გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე რაინლანდ-პფალცის მიწას ტორნადომ გადაუარა. "დოიჩე ველეს" ცნობით, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ განსაკუთრებით სოფელი ფრამერსჰაიმი დააზიანა. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზარალმა 10 მილიონ ევროს მიაღწია. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი; მათ შორის ორი სახლი მთლიანად განადგურებულია. წაქცეული ხეების გამო კი სოფელთან მისასვლელი გზა გვიან ღამემდე ჩაკეტილი იყო.