საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. განცხადება ქართველ ემიგრანტთა სახელით, ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა,ტელეკომპანია "რუსთაი-2"-ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. მისი თქმით, ემიგრანტები ითხოვენ, შემუშავდეს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შეიქმნება. მისი თქმით, საბერძნეთში ვითარება საკმაოდ რთულია, რაც იქ მცხოვრებ ემიგრანტებზეც აისახება. გიუნაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს შესაძლოა საქართველოში დაბრუნება მოუწიოს. მისივე განცხადებით, დღეს ხელისუფლება არსებულ სიტუაციაში მზად არ აღმოჩნდა.
"როდესაც აქ ათენში დარბოდნენ დროშებით და ემიგრაციას ჰპირდებოდნენ, რომ დააბრუნებდნენ, ახლა სად არიან? რატომ არ ჩამოდიან, რატომ არ ეხმარებიან აქ ხალხს? ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ხელისუფლება საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხების შემცირებაზე უფრო ნირვიულობს, ვიდრე ემიგრანტების ბედზე. მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები და, როდესაც ფული შემოაკლდებათ, მაშინ ახსენდებათ. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს საერთაშორისო მიგრაციის დეპარტამენტი საერთოდ არ მუშაობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა უყურადღებობა", - განაცხადა გინუაშვილმა.