კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ
გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

თე­მის გა­ნახ­ლე­ბა| კუს ტბა­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის ვი­დე­ო­მა­სა­ლა და გე­ნინ­სპექ­ცი­ის დას­კვნა: უწყე­ბის თქმით, ლიკა კი­კი­ა­ნის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლებს არც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ და არც სას­ტი­კად უცე­მი­ათ

კლუბ "ვი­ტა­მი­ნის" მე­ნე­ჯე­რის, ლიკა კი­კი­ა­ნის მიერ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ლიკა კი­კი­ა­ნი, "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში დაწ­ვრი­ლე­ბით სა­უბ­რობს მომ­ხდარ­ზე, რა­საც უკვე მოჰ­ყვა შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მცი­რე კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ კლუბ "ვი­ტა­მი­ნის" თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო, მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში მოხ­დე­ბა მხა­რე­თა და ფაქ­ტის შემ­სწრე პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიკა კი­კი­ა­ნი უკვე და­ბა­რე­ბუ­ლია გე­ნის­პექ­ცი­ა­ში.

Ambebi.ge ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ებს და­აკ­ვირ­და. ვი­დე­ობ­ლო­გი, რო­მელ­შიც ლიკა კი­კი­ა­ნი მომ­ხდარს აღ­წერს, 5, 500-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ზი­ა­რა. შე­ფა­სე­ბე­ბი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნე­გა­ტი­უ­რია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აფა­სე­ბენ ლიკა კი­კი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­დნენ პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბებს. ჩვენ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას და მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი: ამ ფაქ­ტზე შსს-მ რე­ა­გი­რე­ბა უკვე და­ი­წყო, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ჩვენ არ ვცხოვ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად არის და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ასე­თი ამ­ბე­ბი ადრე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბა დიდ­ხანს არ უნდა გაგ­რძელ­დეს.

ვენ­დო­ბით თუ არა ამ გო­გო­ნას გან­ცხა­დე­ბას, ეს ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ უნდა ვენ­დოთ. ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი რა­ღა­ცის მო­გო­ნე­ბა. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, მი­ნი­მუმ შერ­ცხვე­ბი, თუ არ და­დას­ტურ­და. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს ვი­ცავთ, და­ვაკ­ვირ­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბას. რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­წყო ვერ ჩა­ვერ­თვე­ბით საქ­მე­ში. თუ და­დას­ტურ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა სის­ტე­მა­ში, ვის მიზ­ნებ­შიც შე­დის, რომ სა­მი­ნის­ტროს ჩირ­ქი მოს­ცხოს, მაგ­რამ პო­ზი­ტი­უ­რია ის, რომ საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა.

ირაკ­ლი კორ­ძა­ია: არა­რე­ა­ლუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა 20 პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ გო­გო­ნას ცე­მის ფაქ­ტი, მაგ­რამ ფაქ­ტია, გა­უ­გებ­რო­ბა იყო. არ მგო­ნია, უსა­ფუძ­ვლო იყოს ამ გო­გო­ნას გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. მთა­ვა­რია მა­ხინ­ჯი და უვარ­გი­სი ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის დროს და­ი­ნერ­გა და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს გაგ­რძელ­და, არ გა­ნაგ­რძონ ამათ­მაც, რა­საც ჰქვია "მუნ­დი­რის ღირ­სე­ბის შე­ნახ­ვა". ამ და­უს­ჯე­ლო­ბის შე­დე­გად არის შე­ლა­ხუ­ლი პო­ლი­ცი­ის იმი­ჯი. გე­ნინ­სპექ­ცია რომ სჯი­დეს პო­ლი­ცი­ელს, შსს-ს იმიჯ­ზე და­დე­ბი­თად იმუ­შა­ვებ­და ეს და მო­სახ­ლე­ო­ბაც იგ­რძნობ­და, რომ მას­ზე ზრუ­ნავს შსს.

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე: თუ და­დას­ტურ­და ის ფაქ­ტი, რომ ამ გო­გოს თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რი შუ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ან ქო­ნე­ბა და­უ­ზი­ა­ნეს, ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად არი­ან და­სა­ჭე­რე­ბი. ამ­დე­ნი წელი ვებ­რძო­დით მსგავს ფაქ­ტებს, ეს საქ­მე პი­რა­დად შს მი­ნის­ტრამ­დე უნდა მი­ვი­დეს, ჩა­ტარ­დეს გამ­ჭირ­ვა­ლე გა­მო­ძი­ე­ბა. შსს-ში რე­ფორ­მა უნდა ჩა­ტარ­დეს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დეთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, იმი­ტომ რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რებ­ლე­ბი არი­ან, ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­აქვთ გა­რეთ და ამე­ტე­ბენ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ეს უნდა გა­მოს­წორ­დეს. მე მზად ვარ გვერ­დით და­ვუდ­გე მაგ გო­გო­ნას, თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, მი­ა­წო­დეთ ჩემი ნო­მე­რი, ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი მის საქ­მეს. დროა, პო­ლი­ცი­ელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლის და მო­ქა­ლა­ქემ მო­ქა­ლა­ქის სახე და­იბ­რუ­ნოს. ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ელს არ აქვს. თუ და­ა­შა­ვა, კო­დექ­სის დაც­ვით უნდა და­ა­კა­ვო. გული დამ­წყდე­ბა, თუ ეს ფაქ­ტი და­დას­ტურ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

თემის განახლება| კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა: უწყების თქმით, ლიკა კიკიანისთვის პოლიციელებს არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ და არც სასტიკად უცემიათ

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერის, ლიკა კიკიანის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ლიკა კიკიანი, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში დაწვრილებით საუბრობს მომხდარზე, რასაც უკვე მოჰყვა შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის მცირე კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბ "ვიტამინის" თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ლიკა კიკიანი უკვე დაბარებულია გენისპექციაში.

Ambebi.ge ვიდეოს გავრცელების შემდეგ საზოგადოების რეაქციებს დააკვირდა. ვიდეობლოგი, რომელშიც ლიკა კიკიანი მომხდარს აღწერს, 5, 500-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა. შეფასებები ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია. ინტერნეტმომხმარებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებას მოითხოვენ.

Ambebi.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში არაერთხელ დაუპირისპირდნენ პოლიციის ქმედებებს. ჩვენ ლევან გოგიჩაიშვილს, ირაკლი კორძაიას და მელორ ვაჩნაძეს ვესაუბრეთ.

ლევან გოგიჩაიშვილი: ამ ფაქტზე შსს-მ რეაგირება უკვე დაიწყო, ეს ძალიან კარგია. ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც გარანტირებულად არის დაცული ადამიანების უფლებები. ასეთი ამბები ადრე ყოველდღიურობა იყო და ამაზე რეაგირება არ ხდებოდა. გამოძიება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ვენდობით თუ არა ამ გოგონას განცხადებას, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა ვენდოთ. ძალიან რთულია ასეთი რაღაცის მოგონება. დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, მინიმუმ შერცხვები, თუ არ დადასტურდა. ის ადამიანები, ვინც ადამიანების უფლებებს ვიცავთ, დავაკვირდებით გამოძიების მსვლელობას.  რადგან გამოძიება, დაიწყო ვერ ჩავერთვებით საქმეში. თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ადამიანი დარჩა სისტემაში, ვის მიზნებშიც შედის, რომ სამინისტროს ჩირქი მოსცხოს, მაგრამ პოზიტიურია ის, რომ საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.

ირაკლი კორძაია: არარეალურად მეჩვენება 20 პოლიციელის მიერ გოგონას ცემის ფაქტი, მაგრამ ფაქტია, გაუგებრობა იყო. არ მგონია, უსაფუძვლო იყოს ამ გოგონას განცხადება, მაგრამ გაზვიადებულად მეჩვენება. მთავარია მახინჯი და უვარგისი ტენდენცია, რომელიც შევარდნაძის დროს დაინერგა და სააკაშვილის დროს გაგრძელდა, არ განაგრძონ ამათმაც, რასაც ჰქვია "მუნდირის ღირსების შენახვა". ამ დაუსჯელობის შედეგად არის შელახული პოლიციის იმიჯი. გენინსპექცია რომ სჯიდეს პოლიციელს, შსს-ს იმიჯზე დადებითად იმუშავებდა ეს და მოსახლეობაც იგრძნობდა, რომ მასზე ზრუნავს შსს.

მელორ ვაჩნაძე: თუ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ამ გოგოს თუნდაც ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს ან ქონება დაუზიანეს, ეს პოლიციელები ჯგუფურად არიან დასაჭერები. ამდენი წელი ვებრძოდით მსგავს ფაქტებს, ეს საქმე პირადად შს მინისტრამდე უნდა მივიდეს, ჩატარდეს გამჭირვალე გამოძიება. შსს-ში რეფორმა უნდა ჩატარდეს, ფსიქოლოგიური ტრენინგები ჩაუტარდეთ სამართალდამცავებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ფსიქიკურად გაუწონასწორებლები არიან, ოჯახური პრობლემები გამოაქვთ გარეთ და ამეტებენ თავიანთ უფლებამოსილებას. ეს უნდა გამოსწორდეს. მე მზად ვარ გვერდით დავუდგე მაგ გოგონას, თუ დაინტერესდება, მიაწოდეთ ჩემი ნომერი, ბოლომდე მივყვები მის საქმეს. დროა, პოლიციელმა პოლიციელის და მოქალაქემ მოქალაქის სახე დაიბრუნოს. ფიზიკური შეურაცხყოფის უფლება პოლიციელს არ აქვს. თუ დააშავა,  კოდექსის დაცვით უნდა დააკავო. გული დამწყდება, თუ ეს ფაქტი დადასტურდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"