პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს" - ეკა ხერხეულიძე კიეველ "გაიშნიკთან" ინციდენტსა და "პატრულის" წარმატებაზე
"აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს" - ეკა ხერხეულიძე კიეველ "გაიშნიკთან" ინციდენტსა და "პატრულის" წარმატებაზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უკ­რა­ი­ნა­ში "პატ­რუ­ლის" პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"გა­სულ კვი­რას კი­ევ­ში "გა­იშ­ნი­კე­ბის რე­იდ­ში" მოვ­ხვდი. უმი­ზე­ზოდ გაგ­ვა­ჩე­რეს, ცხა­დია. ისე, რო­გორც დი­ა­დი საბ­ჭო­ე­თის დროს ხდე­ბო­და ხოლ­მე. ცა­რი­ელ გზა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბოდ­ნენ სა­შო­ვარ­ზე გა­მო­სუ­ლი მი­ლი­ცი­ო­ნე­რე­ბი და ზუს­ტად ისე მრავ­ლდე­ბოდ­ნენ, რო­გორც ნაწ­ვი­მარ­ზე სოკო.

მან­ქა­ნას რი­გი­თი ღი­პი­ა­ნი მო­უ­ახ­ლოვ­და, მძღოლს სა­ბუ­თე­ბი მოს­თხო­ვა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ჰქონ­და, მა­ინც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­და, რით ვე­ღარ ხვდე­ბით, თუ გზის გაგ­რძე­ლე­ბა გსურთ, რო­გორ უნდა მო­იქ­ცე­თო..

გე­მახ­სოვ­რე­ბათ ალ­ბათ, ასე­თი რი­გი­თი გა­იშ­ნი­კე­ბის­განსგან მო­შო­რე­ბით, მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ ამ საქ­მის ბო­სე­ბი, კი­დევ უფრო დიდი ღი­პე­ბით სა­ჭეს­თან გა­ჭე­დი­ლე­ბი. სწო­რედ მას­თან უწევ­დათ "ურჩ მძღო­ლებს" საქ­მის გარ­კვე­ვა. ჩვენ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, მძღოლს ბოლო საზ­ვე­რეს გავ­ლა ისე მოს­თხო­ვეს, რომ მგზავ­რე­ბის ეკი­პა­ჟის­თვის თვა­ლი არც შე­უვ­ლია. ჩემი და­ნახ­ვა გან­ზრახ­ვას რომ ვერ შე­უც­ვლი­და, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ წინ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კაცი იჯდა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თმე­ნით უყუ­რებ­და მა­ხინჯ სის­ტე­მას და ზუს­ტად იცო­და, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ეს უბად­რუ­კი მექ­რთა­მე და სხვა მისი მსგავ­სი უსა­ხუ­რე­ბი წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბოდ­ნენ.

სი­ა­მა­ყით აღვსი­ლი ვუ­ყუ­რებ­დი უნებ­ლი­ედ შეს­წრე­ბულ სცე­ნას და ვფიქ­რობ­დი, სულ ცოტა ხნის წინ, ახლა უკვე კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ძაგ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­გორ გვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. ის რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ცხოვ­რე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­ნერ­გეს, აქე­დან გან­დევ­ნი­ლე­ბი, დღეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ან ცხოვ­რე­ბის წესს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მათი მტრე­ბად შე­რა­ცხვის შემ­დეგ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

წუ­ხელ კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი 500 კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი გა­ვი­და. მი­ხა­რია ქარ­თუ­ლი ბრენ­დის ექ­სპორ­ტი და ქარ­თვე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბის დიდ საქ­მე­ში", - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს" - ეკა ხერხეულიძე კიეველ "გაიშნიკთან" ინციდენტსა და "პატრულის" წარმატებაზე

"აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს" - ეკა ხერხეულიძე კიეველ "გაიშნიკთან" ინციდენტსა და "პატრულის" წარმატებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინაში "პატრულის" პროექტის წარმატების შესახებ წერს.

"გასულ კვირას კიევში "გაიშნიკების რეიდში" მოვხვდი. უმიზეზოდ გაგვაჩერეს, ცხადია. ისე, როგორც დიადი საბჭოეთის დროს ხდებოდა ხოლმე. ცარიელ გზაზე მოულოდნელად ჩნდებოდნენ საშოვარზე გამოსული მილიციონერები და ზუსტად ისე მრავლდებოდნენ, როგორც ნაწვიმარზე სოკო.

მანქანას რიგითი ღიპიანი მოუახლოვდა, მძღოლს საბუთები მოსთხოვა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მაინც გაკვირვებული გვიყურებდა, რით ვეღარ ხვდებით, თუ გზის გაგრძელება გსურთ, როგორ უნდა მოიქცეთო..

გემახსოვრებათ ალბათ, ასეთი რიგითი გაიშნიკებისგანსგან მოშორებით, მანქანაში ისხდნენ ამ საქმის ბოსები, კიდევ უფრო დიდი ღიპებით საჭესთან გაჭედილები. სწორედ მასთან უწევდათ "ურჩ მძღოლებს" საქმის გარკვევა. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მძღოლს ბოლო საზვერეს გავლა ისე მოსთხოვეს, რომ მგზავრების ეკიპაჟისთვის თვალი არც შეუვლია. ჩემი დანახვა განზრახვას რომ ვერ შეუცვლიდა, გასაგებია, მაგრამ წინ ერთი საინტერესო კაცი იჯდა, ადამიანი, რომელიც თმენით უყურებდა მახინჯ სისტემას და ზუსტად იცოდა, რომ სულ რამდენიმე დღეში, ეს უბადრუკი მექრთამე და სხვა მისი მსგავსი უსახურები წარსულს ჩაბარდებოდნენ.

სიამაყით აღვსილი ვუყურებდი უნებლიედ შესწრებულ სცენას და ვფიქრობდი, სულ ცოტა ხნის წინ, ახლა უკვე კარგად დავიწყებული საძაგლობის პარალელურად, როგორ გვიწევდა ცხოვრება. ის რეფორმატორები, რომლებმაც ცხოვრების ახალი სტანდარტები დანერგეს, აქედან განდევნილები, დღეს სხვა ქვეყანაში ცვლიან ცხოვრების წესს იმის გათვალისწინებით, რომ მათი მტრებად შერაცხვის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა...

წუხელ კიევის ქუჩებში საპატრულო პოლიციის პირველი 500 კაციანი ეკიპაჟი გავიდა. მიხარია ქართული ბრენდის ექსპორტი და ქართველების წარმატება უკრაინის სახელმწიფო მოწყობის დიდ საქმეში", - წერს ეკა ხერხეულიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს