პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ღვინჯილია საკუთარ თავს ყიდის - მეცნიერი გამოუვალ მდგომარეობაშია
ლევან ღვინჯილია საკუთარ თავს ყიდის - მეცნიერი გამოუვალ მდგომარეობაშია

"ყუ­რა­დღე­ბა! იყი­დე­ბა ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია!.. გთხოვთ, ჩემს ამ გან­ცხა­დე­ბას მო­ე­კი­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით. მე არ მე­ხუმ­რე­ბა!", - ეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" ლე­ვან ღვინ­ჯი­ლი­ას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სია.

"ყუ­რა­დღე­ბა! იყი­დე­ბა ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია!!!

თქვენს წი­ნა­შეა, ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მე­სა­ხე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი ჩემი და ჩემი ოჯა­ხის სრუ­ლი­ად უპერ­სპექ­ტი­ვო და ჩი­ხუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

რა­ტომ ჩი­ხუ­რი?

არც ერ­თმა ქარ­თულ­მა ბან­კმა სეს­ხი არ მომ­ცა იმის გამო, რომ მე უკვე 65 წლი­სა ვარ.

პა­სუ­ხის ქვე­ტექ­სტი ასე­თია:

"ბა­ტო­ნო ლე­ვან, 10-15 წლი­ან სესხს იმი­ტომ ვერ მოგ­ცემთ, რომ თქვენ ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე მოკ­ვდე­ბით და ჩვენ სულ არ გვჭირ­დე­ბა სეს­ხის გი­რა­ოდ თქვენ მიერ ჩა­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა".

სხვა ჩემ ოჯახ­ში ყვე­ლა უმუ­შე­ვა­რია.

იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, გამ­სეს­ხე­ბელ­თა სარ­გე­ბე­ლი ახა­ლი ვა­ლით ვი­ხა­დო....

მოკ­ლედ, დღეს გა­მი­ნათ­და გო­ნე­ბა და ვი­პო­ვე გა­მო­სა­ვა­ლი:

~ უნდა გავ­ყი­დო სა­კუ­თა­რი თავი!!!

~ არა! თქვენ არა­ფე­რი არ მოგ­ლან­დე­ბი­ათ!

~დიახ!

~ მე, ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია ვყი­დი სა­კუ­თარ თავს!!!

~ რას წარ­მო­ად­გენს გა­სა­ყი­დი "სა­ქო­ნე­ლი"?:

~ვარ 65 წლი­სა!

~მყავს მე­უღ­ლე, 6 შვი­ლი და 7 შვი­ლიშ­ვი­ლი (ვი­ყი­დე­ბი მხო­ლოდ მე, მათ გა­რე­შე)!

~მაქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა:

~ თსუ (ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფი­ლო­ლოგ-კავ­კა­სი­ო­ლო­გი , 1972);

~უცხო ენა­თა პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (ფრან­გუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, 1987);

~სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა(1972-75);

~ს.ზა­ქა­რი­ა­ძის სახ. კუტ­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლებ­ლის სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო განყ.(1975).

~"ფა­ზი­სის" აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი.

~აშშ კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტის ქ. ვო­ტერ­ფორ­დი­სა და ქ.ხო­ბის(!) სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე.

~სა­ელკ­ლე­სიო მუ­სი­კის მსოფ­ლიო კონ­კურ­სი­სა (ქ.ჰა­ი­ნოვ­კა, პო­ლო­ნე­თი, 1989) და ახალ­გაზ­რდო­ბის მსოფ­ლიო ფეს­ტი­ვა­ლის (ქ.მოს­კო­ვი, 1985) ლა­უ­რე­ა­ტი;

~ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი;

~სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი-ლინგვის­ტი;

~ ენის სა­ხელ­მწი­ფო პა­ლა­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი (1997) და თავ­მჯდო­მა­რე მის გა­უქ­მე­ბამ­დე(1204).

~გა­ზეთ "ერო­სი­ო­ნის" მთ. რე­დაქ­ტო­რი (1991-1992);

~საქ­ტე­ლე­რა­დი­ო­კორ­პო­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, პროგ­რა­მე­ბის გენ.დი­რექ­ტო­რი, კო­მენ­ტა­ტო­რი, სპეც­კო­რი (1979-2006);

~ რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი (1987-2004).

~1974-2002 წლებ­ში და­ვა­ფუძ­ნე 7 ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი ("ფა­ზი­სი", "ორო­ვე­ლა", იმე­დი" და სხვა.), რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­ცე­მუ­ლია (ამ­ჟა­მად ვარ "აფხა­ზე­თის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლ "აფხა­ზე­თის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი).

~რა მე­ხერ­ხე­ბა?

~სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში - მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა (ძრო­ხა, თხა, კა­მე­ჩი, ღორი, ცხე­ნი, ვირი, ზებ­რა, აქ­ლე­მი, ჯორი, ძაღ­ლი, კატა, კურ­დღე­ლი, შინ­ში­ლა...); მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა (ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, ბატი, იხვი, ცი­ცა­რი, მტრე­დი, ხო­ხო­ბი, ფუტ­კა­რი...); მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა (მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა, მე­სი­მინ­დე­ო­ბა, მე­ბოსტნე­ო­ბა, მე­ჩა­ი­ე­ო­ბა, მე­ხი­ლე­ო­ბა, მე­დაფ­ნე­ო­ბა.....);

~გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო: შე­მიძ­ლია ვას­წავ­ლო ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა; ასე­ვე - იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­უ­რი და ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი (მათ შო­რის, რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი) ენე­ბი, რო­გორც დი­დებს, ასე­ვე მო­ზარ­დებს.

~ასე­ვე შე­მიძ­ლია, ვას­წავ­ლო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და პო­ე­ზია, ზო­გა­დად ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა;

~კუ­ლი­ნა­რია (გან­სა­კუთ­რე­ბით მეგ­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და არა­მარ­ტო ის)....

~ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა თქმა უნდა, არას­რუ­ლია და მისი და­ზუს­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა კლი­ენ­ტის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად!!!

~ ჩემი ყიდ­ვის ზო­გა­დი პი­რო­ბე­ბი:

~ვი­ყი­დე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ით, ან სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე!

~ვი­ყი­დე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის სა­ზღვრებს გა­რეთ - ნე­ბის­მი­ერ უცხო ქვე­ყა­ნა­ში, გარ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა, რუ­სე­თი­სა, ჩი­ნე­თი­სა, ნა­წი­ლობ­რივ თურ­ქე­თი­სა და აზია-აფ­რი­კის მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბი­სა!

~მყიდ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­და­იხ­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბულ თან­ხას, გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქვეყ­ნე­ბის მოქ­ლა­ქე­ე­ბი­სა, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რი­სა (ამ დათ­ქმის კო­მენ­ტა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ღია ეთერ­ში და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში).

~ დათ­ქმულ დრო­ზე ადრე ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­პატ­რო­ნეს უბ­რუნ­დე­ბა დე­პო­ზიტ­ზე შე­ნა­ხუ­ლი თან­ხის შე­სა­ბა­მი­სი ნა­წი­ლი.

~ ჩემ მიერ ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე პა­სუხს არ აგებს ჩემი ოჯა­ხი;

~და­ნარ­ჩე­ნი პი­რო­ბე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და შე­ად­გენს ორ­მხრი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­განს.

~წი­ნა­და­დე­ბებს ვი­ღებ ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დღი­დან.

~ვი­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლია ეს ტექ­სტი ნე­ბის­მი­ერ ენა­ზე თარ­გმნოს და გა­ავ­რცე­ლოს!

მაშ ასე!

~ამ წუ­თი­დან იყი­დე­ბა თქვე­ნი მო­ნა­მორ­ჩი­ლი

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია!!!!!!!!!

გთხოვთ ჩემს ამ გან­ცხა­დე­ბას მო­ე­კი­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით.

მე არ მე­ხუმ­რე­ბა!", - წერს ღვინ­ჯი­ლია.

Fb.com-ზე სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ლევან ღვინჯილია საკუთარ თავს ყიდის - მეცნიერი გამოუვალ მდგომარეობაშია

ლევან ღვინჯილია საკუთარ თავს ყიდის - მეცნიერი გამოუვალ მდგომარეობაშია

"ყურადღება! იყიდება ლევან ღვინჯილია!.. გთხოვთ, ჩემს ამ განცხადებას მოეკიდოთ მაქსიმალური სერიოზულობით. მე არ მეხუმრება!", - ეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ლევან ღვინჯილიას გამოქვეყნებული სტატუსია.

"ყურადღება! იყიდება ლევან ღვინჯილია!!!

თქვენს წინაშეა, ერთი შეხედვით, თითქოს დაუჯერებელი, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სერიოზულად მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მესახება გამოსავალი ჩემი და ჩემი ოჯახის სრულიად უპერსპექტივო და ჩიხური ეკონომიკური მდგომარეობიდან.

რატომ ჩიხური?

არც ერთმა ქართულმა ბანკმა სესხი არ მომცა იმის გამო, რომ მე უკვე 65 წლისა ვარ.

პასუხის ქვეტექსტი ასეთია:

"ბატონო ლევან, 10-15 წლიან სესხს იმიტომ ვერ მოგცემთ, რომ თქვენ ვალის დაბრუნებამდე მოკვდებით და ჩვენ სულ არ გვჭირდება სესხის გირაოდ თქვენ მიერ ჩადებული ქონება".

სხვა ჩემ ოჯახში ყველა უმუშევარია.

იძულებული ვარ, გამსესხებელთა სარგებელი ახალი ვალით ვიხადო....

მოკლედ, დღეს გამინათდა გონება და ვიპოვე გამოსავალი:

~ უნდა გავყიდო საკუთარი თავი!!!

~ არა! თქვენ არაფერი არ მოგლანდებიათ!

~დიახ!

~ მე, ლევან ღვინჯილია ვყიდი საკუთარ თავს!!!

~ რას წარმოადგენს გასაყიდი "საქონელი"?:

~ვარ 65 წლისა!

~მყავს მეუღლე, 6 შვილი და 7 შვილიშვილი (ვიყიდები მხოლოდ მე, მათ გარეშე)!

~მაქვს უმაღლესი განათლება:

~ თსუ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ფილოლოგ-კავკასიოლოგი , 1972);

~უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი (ფრანგული ენის მასწავლებელი, 1987);

~საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა(1972-75);

~ს.ზაქარიაძის სახ. კუტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყ.(1975).

~"ფაზისის" აკადემიის აკადემიკოსი.

~აშშ კონექტიკუტის შტატის ქ. ვოტერფორდისა და ქ.ხობის(!) საპატიო მოქალაქე.

~საელკლესიო მუსიკის მსოფლიო კონკურსისა (ქ.ჰაინოვკა, პოლონეთი, 1989) და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის (ქ.მოსკოვი, 1985) ლაურეატი;

~ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

~სასამართლო ექსპერტი-ლინგვისტი;

~ ენის სახელმწიფო პალატის დამაარსებელი (1997) და თავმჯდომარე მის გაუქმებამდე(1204).

~გაზეთ "ეროსიონის" მთ. რედაქტორი (1991-1992);

~საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე, პროგრამების გენ.დირექტორი, კომენტატორი, სპეცკორი (1979-2006);

~ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი (1987-2004).

~1974-2002 წლებში დავაფუძნე 7 ვოკალური ანსამბლი ("ფაზისი", "ოროველა", იმედი" და სხვა.), რომელთა უმეტესობის შემოქმედება გამოცემულია (ამჟამად ვარ "აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი).

~რა მეხერხება?

~სოფლის მეურნეობაში - მეცხოველეობა (ძროხა, თხა, კამეჩი, ღორი, ცხენი, ვირი, ზებრა, აქლემი, ჯორი, ძაღლი, კატა, კურდღელი, შინშილა...); მეფრინველეობა (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი, ციცარი, მტრედი, ხოხობი, ფუტკარი...); მიწათმოქმედება (მევენახეობა, მესიმინდეობა, მებოსტნეობა, მეჩაიეობა, მეხილეობა, მედაფნეობა.....);

~განათლების სფერო: შემიძლია ვასწავლო ქართული და მსოფლიო ლიტერატურა; ასევე - იბერიულ-კავკასიური და ინდოევროპული (მათ შორის, რუსული, ფრანგული, გერმანული) ენები, როგორც დიდებს, ასევე მოზარდებს.

~ასევე შემიძლია, ვასწავლო ქართული სიმღერა და პოეზია, ზოგადად ხალხური შემოქმედება, მეტყველების კულტურა;

~კულინარია (განსაკუთრებით მეგრული სამზარეულო და არამარტო ის)....

~ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია და მისი დაზუსტება შეიძლება კლიენტის მოთხოვნათა შესაბამისად!!!

~ ჩემი ყიდვის ზოგადი პირობები:

~ვიყიდები განსაზღვრული დროით, ან სიცოცხლის ბოლომდე!

~ვიყიდები როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ - ნებისმიერ უცხო ქვეყანაში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, რუსეთისა, ჩინეთისა, ნაწილობრივ თურქეთისა და აზია-აფრიკის მუსულმანური ქვეყნებისა!

~მყიდველი შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი, რომელიც გადაიხდის მოლაპარაკებულ თანხას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქლაქეებისა, ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების ნებისმიერი წევრისა (ამ დათქმის კომენტარი შესაძლებელია მხოლოდ ღია ეთერში და მათი მონაწილეობის შემთხვევაში).

~ დათქმულ დროზე ადრე ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში მეპატრონეს უბრუნდება დეპოზიტზე შენახული თანხის შესაბამისი ნაწილი.

~ ჩემ მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს ჩემი ოჯახი;

~დანარჩენი პირობები გასაიდუმლოებულია და შეადგენს ორმხრივი მოლაპარაკების საგანს.

~წინადადებებს ვიღებ ამ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

~ვისაც დააინტერესებს, შეუძლია ეს ტექსტი ნებისმიერ ენაზე თარგმნოს და გაავრცელოს!

მაშ ასე!

~ამ წუთიდან იყიდება თქვენი მონამორჩილი

ლევან ღვინჯილია!!!!!!!!!

გთხოვთ ჩემს ამ განცხადებას მოეკიდოთ მაქსიმალური სერიოზულობით.

მე არ მეხუმრება!", - წერს ღვინჯილია.

Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული სტატუსი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია