სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 დასრულდა - ზაფხულის ხუთი ფერადი დღის ქრონიკა
საქართველოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 დასრულდა - ზაფხულის ხუთი ფერადი დღის ქრონიკა

Tbilisi Open Air 2015 დას­რულ­და. თუმ­ცა, ქარ­თველ მსმე­ნელს ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს გაყ­ვე­ბა ემო­ცია, რო­მე­ლიც 5 დღი­ან­მა ფეს­ტი­ვალ­მა და­უ­ტო­ვა. მუ­სი­კა ათა­ვი­სუფ­ლებს და აბედ­ნი­ე­რებს! - ამას აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობ­და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თუნ­დაც ერთ სა­ღა­მოს თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ტა­რებ­და.

Open Air ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა ბენდმა placebo-მ და­ხუ­რა, რო­მელ­მაც წვი­მა­ზე მე­ტად მო­ა­ხერ­ხა ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის დას­ვე­ლე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მუხ­ტი, რო­მე­ლიც სცე­ნი­დან მო­დი­ო­და, გარ­შე­მო ყვე­ლა ადა­მი­ანს შთან­თქავ­და.

თუმ­ცა, placebo არ იყო ერ­თა­დერ­თი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლი გა­ა­ბედ­ნი­ე­რა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Tbilisi Open Air-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფოტო

პირ­ვე­ლი დღის ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბი ზემ­ფი­რა, აკ­ვა­რი­უ­მი და Tiger Lillies იყ­ვნენ. სკან­და­ლურ რუსი როკ დე­დოფ­ლის გა­მოს­ვლას ხმა­უ­რის გა­რე­შე არც ამ­ჯე­რად ჩა­უვ­ლია. უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფრი­ა­ლის გამო, ზემ­ფი­რა სრუ­ლი­ად რუ­სე­თის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად იქცა. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლე­ბის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გულ­ში ალ­ბათ კი­დევ უფრო დიდი პლუ­სი და­ი­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა, აკ­ვა­რი­უ­მი­სა და Tiger Lillies გა­მოს­ვლას, აქ ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Tiger Lillies სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე ბევ­რი მსმე­ნე­ლი ყავს, წინა რი­გებ­ში მდგო­მი მსმე­ნე­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა, Heroin & Cocaine -ის შეს­რუ­ლე­ბის დროს პიკს აღ­წევ­და. ბო­რის გრე­ბენ­ში­კოვ­მა კი, კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნა "და­ლე­ვის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბის" შე­სა­ხებ.

Open Air-ის მე­ო­რე დღის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნად archive და soap&skin იქ­ცნენ. archive -მა, რო­მე­ლიც შე­უ­და­რე­ბე­ლი ლა­ი­ვე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, არც ამ­ჯე­რად გა­უც­რუა იმე­დე­ბი სა­კუ­თარ მსმე­ნელს და ფეს­ტი­ვა­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი ფან­ტას­ტი­კუ­რი შოუს მო­ნა­წი­ლე გა­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ავტრი­ელ soap&skin-ს, ანი­ას შთამ­ბეჭ­დავ­მა გა­მოს­ვლამ პუბ­ლი­კა 50 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შავ-ბნელ სამ­ყა­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც ორი მბრძა­ნე­ბე­ლი: რო­ი­ა­ლის ხმე­ბი და ანი­ას ვო­კა­ლი იყო. გარ­და ამი­სა, მომ­ღერ­ლის მინ­დორ­ში გა­მო­ჩე­ნამ მის მსმე­ნე­ლებს და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი აჩუ­ქა. ალ­ბათ, ყვე­ლას არ ექ­ნე­ბა, საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალ­თან ერ­თად მინ­დორ­ში ჩა­ხუ­ტე­ბის და სას­მე­ლის ერ­თად და­ლე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა.

მე­სა­მე დღეს ბეტ ჰარტს და Killitkid და­ეთ­მო. ბეტ ჰარ­ტის გული ქარ­თულ­მა აუ­დი­ტო­რი­ამ ჯერ კი­დევ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მისი გას­ვლის დროს და­ი­პყრო, რო­დე­საც გა­ო­ცე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც კი ვერ მა­ლავ­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. Killitkid-ის­თვის ეს პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორც მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი­დან შეგ­ვიძ­ლია ვისმჯე­ლოთ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი.

მე­ო­თხე დღე ძი­რი­თა­დად მე­ტა­ლის მსმე­ნე­ლის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. Black Label Society -ის ვი­კინ­გებ­მა მსმე­ნე­ლის გუ­ლე­ბი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან და­ი­პყრეს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, Tbilisi Open Air 2015 ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა იყო, რაც კი უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რა. ამას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ყვე­ლა მი­ნუ­სი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ზი­ა­ნებ­და ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს, წელს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო. არ შე­იძ­ლე­ბა არ აღი­ნიშ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი და სა­პირ­ფა­რე­შო, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი.

დამ­თავ­რდა ფეს­ტი­ვა­ლის ფე­რა­დი დღე­ე­ბი და მსმე­ნე­ლი უკვე მო­მა­ვა­ლი წლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რებ­ზე ფიქ­რობს. მარ­თა­ლია, ჯერ კი­დევ დიდი დროა, შემ­დეგ Open Air-ამდე, თუმ­ცა, ის მძლავ­რი ემო­ცია, რო­მე­ლიც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და, ასე მალე არ გაქ­რე­ბა.

Placebo ჰო­ნო­რა­რის ნა­წილს 13 ივ­ნისს სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გა­და­უ­რი­ცხავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 დასრულდა - ზაფხულის ხუთი ფერადი დღის ქრონიკა

საქართველოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 დასრულდა - ზაფხულის ხუთი ფერადი დღის ქრონიკა

Tbilisi Open Air 2015 დასრულდა. თუმცა, ქართველ მსმენელს ალბათ კიდევ დიდხანს გაყვება ემოცია, რომელიც 5 დღიანმა ფესტივალმა დაუტოვა. მუსიკა ათავისუფლებს და აბედნიერებს! - ამას აუცილებლად იგრძნობდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ საღამოს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაატარებდა.

Open Air ცნობილმა ბრიტანულმა ბენდმა placebo-მ დახურა, რომელმაც წვიმაზე მეტად მოახერხა ქართული აუდიტორიის დასველება. წარმოუდგენელი მუხტი, რომელიც სცენიდან მოდიოდა, გარშემო ყველა ადამიანს შთანთქავდა.

თუმცა, placebo არ იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ფესტივალის განმავლობაში მსმენელი გააბედნიერა.

გამოყენებულია Tbilisi Open Air-ის ოფიციალური ფოტო

პირველი დღის ჰედლაინერები ზემფირა, აკვარიუმი და Tiger Lillies იყვნენ. სკანდალურ რუსი როკ დედოფლის გამოსვლას ხმაურის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. უკრაინის დროშის ფრიალის გამო, ზემფირა სრულიად რუსეთის კრიტიკის ობიექტად იქცა. თუმცა, ქართველების და უკრაინელების გულში ალბათ კიდევ უფრო დიდი პლუსი დაიწერა.

რაც შეეხება, აკვარიუმისა და Tiger Lillies გამოსვლას, აქ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ Tiger Lillies საქართველოში არც ისე ბევრი მსმენელი ყავს, წინა რიგებში მდგომი მსმენელის აქტიურობა, Heroin & Cocaine -ის შესრულების დროს პიკს აღწევდა. ბორის გრებენშიკოვმა კი, კიდევ ერთხელ შეგვახსენა "დალევის ავკარგიანობის" შესახებ.

Open Air-ის მეორე დღის მთავარი მოვლენად archive და soap&skin იქცნენ. archive -მა, რომელიც შეუდარებელი ლაივებითაა ცნობილი, არც ამჯერად გაუცრუა იმედები საკუთარ მსმენელს და ფესტივალის ყველა სტუმარი ფანტასტიკური შოუს მონაწილე გახადა.

რაც შეეხება ავტრიელ soap&skin-ს, ანიას შთამბეჭდავმა გამოსვლამ პუბლიკა 50 წუთის განმავლობაში შავ-ბნელ სამყაროში გადაიყვანა, სადაც ორი მბრძანებელი: როიალის ხმები და ანიას ვოკალი იყო. გარდა ამისა, მომღერლის მინდორში გამოჩენამ მის მსმენელებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა. ალბათ, ყველას არ ექნება, საყვარელ მომღერალთან ერთად მინდორში ჩახუტების და სასმელის ერთად დალევის გამოცდილება.

მესამე დღეს ბეტ ჰარტს და Killitkid დაეთმო. ბეტ ჰარტის გული ქართულმა აუდიტორიამ ჯერ კიდევ ფილარმონიაში მისი გასვლის დროს დაიპყრო, როდესაც გაოცებული მომღერალი სოციალურ ქსელებშიც კი ვერ მალავდა აღფრთოვანებას. Killitkid-ისთვის ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში და როგორც მათ მიერ გაკეთებული კომენტარიდან შეგვიძლია ვისმჯელოთ, ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი.

მეოთხე დღე ძირითადად მეტალის მსმენელისთვის იყო განკუთვნილი. Black Label Society -ის ვიკინგებმა მსმენელის გულები პირველივე წუთებიდან დაიპყრეს.

საერთო ჯამში, Tbilisi Open Air 2015 ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოვლენა იყო, რაც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარა. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველა მინუსი, რომელიც წლების განმავლობაში აღიზიანებდა ფესტივალის სტუმრებს, წელს გათვალისწინებული იყო. არ შეიძლება არ აღინიშნოს სპეციალური ტრანსპორტი და საპირფარეშო, რომელიც სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყო გამოყოფილი.

დამთავრდა ფესტივალის ფერადი დღეები და მსმენელი უკვე მომავალი წლის მოსალოდნელი სტუმრებზე ფიქრობს. მართალია, ჯერ კიდევ დიდი დროა, შემდეგ Open Air-ამდე, თუმცა, ის მძლავრი ემოცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში დაგროვდა, ასე მალე არ გაქრება.

Placebo ჰონორარის ნაწილს 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გადაურიცხავს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება