პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის მამის სახლთან მისულ მარტოხელა დედას "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ
პრემიერის მამის სახლთან მისულ მარტოხელა დედას "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ

დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან მი­სულ ორი შვი­ლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის მა­მის­გან, ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, "სა­გი­ჟეთ­ში წაყ­ვა­ნით" და­ე­მუქრნენ.

"ვარ მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლი, მყავს ორი პა­ტა­რა ბავ­შვი, 11 წლის და 4 წლის. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვარ, ვი­ღებ­დი სა­არ­სე­ბო შეწ­მე­ო­ბას, რო­მე­ლიც შე­მი­წყვი­ტეს. დახ­მა­რე­ბა რა­ტომ მო­მიხ­სნეს, არ ვიცი, არ გა­ნუ­მარ­ტავთ. 197 ლარი მაქვს ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც არა­ფერ­ში არ გვყოფ­ნის. ბან­კში ვალი მაქვს, უსახ­ლკა­როდ ვარ დარ­ჩე­ნი­ლი, ახ­ლაც საჭ­მე­ლი არ გვაქვს, ნა­ხე­ვა­რი პუ­რიც არ მაქვს, რომ ბავ­შვებს ვა­ჭა­მო. დახ­მა­რე­ბის­თვის მი­ვე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან, ბავ­შვებ­თან ერ­თად, მთე­ლი დღე სახ­ლის წინ ვი­ჯე­ქი. მე­გო­ნა გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას გა­მო­ი­ჩენ­დნენ. მი­თხრეს, რომ თუ კი­დევ მი­ვი­დო­დი, სა­გი­ჟეთ­ში წა­მიყ­ვან­დნენ. სა­ა­მი­სო არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია. თვი­თონ ტა­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და დაც­ვის მხრი­დან მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან იყო მუ­ქა­რა. მათი სურ­ვი­ლი იყო, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან პრე­მი­ე­რის მა­მის სახ­ლის წინ ვი­ჯე­ქი ბავ­შვებ­თან ერ­თად. პო­ლი­ცი­ას რა­საც უბ­რძა­ნებ­დნენ, იმას აკე­თებ­დნენ. ხელ­ბორ­კი­ლი არ და­უ­დი­ათ, მაგ­რამ იყო ყვი­რი­ლი, რომ მო­ი­ტა­ნეთ პი­კა­პი, ჩა­ვაგ­დოთ და სა­გი­ჟეთ­ში წა­ვიყ­ვა­ნო­თო", - აღ­ნიშ­ნავს მარ­ტო­ხე­ლა დედა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­მი­ე­რის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან მის­ვლამ­დე დახ­მა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პრემიერის მამის სახლთან მისულ მარტოხელა დედას "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ

პრემიერის მამის სახლთან მისულ მარტოხელა დედას "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ

დედოფლისწყაროში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან მისულ ორი შვილის მარტოხელა დედას, რომელიც პრემიერის მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან დახმარებას ითხოვდა, "საგიჟეთში წაყვანით" დაემუქრნენ.

"ვარ მარჩენალდაკარგული, მყავს ორი პატარა ბავშვი, 11 წლის და 4 წლის. სოციალურად დაუცველი ვარ, ვიღებდი საარსებო შეწმეობას, რომელიც შემიწყვიტეს. დახმარება რატომ მომიხსნეს, არ ვიცი, არ განუმარტავთ. 197 ლარი მაქვს ხელფასი, რომელიც არაფერში არ გვყოფნის. ბანკში ვალი მაქვს, უსახლკაროდ ვარ დარჩენილი, ახლაც საჭმელი არ გვაქვს, ნახევარი პურიც არ მაქვს, რომ ბავშვებს ვაჭამო. დახმარებისთვის მივედი პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, ბავშვებთან ერთად, მთელი დღე სახლის წინ ვიჯექი. მეგონა გულისხმიერებას გამოიჩენდნენ. მითხრეს, რომ თუ კიდევ მივიდოდი, საგიჟეთში წამიყვანდნენ. საამისო არაფერი ჩამიდენია. თვითონ ტარიელ ღარიბაშვილის და დაცვის მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. პოლიციელებისგან იყო მუქარა. მათი სურვილი იყო, რომ წავსულიყავი, რადგან პრემიერის მამის სახლის წინ ვიჯექი ბავშვებთან ერთად. პოლიციას რასაც უბრძანებდნენ, იმას აკეთებდნენ. ხელბორკილი არ დაუდიათ, მაგრამ იყო ყვირილი, რომ მოიტანეთ პიკაპი, ჩავაგდოთ და საგიჟეთში წავიყვანოთო", - აღნიშნავს მარტოხელა დედა.

მისივე თქმით, პრემიერის მშობლების სახლთან მისვლამდე დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა