პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს
თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

ძაღ­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის უამ­რა­ვი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ე­ბი, სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლით, კე­თი­ლი და­სას­რუ­ლით …

ისი­ნი ელო­დე­ბი­ან, ეჭი­დე­ბი­ან იმედს, ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ პატ­რონ­მა სულ მი­ა­ტო­ვა.. მათ­თვის დრო არა­ფე­რია, ისი­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე იმ სით­ბოს, სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­ყუდ­რო­ვის დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დით ცხოვ­რო­ბენ, რაც მხო­ლოდ პატ­რონ­თან იყო..

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც სულ ეხ­ლა­ხანს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცელ­და იმი­თაც არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ თბი­ლის­ში ხდე­ბა.

ოთო ფან­ცუ­ლა­ი­ას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ძაღ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის საფ­ლავ­ზე წევს, ძა­ლი­ან თბი­ლი კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს: "ძაღ­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი პატ­რო­ნის საფ­ლავს რამ­დე­ნი­მე თვეა არ შორ­დე­ბა. აქამ­დე ასე­თი კად­რი მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში თუ მქონ­და ნა­ნა­ხი. იმ­დე­ნად ხში­რად ვხე­დავთ ერ­თმა­ნეთს, რომ იმე­დია მალე მე და ეს ძაღ­ლი დავ­მე­გობ­რდე­ბით".

სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე სევ­და და­დის და სი­ჩუ­მეა… ერთი ახალ­გაზ­რდა იქ თა­ვი­სი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის საფ­ლავს აკი­თხავ­და და უეც­რად, ერთ-ერთ საფ­ლავ­თან ძაღ­ლი შე­ნიშ­ნა.. ის მშვი­დად იწვა, თით­ქოს დროს აჩე­რებ­და.. ან სუ­ლაც აბ­რუ­ნებ­და… - რომ მის­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნიც და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა..

მას შემ­დეგ ოთოს ყო­ველ მოს­ვლა­ზე ძა­ლის­თვის სა­სუსნა­ვე­ბი მი­აქვს, ეფე­რე­ბა, ესა­უბ­რე­ბა კი­დეც..

- მა­მა­ჩე­მი თე­ბერ­ვალ­ში დავ­კრძა­ლეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში, ახ­ლოს, ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და­ა­საფ­ლა­ვეს, სა­დაც დღეს ის ძაღ­ლი და­დის. ყო­ვე­ლი ას­ვლი­სას ვხე­დავ­დი. გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი და­ვახ­ლო­ვე­ბო­დი. და­ში­ნე­ბუ­ლი იყო. სა­საფ­ლა­ოა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დის და ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად არ ექ­ცე­ვა.. აღ­დგო­მის დღეს ახ­ლოს მი­ვე­დი, და­ვუ­ჯე­ქი, ვე­სა­უბ­რე. თით­ქოს ეს­მო­და ჩემი სა­უ­ბა­რი, მის­მენ­და ჭკვი­ა­ნი თვა­ლე­ბით. მე­საფ­ლა­ვე­ებს ვე­კი­თხე­ბო­დი ამ ძაღ­ლის შე­სა­ხებ. ზუს­ტი პა­სუ­ხი ვე­რა­ვის­გან მო­ვის­მი­ნე, არა­ვინ იცო­და ვისი იყო, სა­ი­დან მო­ვი­და. მერე ერ­თმა მნახ­ველ­მა მი­თხრა, მგო­ნი იმ ქალ­ბა­ტო­ნის ძაღ­ლია, სულ მაგ საფ­ლავ­თან ვხე­და­ვო. ძაღ­ლი რამ­დე­ნი­მე­ჯერ შე­ვამ­ჩნიე რო­გორ იწვა იმ საფ­ლავ­ზე. აი ასე გა­დავ­წყვი­ტე სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა. და­ბე­ჯი­თე­ბით ვერ მო­გახ­სე­ნებთ რომ იქ მარ­თლაც მისი პატ­რო­ნია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით ასე უნდა იყოს. არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი, თუკი ეს ის­ტო­რია ამ ცივ სამ­ყა­რო­ში ოდ­ნავ სით­ბოს შე­მო­ი­ტანს და ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი წვრილ­მა­ნე­ბის უკეთ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

- ხომ არ იცით, აკი­თხავს ვინ­მე ძაღლს? ვინ აჭ­მევს? რით არ­სე­ბობს?

- არა­ვინ არ პატ­რო­ნობს. არა­და ძა­ლი­ან კარ­გი და კონ­ტაქ­ტუ­რი ძაღ­ლია. უმე­ტე­სო­ბა ეუ­ხე­შე­ბა, ეში­ნი­ათ, აგ­დე­ბენ.. გუ­შინ მე­საფ­ლა­ვე­ებს ვე­სა­უბ­რე.. მი­პა­სუ­ხეს - აი ასე წევ­სო ამ საფ­ლავ­ზე და იქ­ნებ წა­იყ­ვა­ნოს ვინ­მე­მო.. იგუ­ლის­ხმა რომ ხელს უშ­ლის მე­საფ­ლა­ვე­ებს.. არ აჭ­მე­ვენ ცხა­დია. ძაღ­ლი იქვე ახ­ლოს მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შე­დის, სა­დაც კან­ტი-კუნ­ტად შე­მომ­სვლე­ლი ათას­ში ერთხელ გა­და­უგ­დებს ლუკ­მას.

- რომ თქვით კონ­ტაქ­ტუ­რი­აო, რო­გორ შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში, რაზე რე­ა­გი­რებს?

- მშვიდ სა­უ­ბარ­ზე არ გა­გირ­ბის, გა­ჩერ­დე­ბა და გი­ყუ­რებს. მისი სა­ხის პირ­და­პირ ვჯდე­ბი ხოლ­მე და ასე ვე­სა­უბ­რე­ბი როცა მარ­ტო ავ­დი­ვარ. თავს აწევს და მი­ყუ­რებს არა იმის­თვის, რომ რა­ღაც სა­სუსნა­ვი გა­და­ვუგ­დო, არა­მედ (ასე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს) იმის­თვის რომ ვე­სა­უბ­რო და მო­მის­მი­ნოს.

- კი­დეც შე­გეჩ­ვი­ათ ალ­ბათ...

- შეჩ­ვე­ვა­ზე ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ.. კვი­რა­ში ერთხელ ავ­დი­ვარ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ სას­ტიკ რე­ა­ლო­ბა­ში უწევს ყოფ­ნა და ბუ­ნებ­რი­ვია

უნ­დობ­ლო­ბა და შიში მა­ინც აქვს.

- და თუ შე­იჩ­ვი­ეთ - წა­იყ­ვანთ სახ­ლში?

ალ­ბათ ვერ წა­ვიყ­ვან.. უკვე გაზ­რდი­ლი კნუ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ვე­რაფ­რით ეგუ­ე­ბა ძაღ­ლებს. მას კი ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვე­ლე­ვი. თუმ­ცა დრო გვიჩ­ვე­ნებს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით ვურ­თი­ერ­თობთ მე და ეს ძაღ­ლი და ძა­ლი­ან აზ­რი­ან არ­სე­ბად მი­მაჩ­ნია.

- ეხლა რამე სა­ხელს ეძა­ხით? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

ძაღლების ერთგულების უამრავი ფაქტია ცნობილი საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ისტორიები, სევდიანი დასასრულით, კეთილი დასასრულით …

ისინი ელოდებიან, ეჭიდებიან იმედს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატრონმა სულ მიატოვა.. მათთვის დრო არაფერია, ისინი განშორების შემდეგ მთელი დარჩენილი სიცოცხლე იმ სითბოს, სიყვარულის, სიმყუდროვის დაბრუნების იმედით ცხოვრობენ, რაც მხოლოდ პატრონთან იყო..

ამბავი, რომელიც სულ ეხლახანს სოციალური ქსელით გავრცელდა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში ხდება.

ოთო ფანცულაიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ძაღლი ქალბატონის საფლავზე წევს, ძალიან თბილი კომენტარი ახლავს: "ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი პატრონის საფლავს რამდენიმე თვეა არ შორდება. აქამდე ასეთი კადრი მხოლოდ ინტერნეტში თუ მქონდა ნანახი. იმდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, რომ იმედია მალე მე და ეს ძაღლი დავმეგობრდებით".

სასაფლაოებზე სევდა დადის და სიჩუმეა… ერთი ახალგაზრდა იქ თავისი ძვირფასი ადამიანის საფლავს აკითხავდა და უეცრად, ერთ-ერთ საფლავთან ძაღლი შენიშნა.. ის მშვიდად იწვა, თითქოს დროს აჩერებდა.. ან სულაც აბრუნებდა… - რომ მისთვის ძვირფასი ადამიანიც დაებრუნებინა..

მას შემდეგ ოთოს ყოველ მოსვლაზე ძალისთვის სასუსნავები მიაქვს, ეფერება, ესაუბრება კიდეც..

- მამაჩემი თებერვალში დავკრძალეთ. დაახლოებით ორ კვირაში, ახლოს, ერთი ქალბატონი დაასაფლავეს, სადაც დღეს ის ძაღლი დადის. ყოველი ასვლისას ვხედავდი. გამიჩნდა სურვილი დავახლოვებოდი. დაშინებული იყო. სასაფლაოა, ბევრი ადამიანი დადის და ყველა ერთნაირად არ ექცევა.. აღდგომის დღეს ახლოს მივედი, დავუჯექი, ვესაუბრე. თითქოს ესმოდა ჩემი საუბარი, მისმენდა ჭკვიანი თვალებით. მესაფლავეებს ვეკითხებოდი ამ ძაღლის შესახებ. ზუსტი პასუხი ვერავისგან მოვისმინე, არავინ იცოდა ვისი იყო, საიდან მოვიდა. მერე ერთმა მნახველმა მითხრა, მგონი იმ ქალბატონის ძაღლია, სულ მაგ საფლავთან ვხედავო. ძაღლი რამდენიმეჯერ შევამჩნიე როგორ იწვა იმ საფლავზე. აი ასე გადავწყვიტე სურათის გადაღება. დაბეჯითებით ვერ მოგახსენებთ რომ იქ მართლაც მისი პატრონია დასაფლავებული, მაგრამ დიდი ალბათობით ასე უნდა იყოს. არ ვარ წინააღმდეგი, თუკი ეს ისტორია ამ ცივ სამყაროში ოდნავ სითბოს შემოიტანს და ადამიანებს ცხოვრების ადამიანური წვრილმანების უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება.

- ხომ არ იცით, აკითხავს ვინმე ძაღლს? ვინ აჭმევს? რით არსებობს?

- არავინ არ პატრონობს. არადა ძალიან კარგი და კონტაქტური ძაღლია. უმეტესობა ეუხეშება, ეშინიათ, აგდებენ.. გუშინ მესაფლავეებს ვესაუბრე.. მიპასუხეს - აი ასე წევსო ამ საფლავზე და იქნებ წაიყვანოს ვინმემო.. იგულისხმა რომ ხელს უშლის მესაფლავეებს.. არ აჭმევენ ცხადია. ძაღლი იქვე ახლოს მდებარე ეკლესიის ეზოში შედის, სადაც კანტი-კუნტად შემომსვლელი ათასში ერთხელ გადაუგდებს ლუკმას.

- რომ თქვით კონტაქტურიაო, როგორ შემოდის კონტაქტში, რაზე რეაგირებს?

- მშვიდ საუბარზე არ გაგირბის, გაჩერდება და გიყურებს. მისი სახის პირდაპირ ვჯდები ხოლმე და ასე ვესაუბრები როცა მარტო ავდივარ. თავს აწევს და მიყურებს არა იმისთვის, რომ რაღაც სასუსნავი გადავუგდო, არამედ (ასეთი შეგრძნება მაქვს) იმისთვის რომ ვესაუბრო და მომისმინოს.

- კიდეც შეგეჩვიათ ალბათ...

- შეჩვევაზე ვერაფერს მოგახსენებთ.. კვირაში ერთხელ ავდივარ. ამ ხნის განმავლობაში ისევ სასტიკ რეალობაში უწევს ყოფნა და ბუნებრივია

უნდობლობა და შიში მაინც აქვს.

- და თუ შეიჩვიეთ - წაიყვანთ სახლში?

ალბათ ვერ წავიყვან.. უკვე გაზრდილი კნუტი მყავს, რომელიც ვერაფრით ეგუება ძაღლებს. მას კი ნამდვილად ვერ შეველევი. თუმცა დრო გვიჩვენებს, გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით ვურთიერთობთ მე და ეს ძაღლი და ძალიან აზრიან არსებად მიმაჩნია.

- ეხლა რამე სახელს ეძახით? ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს