პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ
სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ

13-14 ივ­ნისს სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას 7 ივ­ლი­სი­დან შე­უძ­ლია ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით შე­სა­ბა­მის გამ­გე­ო­ბას ან მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა კარ­ლო ლა­ფე­რა­ძემ და ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა ლაშა აბა­ში­ძემ სას­ტუმ­რო "444"-ში მცხოვ­რებ სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი თა­ვად გა­ნუ­მარ­ტეს.

ლაშა აბა­ში­ძის თქმით, პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა, ანუ მათ, ვისი სახ­ლიც დან­გრე­უ­ლია ან აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, უნდა მი­მარ­თონ მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ონ ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის წე­სით დად­გე­ნი­ლი ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სახ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მის გა­სა­მაგ­რებ­ლად შე­სა­ბა­მის გამ­გე­ო­ბას უნდა მი­მარ­თონ.

კარ­ლო ლა­ფე­რა­ძის თქმით, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­ცე­მა წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­როს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს, მათ შო­რის, ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო გან­სა­ზღვრავს. ამი­ტომ, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა.

"13-14 ივ­ნისს სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის წესი საკ­რე­ბუ­ლომ 5 ივ­ლისს და­ამ­ტკი­ცა. წე­სის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ორ კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო. პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­დი­ან ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბიც აღ­დგე­ნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ხოლო მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში - ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თა სახ­ლე­ბის აღ­დგე­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. წესი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის ორ ვა­რი­ანტს ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, თა­ვად აირ­ჩი­ონ, თუ რო­მე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით სურთ ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა. პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ე­ცე­მა სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით მის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ფარ­თის ოდე­ნო­ბის თან­ხა, ხოლო მას შემ­დეგ, რაც და­დას­ტურ­დე­ბა ოჯა­ხის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­სახ­ლე­ბის ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რა, თბი­ლი­სის მე­რია მის უძ­რავ ქო­ნე­ბას სტი­ქი­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბით სრუ­ლად გა­მო­ის­ყი­დის", - აცხა­დე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ წე­სით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხე­ვა­ში, დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი: ერთი და ორ­წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის გა­ი­ცე­მა 45 კვ.მ-ის ფარ­თის ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხა, სამი და ოთხწევ­რი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის - 65 კვ.მ ფარ­თის ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხა, ხუთი და ექ­ვსწევ­რი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის - 90 კვ.მ. ფარ­თის ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხა, ხოლო 7 და მეტ­წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის - 110 კვ.მ ფარ­თის ადეკ­ვა­ტუ­რი თან­ხა.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოჯა­ხის გან­სახ­ლე­ბის ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დგომ, მოხ­დე­ბა მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სტი­ქი­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­მოს­ყიდ­ვა და უკვე გა­ცე­მუ­ლი დახ­მა­რე­ბის სხვა­ო­ბის შევ­სე­ბა. ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის წე­სის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს შე­უძ­ლია, პირ­და­პირ მი­მარ­თოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და თბი­ლი­სის მე­რია მის უძ­რავ ქო­ნე­ბას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ის­ყი­დის", - აცხა­დე­ბენ მე­რი­ა­ში.

sponsored by ContentRoom

სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ

სტიქიით დაზარალებულებმა 7 ივლისიდან მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ

13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 7 ივლისიდან შეუძლია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის გამგეობას ან მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ სასტუმრო "444"-ში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების პროცედურები თავად განუმარტეს.

ლაშა აბაშიძის თქმით, პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებმა, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, უნდა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს. დაზარალებულებს შეუძლიათ, აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ერთ-ერთი ვარიანტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.

კარლო ლაფერაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი დასკვნები ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს, მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ამიტომ, მოსახლეობისგან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

"13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე განმარტებით, ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა.

"მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის", - აცხადებენ მერიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია