მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველთათვის იტალია, შესაძლოა, მეორე საბერძნეთად იქცეს
ქართველთათვის იტალია, შესაძლოა, მეორე საბერძნეთად იქცეს

სა­ბერ­ძნე­თის შემ­დეგ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს იტა­ლი­ა­შიც გა­უ­ჭირ­დათ. ამ­ბო­ბენ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო, იტა­ლი­ე­ლე­ბი უცხო­ე­ლი მუ­შა­ხე­ლის აყ­ვა­ნა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რის გა­მოც, ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა უჭირთ. ვინც მუ­შა­ობს, დამ­საქ­მე­ბელ­მა ოჯა­ხებ­მა მათ ხელ­ფა­სი 100-200 ევ­რო­თი შე­უმ­ცი­რეს.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ეკო­ნო­მი­უ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი დღემ­დე ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, რის გა­მოც ქარ­თვე­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დი­ან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა რო­დის, არა­ვინ იცის. იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე მეტი ემიგ­რან­ტი სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. ამ­ბო­ბენ, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა უმ­ძიმთ: "ზოგ­ჯერ შიმ­ში­ლიც გვი­წევს, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე დღე, ან თვე სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვართ, მაგ­რამ ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლოთ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მში­ე­რი შვი­ლე­ბი გვე­ლო­დე­ბი­ან".

მა­რი­ამ გი­გა­უ­რი 12 წე­ლია იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში იტა­ლი­ა­ში ბევ­რი მა­ღა­ზია და­ი­ხუ­რა, კაფე-ბა­რიც. არის კრი­ზი­სი, მაგ­რამ იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა უფრო ღრმა კრი­ზის­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. "იტა­ლი­ა­შიც კრი­ზი­სია, მაგ­რამ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ვართ, რო­გორც სა­ბერ­ძნეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მა­ღა­ზია და­ი­ხუ­რა, ბა­რე­ბიც, ძა­ლი­ან რთუ­ლად იშო­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ემიგ­რან­ტე­ბის­თვის. პი­რა­დად მე სტა­ბი­ლუ­რად ვმუ­შა­ობ და კრი­ზი­სი არ შემ­ხე­ბია, მაგ­რამ ჩემ ირ­გვლივ ბევ­რი ქარ­თვე­ლი დარ­ჩა სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე. ნა­წილ­მა იშო­ვა, ნა­წი­ლი კი დღემ­დე ელო­დე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც არ­თუ­ლებს, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ემიგ­რან­ტი შე­მო­ვი­და იტა­ლი­ა­ში, ისი­ნი უფრო ია­ფად მუ­შა­ო­ბენ და სამ­სა­ხურ­საც შო­უ­ლო­ბენ",- აღ­ნიშ­ნა "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას მა­რი­ამ გი­გა­ურ­მა.

რო­გორც სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­შიც ქარ­თვე­ლე­ბი ოჯა­ხებ­ში მო­ხუ­ცე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად, დამ­ლა­გებ­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ. იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ ვინ­მეს გა­უ­მარ­თლდა, შე­საძ­ლოა, კაფე-ბარ­შიც და­საქმდეს, მაგ­რამ ასე­თი სა­მუ­შაო ძა­ლი­ან ძნე­ლად სა­შოვ­ნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, იტა­ლი­ა­ში ქარ­თველ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 600 ევ­რო­დან იწყე­ბა და 1000 ევ­რომ­დე ადის. ხელ­ფა­სის მო­ცუ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­მელ რე­გი­ონ­ში ხარ. მა­გა­ლი­თად, სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 600-700 ევ­როა, რომ­სა და ნე­ა­პოლ­ში - 800-900 ევრო, ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში კი ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 900-1000 ევ­როს შე­ად­გენს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველთათვის იტალია, შესაძლოა, მეორე საბერძნეთად იქცეს

ქართველთათვის იტალია, შესაძლოა, მეორე საბერძნეთად იქცეს

საბერძნეთის შემდეგ ქართველ ემიგრანტებს იტალიაშიც გაუჭირდათ. ამბობენ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო, იტალიელები უცხოელი მუშახელის აყვანაზე უარს ამბობენ, რის გამოც, ქართველ ემიგრანტებს სამსახურის დაწყება უჭირთ. ვინც მუშაობს, დამსაქმებელმა ოჯახებმა მათ ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირეს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა როდის, არავინ იცის. იტალიაში ემიგრაციაში წასული ქართველებიდან, ყველაზე მეტი ემიგრანტი სამხრეთ იტალიაში ცხოვრობს. ამბობენ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნა უმძიმთ: "ზოგჯერ შიმშილიც გვიწევს, ზოგჯერ რამდენიმე დღე, ან თვე სამსახურის გარეშე ვართ, მაგრამ ვცდილობთ ყველაფერს გავუძლოთ, რადგან საქართველოში მშიერი შვილები გველოდებიან".

მარიამ გიგაური 12 წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში იტალიაში ბევრი მაღაზია დაიხურა, კაფე-ბარიც. არის კრიზისი, მაგრამ იტალიის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ფინანსური პრობლემა უფრო ღრმა კრიზისში არ გადაიზარდოს. "იტალიაშიც კრიზისია, მაგრამ ისეთ სიტუაციაში არ ვართ, როგორც საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები არიან. ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მაღაზია დაიხურა, ბარებიც, ძალიან რთულად იშოვება სამსახური, განსაკუთრებით, ემიგრანტებისთვის. პირადად მე სტაბილურად ვმუშაობ და კრიზისი არ შემხებია, მაგრამ ჩემ ირგვლივ ბევრი ქართველი დარჩა სამსახურის გარეშე. ნაწილმა იშოვა, ნაწილი კი დღემდე ელოდება. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არაბული ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ემიგრანტი შემოვიდა იტალიაში, ისინი უფრო იაფად მუშაობენ და სამსახურსაც შოულობენ",- აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მარიამ გიგაურმა.

როგორც საბერძნეთში, იტალიაშიც ქართველები ოჯახებში მოხუცებისა და ბავშვების მომვლელებად, დამლაგებლებად მუშაობენ. იქ მყოფი ქართველები ამბობენ, რომ თუ ვინმეს გაუმართლდა, შესაძლოა, კაფე-ბარშიც დასაქმდეს, მაგრამ ასეთი სამუშაო ძალიან ძნელად საშოვნელია. რაც შეეხება ანაზღაურებას, იტალიაში ქართველთა ყოველთვიური ხელფასი 600 ევროდან იწყება და 1000 ევრომდე ადის. ხელფასის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონში ხარ. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში ქართველი ემიგრანტების საშუალო ხელფასი 600-700 ევროა, რომსა და ნეაპოლში - 800-900 ევრო, ჩრდილოეთ იტალიაში კი ყოველგვარი ანაზღაურება 900-1000 ევროს შეადგენს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია