პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ორი დღით მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართველებმა აატირეს - "მაგარი ემოციური მუხტი მიიღო"
თბილისში ორი დღით მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართველებმა აატირეს - "მაგარი ემოციური მუხტი მიიღო"

გა­სულ კვი­რას თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი - ჯე­ი­სონ ფლე­მინ­გი იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი მას არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლით იც­ნობს. თბი­ლის­ში ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის გა­და­სა­ღე­ბად ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მის აქ ჩა­მოყ­ვა­ნა­ში დიდი წვლი­ლი პრო­დი­უ­სერ­სა და რე­ჟი­სორს ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძეს მი­უ­ძღვის. რო­გორც ამ­ბობს, ისი­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ, ერ­თმა­ნე­თი კი პრო­ექ­ტზე - "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" გა­იც­ნეს (ფილ­მი ნიკა ხო­მა­სუ­რი­ძემ უნდა გა­და­ი­ღოს, ოღონდ, პრო­ექ­ტი ამ ეტაპ­ზე ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ჯე­ი­სო­ნი ფილმში მღვდლის (ჩიხ­ლა­ძე) როლ­ზეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი).

ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე:

- ჯე­ი­სო­ნის თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნა უცებ მოხ­და, თუმ­ცა უკვე სამი წე­ლია, მინ­დო­და, აქ ჩა­მო­სუ­ლი­ყო. ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და გარ­და ამი­სა, უმაგ­რე­სი პი­როვ­ნე­ბა. მოკ­ლედ, ჩემს მე­გო­ბარს გი­ორ­გი ქვლი­ვი­ძეს აქვს სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბან­კის კლი­პი უნდა გა­და­ე­ღო და ჯე­ი­სო­ნის ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში ერ­თობ­ლი­ვად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას, უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი უნ­დო­და. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, ბო­ლოს ჯე­ი­სონ ფრე­მინგზე შევ­ჩერ­დით და და­ვუ­კავ­შირ­დით.

ზუს­ტად ისე და­ემ­თხვა, რომ მას ამ პე­რი­ოდ­ში დრო ჰქონ­და და ჩა­მო­ვი­და. ამას­თან, რა თქმა უნდა, პი­რო­ბებ­ზეც შევ­თან­ხმდით. ფაქ­ტობ­რი­ვად, სულ ორი დღით ჩა­მო­ვი­და.

- სე­რი­ო­ზუ­ლი პი­რო­ბე­ბი წა­გი­ყე­ნათ, თუ ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ ყვე­ლა­ფერს თქვენ­მა მე­გობ­რო­ბამ შე­უ­წყო ხელი?

- კი, მე­გობ­რო­ბა დაგ­ვეხ­მა­რა...

- რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა? ად­ვი­ლია მას­თან ურ­თი­ე­რო­ბა?

- ყვე­ლა ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თით­ქმის ერ­თნა­ი­რია, რად­გა­ნაც მათ, სა­ნამ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დნენ, თით­ქმის მსგავ­სი გზა გა­ი­ა­რეს. ამი­ტომ, ურ­თი­ერ­თო­ბის და მე­გობ­რო­ბის ფასი კარ­გად იცი­ან. ასე რომ, უპ­რობ­ლე­მო და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა სა­ნამ ახ­ლოს გა­იც­ნობ, ასე არ იფიქ­რო. ჩვენს მე­გო­ბარს სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. დიახ, მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თავ­მდაბ­ლო­ბაა მათი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა.

- მას ახლა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი აქვს?

- ახლა დე­ვით პინ­ჩე­რის სე­რი­ალ­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, 4 სე­რია გა­და­ი­ღეს, ამი­ტომ ლონ­დონ­ში იყო ჩა­სუ­ლი და ჩვენ­თან იქი­დან ჩა­მოფ­რინ­და. ცოტა ხან­ში ისევ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში დაბ­რუნ­დე­ბა. იქ პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე ფილმზე მუ­შა­ობს. მისი რან­გის მსა­ხი­ო­ბე­ბი სულ დატ­ვირ­თუ­ლე­ბი არი­ან, უკვე იმ სა­ფე­ხურ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ სა­მუ­შა­ოს ძებ­ნა არ უჭირთ.

- მო­ე­წო­ნა სა­ქარ­თვე­ლო?

- იმ მცი­რე დრო­ში, რაც შევ­ძე­ლით, ვა­ნა­ხეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეთ. პირ­ველ დღეს რეკ­ლა­მის გა­და­ღე­ბა ჰქონ­და, მერე რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ, სა­ღა­მოს სა­დი­ლი და ნამ­გზავ­რმა ცოტა და­ის­ვე­ნა. მე­ო­რე დღეს კა­ხეთ­ში წა­ვე­დით და იქ ისე მო­უ­წყვეთ საქ­მე, რომ ხინ­კა­ლიც გა­ა­კე­თა, მწვა­დიც შეწ­ვა და ჩურ­ჩხე­ლაც ამო­ავ­ლო. ასე­თი მიკ­რო კლი­მა­ტი შე­ვუქ­მე­ნით. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნა. შემ­დგომ პა­ტა­რა წვე­უ­ლე­ბაც მო­ვუ­წყვეთ, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" კვარ­ტე­ტი ჩა­მო­ვი­და. მათ­მა სიმ­ღე­რამ მას­ზე სა­ოც­რად იმოქ­მე­და. ეს ბოლო წერ­ტი­ლი იყო, ამის შემ­დეგ თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა... მა­გა­რი ემო­ცი­უ­რი მუხ­ტი მი­ი­ღო.

ამას­თან, მშვე­ნი­ე­რი სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც, რო­მელ­საც და­ვა­მონ­ტა­ჟებთ და მა­ყუ­რე­ბელს მისი ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა. თა­ვად სა­რეკ­ლა­მო კლიპს, რომ­ლის გა­და­სა­ღე­ბა­დაც ჯე­ი­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი ცოტა ხან­ში იხი­ლავს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

თბილისში ორი დღით მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართველებმა აატირეს - "მაგარი ემოციური მუხტი მიიღო"

თბილისში ორი დღით მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართველებმა აატირეს - "მაგარი ემოციური მუხტი მიიღო"

გასულ კვირას თბილისში ცნობილი ბრიტანელი ჰოლივუდის მსახიობი - ჯეისონ ფლემინგი იმყოფებოდა. მაყურებელი მას არაერთი საინტერესო როლით იცნობს. თბილისში ერთ-ერთმა კომპანიამ სარეკლამო რგოლის გადასაღებად ჩამოიყვანა. მის აქ ჩამოყვანაში დიდი წვლილი პროდიუსერსა და რეჟისორს ნიკოლოზ ხომასურიძეს მიუძღვის. როგორც ამბობს, ისინი მეგობრები არიან, ერთმანეთს კარგად იცნობენ, ერთმანეთი კი პროექტზე - "ჯინსების თაობა" გაიცნეს (ფილმი ნიკა ხომასურიძემ უნდა გადაიღოს, ოღონდ, პროექტი ამ ეტაპზე ფინანსების უქონლობის გამო შეჩერებულია. ჯეისონი ფილმში მღვდლის (ჩიხლაძე) როლზეა დამტკიცებული).

ნიკოლოზ ხომასურიძე:

- ჯეისონის თბილისში ჩამოყვანა უცებ მოხდა, თუმცა უკვე სამი წელია, მინდოდა, აქ ჩამოსულიყო. ძალიან კარგი მსახიობია და გარდა ამისა, უმაგრესი პიროვნება. მოკლედ, ჩემს მეგობარს გიორგი ქვლივიძეს აქვს სარეკლამო კომპანია, რომელსაც ერთ-ერთი ცნობილი ბანკის კლიპი უნდა გადაეღო და ჯეისონის ვიზიტი თბილისში ერთობლივად განვახორციელეთ. სცენარის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას, უცხოელი მსახიობი უნდოდა. ბევრი ვიფიქრეთ, ბოლოს ჯეისონ ფრემინგზე შევჩერდით და დავუკავშირდით.

ზუსტად ისე დაემთხვა, რომ მას ამ პერიოდში დრო ჰქონდა და ჩამოვიდა. ამასთან, რა თქმა უნდა, პირობებზეც შევთანხმდით. ფაქტობრივად, სულ ორი დღით ჩამოვიდა.

- სერიოზული პირობები წაგიყენათ, თუ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს თქვენმა მეგობრობამ შეუწყო ხელი?

- კი, მეგობრობა დაგვეხმარა...

- როგორი პიროვნებაა? ადვილია მასთან ურთიერობა?

- ყველა ასეთი წარმატებული ადამიანი, თითქმის ერთნაირია, რადგანაც მათ, სანამ წარმატებას მიაღწევდნენ, თითქმის მსგავსი გზა გაიარეს. ამიტომ, ურთიერთობის და მეგობრობის ფასი კარგად იციან. ასე რომ, უპრობლემო და ჩვეულებრივი ადამიანია. თუმცა შეიძლება სანამ ახლოს გაიცნობ, ასე არ იფიქრო. ჩვენს მეგობარს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, ჩვეულებრივია ურთიერთობაში. დიახ, მაგარი პროფესიონალები მაგარი ადამიანები არიან, თავმდაბლობაა მათი ცხოვრების მთავარი თვისება.

- მას ახლა შემოქმედებითად აქტიური პერიოდი აქვს?

- ახლა დევით პინჩერის სერიალში იყო დაკავებული, 4 სერია გადაიღეს, ამიტომ ლონდონში იყო ჩასული და ჩვენთან იქიდან ჩამოფრინდა. ცოტა ხანში ისევ ლოს-ანჯელესში დაბრუნდება. იქ პარალელურად რამდენიმე ფილმზე მუშაობს. მისი რანგის მსახიობები სულ დატვირთულები არიან, უკვე იმ საფეხურზე იმყოფებიან, რომ სამუშაოს ძებნა არ უჭირთ.

- მოეწონა საქართველო?

- იმ მცირე დროში, რაც შევძელით, ვანახეთ და დავათვალიერებინეთ. პირველ დღეს რეკლამის გადაღება ჰქონდა, მერე რამდენიმე ინტერვიუ, საღამოს სადილი და ნამგზავრმა ცოტა დაისვენა. მეორე დღეს კახეთში წავედით და იქ ისე მოუწყვეთ საქმე, რომ ხინკალიც გააკეთა, მწვადიც შეწვა და ჩურჩხელაც ამოავლო. ასეთი მიკრო კლიმატი შევუქმენით. მოკლედ, ძალიან ისიამოვნა. შემდგომ პატარა წვეულებაც მოვუწყვეთ, სადაც ჩემი მეგობრები "ქართული ხმების" კვარტეტი ჩამოვიდა. მათმა სიმღერამ მასზე საოცრად იმოქმედა. ეს ბოლო წერტილი იყო, ამის შემდეგ თვალზე ცრემლი მოადგა... მაგარი ემოციური მუხტი მიიღო.

ამასთან, მშვენიერი სამახსოვრო ფოტოები გვაქვს გადაღებული და ვიდეომასალაც, რომელსაც დავამონტაჟებთ და მაყურებელს მისი ხილვის საშუალებაც ექნება. თავად სარეკლამო კლიპს, რომლის გადასაღებადაც ჯეისონი საქართველოში ჩამოვიდა, მაყურებელი ცოტა ხანში იხილავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება