მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეციალური წესები, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა სუპერთასის ბილეთების შესაძენად უნდა დაიცვან
სპეციალური წესები, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა სუპერთასის ბილეთების შესაძენად უნდა დაიცვან

სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი ვა­კის პარ­კი­დან მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გე­ბუ­ლი ბი­ლი­კე­ბით მივ­ლენ. ამის შე­სა­ხებ sportall.ge წერს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სურ სუ­პერ­თას­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა. გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა კი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ არა სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ებ­თან, არა­მედ ვა­კის პარკში მო­უ­წევს შეკ­რე­ბა. აქე­დან ისი­ნი სტა­დი­ო­ნამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გე­ბუ­ლი ბი­ლი­კით მივ­ლენ, 50-კა­ცი­ან ჯგუ­ფე­ბად.

შეკ­რე­ბის ად­გილ­ზე რი­გი­თო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას პო­ლი­ცია და პატ­რუ­ლი და­ი­ცა­ვენ. შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ად­გილ­ზე უფა­სო იქ­ნე­ბა წყა­ლი. და­მონ­ტაჟ­დე­ბა ბი­ო­ტუ­ა­ლე­ტე­ბი. სტა­დი­ონ­ზე უკვე და­ი­წყო დრო­ე­ბი­თი სა­ლა­რო­ე­ბის მონ­ტა­ჟი და მალე დას­რულ­დე­ბა ბი­ლე­თე­ბის და­ბეჭდ­ვა.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვი­რის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა - პრო­ცე­სის და­წყე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე 48 სა­ა­თით ადრე გა­მო­ცხად­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო, ბი­ლე­თე­ბი, ონ­ლა­ინ რე­ჟი­მის ნაც­ვლად, სა­ლა­რო­ში გა­ი­ყი­დე­ბა. თბი­ლის­ში 22 000-მდე ბი­ლე­თის რე­ა­ლი­ზა­ცია იგეგ­მე­ბა. უეფა-ს სუ­პერ­თა­სის მატ­ჩი "ბარ­სე­ლო­ნა­სა" და "სე­ვი­ლი­ას" შო­რის 11 აგ­ვის­ტოს, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

სპეციალური წესები, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა სუპერთასის ბილეთების შესაძენად უნდა დაიცვან

სპეციალური წესები, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა სუპერთასის ბილეთების შესაძენად უნდა დაიცვან

სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკებით მივლენ. ამის შესახებ sportall.ge წერს.

მათივე ინფორმაციით, თბილისურ სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. გულშემატკივარმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.

შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები. სტადიონზე უკვე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი და მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა.

ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაიწყება - პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება. როგორც ცნობილია, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბილეთები, ონლაინ რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია