მეტეოროლოგები 13 ივნისს საქართველოს მდინარეებზე ძლიერი წვიმის გამო წყალმოვარდნებსა და ღვარცოფებს ელოდებოდნენ - ამის შესახებ ინფორმაცია "პოსტსკრიპტუმმა" მოიპოვა.
12 ივნისს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მედიასაშუალებებისთვის გაგზავნილ ამინდის პროგნოზში წყალმოვარდნებზე და ღვარცოფზე საუბარი არ იყო განსხვავებით იმ წერილისგან, რომელიც "პოსტსკრიპტუმმა" გამოითხოვა და რომელიც სახელმწიფო სამსახურებისთვის იყო გაგზავნილი. ტექსტი სიტყვა "ყურადღებით!" იწყებოდა, შემდეგ კი საუბარი იყო ღვარცოფებზე და წყალმოვარდნებზე.
ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა პირმა უშაულოდ 13 ივნისის საღამოს არსებული მეტეოპროგნოზის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განამრტებები გააკეთა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში "პოსტსკრიპტუმის" ჟუნრალისტს ჯერ განუცხადეს, რომ სტიქიის ღამეს სამეცნიერო-ტექნიკური საწარმო "დელტას" მეტეოროლოგიური რადარის ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია უარყო.