პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენთვის სამარცხვინოა, რაც დაგვემართა ქალებზე ძალადობის მიმართულებით
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენთვის სამარცხვინოა, რაც დაგვემართა ქალებზე ძალადობის მიმართულებით

ჩვენ­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა ის, რაც დაგ­ვე­მარ­თა ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის 2015 წლის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გან­მარ­ტე­ბით, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქვია და რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლე­ბი ვა­მა­ყობ­დით, დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას, იმ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რო­მელ­საც ეწე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თარ­დეს რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქვე­ყა­ნა და მე­ტიც, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს თა­ვის ჭეშ­მა­რიტ იდენ­ტო­ბას და ჭეშ­მა­რიტ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს გვქონ­და და დღე­საც უნდა და­ვიც­ვათ - ვგუ­ლის­ხმობ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას და მათ როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. დღეს ხაზ­გას­მით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ვა­მა­ყობ­დით, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ქვე­შაა, მისი დაც­ვა კი იდენ­ტუ­რია ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის. არ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნით, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გვქონ­დეს ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც გვქონ­და შარ­შან ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის, მკვლე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის კუ­თხით. ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ქა­ლებს უნდა ჰქონ­დეთ იგი­ვე ხელ­ფა­სი და ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­გორც კა­ცებს. ვსა­უბ­რობთ იმა­ზეც, რომ ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­უბ­რო თე­მა­ტი­კაა, როცა ვუ­ყუ­რებთ რე­ა­ლო­ბას - რა არის გა­და­სა­ლა­ხი ჩვენს ყო­ფა­ში, სუ­რა­თი მა­ინც და მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის და ჩანს, რომ სამ­წუ­ხა­როდ და­საძ­ლე­ვი ბევ­რი გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჩვენს წი­ნა­შე დგას რამ­დე­ნი­მე პრინ­ცი­პუ­ლი ამო­ცა­ნა, მათ შო­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქალ­თა რო­ლის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ცვლი­ლე­ბე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცე­ში. "ჩვენ­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა ის, რაც დაგ­ვე­მარ­თა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენს წი­ნა­შე დგას რამ­დე­ნი­მე პრინ­ცი­პუ­ლი ამო­ცა­ნა. პირ­ვე­ლი არის ის, რომ ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტესტს აფიქ­სი­რებ­დეს ყველ­გან და ყვე­ლა დო­ნე­ზე და ეს იყოს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­მი­ნან­ტუ­რი თემა. მე­ო­რე - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შს სა­მი­ნის­ტრო­მაც ეფექ­ტუ­რად აუ­წყოს ფეხი ამ ტენ­დენ­ცი­ას და უფრო დე­ტა­ლუ­რად იყოს ჩა­ხე­დუ­ლი, როცა სა­უ­ბა­რია სქე­სობ­რივ ნი­ა­დაგ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ზე. მე­სა­მე - ჩვენ ასე­ვე უნდა გა­ვა­ტა­როთ ცვლი­ლე­ბე­ბი თუნ­დაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცე­ში. ამ თვალ­საზ­რი­სით მე არა­ერ­თხელ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ქალ­თა თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­სად­გმელ ნა­ბი­ჯებს და იმე­დი მაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტში ამას მხარს და­უ­ჭე­რენ არა მარ­ტო ქა­ლე­ბი, არა­მედ მა­მა­კა­ცი დე­პუ­ტა­ტე­ბიც, ვის­თვი­საც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და სა­კუ­თა­რი თუნ­დაც მა­მა­კა­ცო­ბა ვლინ­დე­ბა ქა­ლე­ბის დაც­ვის და მათ­ზე ზრუნ­ვის გა­მო­ხატ­ვის თვალ­საზ­რი­სით.

დღეს ჩვენ ვხე­დავთ, რომ გა­და­სა­წყვე­ტი და გა­და­სა­ლა­ხი გვაქვს ბევ­რი რამ, და­წყე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბით და და­ბა­ლან­სე­ბით. ეს ძა­ლი­ან ბევრ სი­კე­თეს მოგ­ვი­ტანს რამ­დე­ნი­მე თვალ­საზ­რი­სით: ჩვენ ვიქ­ნე­ბით ის, ვინც ვართ - იდენ­ტუ­რი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის არა ზო­გა­დი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით, არა­მედ ყო­ფის წე­სით და ასე­ვე ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად ძლი­ე­რია ეკო­ნო­მი­კუ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად და ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რად ვი­თარ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­თი თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც და­ჯილ­დოვ­და.

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენთვის სამარცხვინოა, რაც დაგვემართა ქალებზე ძალადობის მიმართულებით

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენთვის სამარცხვინოა, რაც დაგვემართა ქალებზე ძალადობის მიმართულებით

ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა ქალებზე ძალადობის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის 2015 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე განაცხადა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ღირებულებები, რომელსაც ქალის პატივისცემა ჰქვია და რომლითაც ქართველები ვამაყობდით, დღეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, იმ ძალიან აქტიური საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც წარმატებული, თანამედროვე ქვეყანა და მეტიც, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ იდენტობას და ჭეშმარიტ ღირებულებას, რომელიც ქართველებს გვქონდა და დღესაც უნდა დავიცვათ - ვგულისხმობ ქალბატონების პატივისცემას და მათ როლს საზოგადოებაში. დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირებულება, რომლითაც ვამაყობდით, ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშაა, მისი დაცვა კი იდენტურია ჩვენი ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვის. არ შეიძლება ძალადობა სექსუალური ნიშნით, არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის, მკვლელობის და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კუთხით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე ხელფასი და ანაზღაურება, როგორც კაცებს. ვსაუბრობთ იმაზეც, რომ ქალების უფლებები პოლიტიკურად უნდა იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასაუბრო თემატიკაა, როცა ვუყურებთ რეალობას - რა არის გადასალახი ჩვენს ყოფაში, სურათი მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის და ჩანს, რომ სამწუხაროდ დასაძლევი ბევრი გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა, მათ შორის აუცილებელია ქალთა როლის გასაძლიერებლად ცვლილებები საკანონმდებლო სივრცეში. "ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა. აქედან გამომდინარე ჩვენს წინაშე დგას რამდენიმე პრინციპული ამოცანა. პირველი არის ის, რომ ძალადობის მიმართ ძალიან აქტიური უნდა იყოს საზოგადოება, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს აფიქსირებდეს ყველგან და ყველა დონეზე და ეს იყოს ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარების დომინანტური თემა. მეორე - მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრომაც ეფექტურად აუწყოს ფეხი ამ ტენდენციას და უფრო დეტალურად იყოს ჩახედული, როცა საუბარია სქესობრივ ნიადაგზე ძალადობაზე. მესამე - ჩვენ ასევე უნდა გავატაროთ ცვლილებები თუნდაც საკანონმდებლო სივრცეში. ამ თვალსაზრისით მე არაერთხელ დავუჭირე მხარი საარჩევნო კოდექსში ქალთა თანასწორობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამას მხარს დაუჭერენ არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცი დეპუტატებიც, ვისთვისაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და საკუთარი თუნდაც მამაკაცობა ვლინდება ქალების დაცვის და მათზე ზრუნვის გამოხატვის თვალსაზრისით.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გადასაწყვეტი და გადასალახი გვაქვს ბევრი რამ, დაწყებული ძალადობით, დამთავრებული პოლიტიკური ინსტიტუტების დასტაბილურებით და დაბალანსებით. ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ ვიქნებით ის, ვინც ვართ - იდენტური ჩვენი ეროვნული ღირებულებების არა ზოგადი დეკლარაციებით, არამედ ყოფის წესით და ასევე ასეთი საზოგადოება ბევრად ძლიერია ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და ბევრად უფრო ეფექტურად ვითარდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გენდერული თანასწორობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი თავად საქართველოს პრეზიდენტიც დაჯილდოვდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია