დაობს, რომ ჟამთააღმწერელი სასულიერო პირია და მონღოლების მძიმე ტყვეობის ქვეშ არის დაწერილი. საეკლესიო თვალსაზრისით, რა ნაბიჯებსაც ლაშა გადადგამდა, მიუღებელია.

თუმცა, არსებობს მეორე ვერსია, რომ ველისციხელი ქალი გათხოვილი არ ყოფილა. მერე იოანე ბატონიშვილი ცდილობს მეფის გამართლებას და ამბობს: "კი არ წაურთმევია, მასზე დაბალი რანგის იყოო", რაც იმ დროს ასევე მიუღებელია ფეოდალიზმისთვის. ლაშასთან მიმართებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამარის დროიდან დაწყებული აშკარად ჩანს ფეოდალიზმის რღვევის ნიშნები. სწორედ ასეთი შემწყნარებელი იყო თამარის შვილიშვილი გურჯი ხათუნი, რომელიც კონიაში იყო გათხოვილი. ეს ხომ ნულიდან არ იწყება, ეს არის საფუძველი სამეფო კარზე. როგორც ჩანს, ამისთვის არ გვეცალა, მონღოლები იყვნენ მომდგარი სამეფო კარზე.

- ვინ იყვნენ რინდები და რა ურთიერთობა ჰქონდა ლაშა გიორგის მათთან?

- რინდი არის მეტსახელი და მემთვრალეს, ლოთს, მშფოთვარეს ნიშნავს. ეს არის დაჯგუფებები, რომლებიც სხვადასხვა აღმოსავლურ ქალაქებში არსებობდნენ, ისლამურ ქვეყნებში. ისინი ქალაქური ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქცევით გამოირჩეოდნენ. რინდები ყარაჩოღელების წინაპრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ისლამურ ქვეყნებში ასეთი დაჯგუფებების არსებობა მიუღებელი იყო. ისინი მიდიოდნენ ისლამის წინააღმდეგაც კი. თავისუფალი ცხოვრების წესი ჰქონდათ. ისინი ქმნიდნენ ახალ ურბანულ, ანუ ქალაქური კულტურას. ქართველების პრობლემა დღემდე არის ის, რომ ქალაქური კულტურა ვერ შევქმენით. ესეთი დაჯგუფებები არსებობდა თბილისშიც, სანამ დავითი აიღებდა თბილისს, ის იყო ისლამური ქალაქი. დავითმა ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ ეს ხალხი არ წასულიყო, უამრავი შეღავათი დაუწესა. მეჩეთშიც კი დადიოდა. დავითს ერთი მიზანი ჰქონდა, თბილისს არ დაეკარგა სავაჭრო ცენტრის ფუნქცია.

მემატიანე წერს, რომ ლაშა რინდებთან ერთად ქეიფობდა და ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდაო, ცოტა არასერიოზული მგონია. მეფეს ნარკოტიკების მოხმარება თუ უნდოდა, სასახლეშიც მოახერხებდა. მეფის რინდებთან ურთიერთობა იყო სრულიად ახალი პოლიტიკური გეზი. ერთი-ორ გასეირნებასთან რომ გვქონდეს საქმე, ისტორიულ წყაროებში ვერ მოხვდებოდა. წყაროებში იმიტომ მოხვდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გაერთიანება, რომელთანაც მეფემ დაამყარა ურთიერთობა. ყველა პოლიტიკური მოძრაობა, რაც არ უკავშირდებოდა ეკლესიას და არისტოკრატიას, მიუღებელი იყო. ლაშას დროს ხდება ამ კლიშეების რღვევა. თუმცა ეს ძალიან ჩანასახში იყო. რომ არ მომხდარიყო მონღოლების შემოსევა, ამას ექნებოდა გაგრძელება.

- მეფის რომელ თვისებას გამოყოფდით?

- ლაშას ჰქონდა კომუნიკაციის საოცარი უნარი. საერთო ენის გამონახვას ყველა ფენასთან ახერხებდა. ცნობილია, რომ მონისათვის მათრახიც კი არ დაურტყამს. ეს პატარა ამბავი არ არის. იმ დროს მონა ადამიანად არ ითვლებოდა. ვფიქრობ, რომ უნდა ვიამაყოთ ლაშათი და მისი მეფობის წლები უკეთესად უნდა იყოს გამოკვლეული.

თიკო გურაშვილი, AMBEBI.GE

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით