მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"
"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"

"ყო­ველ­თვის მთა­ვა­ზობ­დნენ, პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­სუ­ლი­ყა­ვი... უარს ვამ­ბობ­დი და არც არას­დროს მი­ნა­ნია. თუმ­ცა, არ ვამ­ბობ, რომ ეს არას­დროს მოხ­დე­ბა! თუ ვიგ­რძნობ, რომ სხვა ამ­პლუ­ა­ში ვჭირდ­ები ჩემს ქვე­ყა­ნას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­დგამ ამ ნა­ბიჯს!" - ამ­ბობს­ მსოფ­ლიო ბანი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინტე­რვი­უ­ში...

- ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში სა­ში­ნე­ლი სტი­ქია მოხ­და.­ სად იყა­ვით ამ დროს?

- გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. შემ­ძრა მომ­ხდარ­მა, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში­ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სტი­ქია თუ დაგ­ვა­ტყდე­ბო­და თავს და ამ­დენ­ სი­ცო­ცხლეს შე­ი­წი­რავ­და. ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა­ სი­ცო­ცხლე და­ცუ­ლი­ იყო. ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია,­ რომ ბუ­ნე­ბას­თან ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. მე მორ­წმუ­ნე კაცი ვარ და მწამს, რომ ეს არ არის მხოლ­ოდ წვი­მი­სა და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის ბრა­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ნი ვის­ჯე­ბით, რად­გან რა­ღა­ცას­ სწო­რად არ ვა­კე­თებთ. ბუ­ნე­ბას და ერ­თმა­ნეთს მე­ტად უნდა მოვე­ფე­როთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ. მე­ტად კე­თილ­გან­წყო­ბილი უნდა ვი­ყოთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას შევ­ძლებთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი აჟიო­ტაჟი­ მოჰ­ყვა ამე­რი­კა­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას...

- ეს სა­ქარ­თვე­ლოს არ ეხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ­დე მოვა თუ არა, ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია და ვე­რა­ვინ თავ­ზე ვერ მოგ­ვახ­ვევს.­ მე არ შე­მიძ­ლია, ამე­რი­კე­ლებს ჭკუა და­ვა­რი­გო, თუმ­ცა, არა მგო­ნია, მათ უმე­ტე­სო­ბას მოს­წონ­დეს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ამე­რი­კა­ში, რომე­ლთა შო­რის არი­ან რო­გორც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორი­ენტ­აცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი.­ ყვე­ლას დიდ პა­ტივს ვცემ... სა­ქარ­თვე­ლო­ში­ ძა­ლი­ან ძლი­ე­რია ოჯა­ხის ინ­სტი­ტუტი, ოჯა­ხი კი უნდა იყოს ქალი და მა­მა­კა­ცი. რაც უნ­დათ, ის და­არ­ქვან ერ­თსქე­სი­ან­თა კავშ­ირს, მაგ­რამ ოჯა­ხი მას არა­სო­დეს ერ­ქმე­ვა! სა­დაც ოჯა­ხია, იქ არი­ან ბავ­შვე­ბი და არ შე­იძ­ლე­ბა მათ უფ­ლე­ბე­ბი წა­ვარ­თვათ - ყვე­ლა ბავ­შვს აქვს უფ­ლე­ბა, ჰყავ­დეს დედა და მამა!

ორი მამა რომ ჰყავს, ის ბავ­შვი დე­დის სით­ბოს ვე­რას­დროს იგ­რძნობს. უპირ­ვე­ლე­სად ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბია და­სა­ცა­ვი, ისი­ნი ოჯახ­ში უნდა აღი­ზარ­დონ! ეს არის მთა­ვა­რი, თო­რემ ჰო­მოს­ექ­სუ­ა­ლე­ბის ერ­თად ცხოვ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, რო­გორ უნ­დათ, ისე იცხოვ­რონ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მთავ­რო­ბა ცდი­ლობ­და თქვენს პო­ლი­ტი­კა­ში­ მოყ­ვა­ნას. რა­ტომ არ და­თან­ხმდით არც ერთს?

- დიახ, ყო­ველ­თვის მთა­ვა­ზობ­დნენ, პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­სუ­ლი­ყავი... უარს ვამ­ბობ­დი, რად­გან სხვა მიზ­ნე­ბი მქონ­და. არც არასდ­როს მი­ნა­ნია. თუმ­ცა, არ ვამ­ბობ, რომ ეს არას­დროს მოხ­დე­ბა!­ თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და ვიგ­რძნობ, რომ სხვა ამ­პლუ­ა­ში ვჭირ­დე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­დგამ ამ ნა­ბიჯს!

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ პრე­ზი­დენ­ტო­ბაც შე­მოგ­თა­ვა­ზეს...

- მა­ში­ნაც არ იყო სა­ჭი­რო და არ დავ­თან­ხმდი. თუმ­ცა, ვიცი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ამ თხოვ­ნით.

- კონ­კრე­ტულ გვა­რებს არ დაგ­ვი­სა­ხე­ლებთ, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას გთა­ვა­ზობ­დათ?

- კონ­კრე­ტულ პი­რებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ... ამას ყვე­ლა ლი­დე­რი­ მთხოვ­და, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­თი და­წყე­ბუ­ლი... რომ მცოდ­ნო­და, ნამ­დვი­ლად წა­ვად­გე­ბო­დი ქვე­ყა­ნას­, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­თან­ხმდე­ბო­დი. მი­მაჩ­ნდა, რომ სხვა საქ­მე­ე­ბით უფ­რო გა­მო­ვად­გე­ბო­დი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- უამ­რა­ვი კარ­გი საქ­მე წა­მო­ი­წყეთ - საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა... ხომ არ არის დრო, პო­ლი­ტი­კა­ში გე­ცა­დათ თავი?

- ვნა­ხოთ... ვი­მე­ო­რებ, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­დგამ ამ ნა­ბიჯს...

- პატ­რი­არ­ქს თუ უთხო­ვია თქვენ­თვის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა? ...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"

"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"

"ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდ­ები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!" - ამბობს­ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე­ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტე­რვიუში...

- ახლახან თბილისში საშინელი სტიქია მოხდა.­ სად იყავით ამ დროს?

- გერმანიაში ვიყავი. შემ­ძრა მომხდარმა, ვერაფრით წარმო­ვიდგენდი, ქალაქის შუაგულში­ ასე მოულოდნელად სტიქია თუ დაგვატყდებოდა თავს და ამდენ­ სიცოცხლეს შეიწირავდა. ყოველ­თვის მეგონა, რომ ქალაქის მცხოვრებთა­ სიცოცხლე დაცული­ იყო. ეს იმის მაჩვენებელია,­ რომ ბუნებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე მორწმუნე კაცი ვარ და მწამს, რომ ეს არ არის მხოლ­ოდ წვიმისა და გარემო ფაქტორების ბრალი. მიმაჩნია, რომ ყველანი ვისჯებით, რადგან რაღაცას­ სწორად არ ვაკეთებთ. ბუნებას და ერთმანეთს მეტად უნდა მოვე­ფეროთ და გავუფრთხილდეთ. მეტად კეთილგანწყო­ბილი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.

- საქართველოში დიდი აჟიო­ტაჟი­ მოჰყვა ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას...

- ეს საქართველოს არ ეხება. საქართველომდე მოვა თუ არა, ხალხის გადასაწყვეტია და ვერავინ თავზე ვერ მოგვახვევს.­ მე არ შემიძლია, ამერიკელებს ჭკუა დავარიგო, თუმცა, არა მგონია, მათ უმეტესობას მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, რომე­ლთა შორის არიან როგორც განსხვავებული, ისე ჩვეულებრივი ორიენტ­აციის ადამიანები.­ ყველას დიდ პატივს ვცემ... საქართველოში­ ძალიან ძლიერია ოჯახის ინსტი­ტუტი, ოჯახი კი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი. რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა! სადაც ოჯახია, იქ არიან ბავშვები და არ შეიძლება მათ უფლებები წავართვათ - ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს დედა და მამა!

ორი მამა რომ ჰყავს, ის ბავშვი დედის სითბოს ვერასდროს იგრძნობს. უპირველესად ბავშვების უფლებებია დასაცავი, ისინი ოჯახში უნდა აღიზარდონ! ეს არის მთავარი, თორემ ჰომოს­ექსუალების ერთად ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როგორ უნდათ, ისე იცხოვრონ.

- საქართველოში ყველა მთავრობა ცდილობდა თქვენს პოლიტიკაში­ მოყვანას. რატომ არ დათანხმდით არც ერთს?

- დიახ, ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსული­ყავი... უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდ­როს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება!­ თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!

- რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტობაც შემოგთავაზეს...

- მაშინაც არ იყო საჭირო და არ დავთანხმდი. თუმცა, ვიცი, ბევრი ადამიანი მოდიოდა ამ თხოვნით.

- კონკრეტულ გვარებს არ დაგვისახელებთ, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გთავაზობდათ?

- კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ... ამას ყველა ლიდერი­ მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული... რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას­, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფ­რო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგა­დოებას.

- უამრავი კარგი საქმე წამოიწყეთ - საქველმოქმედო ფონდი, ტაძრის მშენებლობა... ხომ არ არის დრო, პოლიტიკაში გეცადათ თავი?

- ვნახოთ... ვიმეორებ, თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს...

- პატრიარქს თუ უთხოვია თქვენთვის პოლიტიკაში მოსვლა? ...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია