ნინი ონიანს უკვე კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი. სერიალებში თამამი სცენებით და გულახდილი ფოტოებით მამაკაცების ყურადღება მალევე მიიქცია. დავინტერესდით, რა დროს უთმობს ნინი თავის მოვლას და როგორ ახერხებს, რომ ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებოდეს.
- ყოველთვის ვცდილობ, რომ ჯანსაღი საკვებით ვიკვებო. ქუჩაში არასდროს ვყიდულობ მზა პროდუქტს. ვცდილობ, ყოველთვის მე მოვამზადო საჭმელი.
- როგორ იკვებები?
- არასდროს არ ვჭამ შემწვარ საჭმელს. ხშირად ვჭამ მოხარშულ ქათმის ხორცს. ძალიან მიყვარს ბოსტნეული და ხილი. ყველაზე მეტად კი ყვავილოვანი კომბოსტო მიყვარს, რომელიც ძალიან სასარგებლოა. ვსაუზმობ ჰერკულესის ფაფით ან წიწიბურით და დღის განმავლობაში ოთხჯერ ან ხუთჯერ ვიკვებები. ეს ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. მსუბუქ ვარჯიშებს ვაკეთებ, იმისთვის რომ სულ ტონუსში ვიყო.
- თმისა და სახის მოვლას ბევრ დროს უთმობ?
- სახის და თმის მოვლისას არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. თმა ბოლოებში რომ არ გაიყოს, ნიღაბს ვიკეთებ.