სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკვე ფიქ­რობს, სად გა­ა­ტა­როს კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა. თუ გაქვთ სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი, ან მუ­შა­ობთ ფი­ზი­კუ­რად, ალ­ბათ, და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ კუ­რორტზე სჯობს დას­ვე­ნე­ბა, რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყოს. ambebi.ge-ზე მიმ­დი­ნა­რე ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს დას­მულ კი­თხვებს თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის ექი­მი-თე­რა­პევ­ტი მა­ნა­ნა ტა­ბი­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მკი­თხვე­ლი:

რო­დის ჯო­ბია ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნა მთა­ში და რო­მე­ლია სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტი?

ასევე დაგაინტერესებთ
04:47 / 10-06-2014

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი და სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად

04:44 / 26-07-2017

ახტალა, ბახმარო, გონიო - რა დაავადებების სამკურნალოდ ვეწვიოთ საქართველოს კურორტებს

05:29 / 27-07-2017

ბეშუმი - აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ულამაზესი კურორტი

12:05 / 18-09-2017

საკურორტო რომანის პლუს-მინუსები

14:17 / 20-05-2018

რომელ კურორტზე უნდა წაიყვანოთ ბავშვი გაზაფხულზე - პედიატრის რჩევები მშობლებს

14:44 / 16-06-2018

ვინ იყიდა კურორტი ახტალა 3.76 მლნ ლარად?

18:24 / 21-06-2018

იმოგზაურეთ იქ, სადაც "წყალი უცეცხლოდ დუღს" - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ისტორია

10:36 / 28-06-2019

"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

- შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტე­რე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვი­ნა­ი­დან ეს არის ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უნდა მოხ­დეს ფი­ზი­კუ­რი ემო­ცი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­ხარ­ჯეთ გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე. უნდა გვქონ­დეს ენერ­გი­ის ისე­თი მა­რა­გი, რო­მე­ლიც გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს სა­მუ­შაო პე­რი­ოდს. ამი­ტომ, დას­ვე­ნე­ბის ად­გი­ლის არ­ჩე­ვა არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სწო­რი მიდ­გო­მა. სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ არ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ორ­გა­ნიზ­მი. სჭირ­დე­ბა თუ არა ორ­გა­ნიზმს სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი. სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი კი არის მი­ნე­რა­ლე­ბი, კლი­მა­ტი, წყალ­სა­ცა­ვე­ბი და ტა­ლა­ხი.

იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ და ჰქონ­დეთ ბრძო­ლის უნა­რი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ, სა­ჭი­როა მათი ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბა და უკე­თე­სია, თუ ეს მოხ­დე­ბა მთის კუ­რორ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში. მთის კუ­რორ­ტე­ბი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის არი­ან და მათი კლი­მა­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

კარ­გია ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნა ბორ­ჯომ­ში, კი­კეთ­ში, კო­ჯორ­ში, მან­გლის­ში, წყნეთ­ში, სა­გუ­რა­მო­ში, იმის მი­ხედ­ვით, რა ასა­კის არის ბავ­შვი.

თუ ბავ­შვი ძა­ლი­ან მცი­რე ასა­კის არის, უმ­ჯო­ბე­სია ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორ­ტე­ბი, რად­გა­ნაც უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია ძი­რი­თად სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან და სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა.

მკი­თხვე­ლი:

ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის რო­მე­ლი კუ­რორ­ტია სა­სურ­ვე­ლი?

- ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის რო­გორც ასე­თი, გან­სა­ზღვრუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ალერ­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თის­თვის რო­მე­ლი­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ალერ­გე­ნი იყოს წამ­ყვა­ნი ამა თუ იმ კუ­რორტზე. ადრე სუ­რა­მი იყო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე ვურ­ჩევ­დი ბა­კუ­რი­ანს, შოვს, ბახ­მა­როს და ბორ­ჯო­მის სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას. ან რო­მე­ლი­მე კარ­გი სო­ფე­ლი, სა­დაც ბავ­შვი კარ­გად იგ­რძნობს თავს.

მკი­თხვე­ლი:

მათ­თვის, ვი­საც აწუ­ხებს ვე­ნე­ბი, რო­მე­ლი კუ­რორ­ტია სა­სარ­გებ­ლო?

- ასეთ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა უნდა ჩა­ი­ტა­რონ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის­თვის ცურ­ვა და აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წა­მა­ლი. ამა­ვე დროს, უნდა ჩა­ი­ტა­როს კუ­რორ­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აბა­ზა­ნე­ბით და ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ით. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არის თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტში, სა­დაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ჩა­ი­ტა­როს ყვე­ლა ის მკურ­ნა­ლო­ბა, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტი და­უ­ნიშ­ნავს. თუ მას ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა უნდა, მა­შინ მის­თვის კარ­გია წყალ­ტუ­ბოს აბა­ზა­ნე­ბი, ბორ­ჯო­მის ნახ­ში­რორ­ჟან­გი­ა­ნი აბა­ზა­ნე­ბი, ყვე­ლა მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამა თუ იმ ად­გილ­ზე და რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აბა­ზა­ნე­ბის სა­ხით ვე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. სპე­ცი­ფი­უ­რი წყა­ლი ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ არ არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ნა­ი­რი წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია.

მკი­თხვე­ლი:

რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ოფის­ში მუ­შა­ო­ბენ და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მჯდო­მა­რე სა­მუ­შაო აქვთ?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია შვე­ბუ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როს. რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხანი იყოს სუფ­თა ჰა­ერ­ზე, იმოძ­რა­ოს, ია­როს, იცუ­რა­ოს, თუ ახალ­გაზ­რდაა, წა­ვი­დეს ტუ­რის­ტულ ლაშ­ქრო­ბებ­ში და სხვა. უნდა ეცა­დოს, რომ ყვე­ლა კუნ­თი და სახ­სა­რი აა­მოძ­რა­ოს და დას­ვე­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს; არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა პა­სი­უ­რად, წა­მო­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს. მთა­ვა­რია კა­ნის გა­კა­ჟე­ბა. და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს კანი და­სუს­ტე­ბუ­ლი აქვთ, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­რეთ, ჩრდილ­ში ყოფ­ნა, რომ კანი გა­კაჟ­დეს და მი­ი­ღოს ჰა­ე­რის აბა­ზა­ნა.

მკი­თხვე­ლი:

რო­მე­ლი კუ­რორ­ტია კარ­გი ას­თმი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის?

- ბრონ­ქუ­ლი ას­თმი­სა და ალერ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის დროს კარ­გია: ბა­კუ­რი­ა­ნი, სუ­რა­მი, შოვი, ბახ­მა­რო და სა­შუ­ა­ლო მთის ყვე­ლა კუ­რორ­ტი. ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა მო­ე­რი­დონ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლს, რად­გან იქა­უ­რი ნო­ტიო სუპტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი ას­თმი­ა­ნე­ბის­თვის მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია და შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს. ით­ვლე­ბა, რომ რაც უფრო მაღ­ლა ვართ, წნე­ვა იც­ვლე­ბა. ჟანგბა­დის წნე­ვა უფრო და­ბა­ლია და ამა­ვე დროს უფრო გრი­ლი ჰა­ე­რია. მა­ღა­ლი კლი­მა­ტი იწ­ვევს შეც­ვლი­ლი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­წეს­რი­გე­ბას. სის­ხლმბა­დი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ფერ­მენ­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ვღე­ბუ­ლობთ გა­კა­ჟე­ბულ და გა­ჟან­სა­ღე­ბულ ორ­გა­ნიზმს.

მკი­თხვე­ლი:

სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე რამ­დენ კვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვი?

- ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ბავ­შვის დას­ვე­ნე­ბა თით­ქმის არ ით­ვლე­ბა დას­ვე­ნე­ბად. რო­დე­საც ბავ­შვი გაგ­ყავთ ახალ ად­გილ­ზე, მას სჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცი­ის ანუ მიჩ­ვე­ვის პე­რი­ო­დი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლას დიდ­საც და პა­ტა­რა­საც. ამას რამ­დე­ნი­მე დღე ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ერთი კვი­რა ბავ­შვი არის ერთ გა­რე­მო­ში, მი­ეჩ­ვია ამ გა­რე­მოს და ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ მას და გა­დაგ­ვყავს მე­ო­რე გა­რე­მო­ში, სხვა კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში; ეს მის­თვის დამ­ტვირ­თვე­ლია და ვერ ჩავ­თვლით, რომ მან მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ი­ტა­რა. ერთი თვე მა­ინც, ბავ­შვი უნდა იყოს ერ­თნა­ირ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში. რად­გა­ნაც ჩვენს პე­რი­ოდ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ძა­ლი­ან რთუ­ლია დიდი ხნით და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა, ის ორი კვი­რაც, თუ ერთ კუ­რორტზე წახ­ვალთ, რა თქმა უნდა, რა­ღაც პა­ტა­რა შე­დეგს მო­ი­ტანს. თუმ­ცა უკე­თე­სია, თუ ბავ­შვი ცოტა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით გავა ქა­ლა­ქი­დან.

მკი­თხვე­ლი:

რო­გო­რი კუ­რორ­ტია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მათ­თვის, ვი­საც თირკმე­ლე­ბი აწუ­ხებს?

- თირკმე­ლით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მშრა­ლი კლი­მა­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, ქო­ბუ­ლეთ­ში ნო­ტიო სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტია, რაც ძა­ლი­ან დამ­ტვირ­თვე­ლია თირკმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვის. ძა­ლი­ან კარ­გია კა­ხე­თის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კუ­რორ­ტი არ­ხი­ლოს კალ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მშრა­ლი სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტით; წვი­მა თით­ქმის არ მო­დის. ეს მშრა­ლი ჰავა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს თირკმე­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. ამი­ტომ თუ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქა­ურ მშრალ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში გა­ა­ტა­რებთ გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს, კარ­გია. რაც მთა­ვა­რია, კუ­რორ­ტი სა­ირ­მე და მისი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი თირკმე­ლით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია. თუმ­ცა თირკმე­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბიც სხვა­დას­ხვაა. ჩვენ ზო­გა­დად ვსა­უბ­რობთ.

მკი­თხვე­ლი:

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ზღვის სა­ნა­პი­რო კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლებ­მა?

- ზღვა­ზე დამ­სვე­ნებ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვან მთა­ვა­რი პი­რო­ბა: არ შე­იძ­ლე­ბა ზღვა­ზე ყოფ­ნა 12-დან 17:00 სა­ა­თამ­დე. ძლი­ე­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბაა ამ დროს და არ არის სა­სარ­გებ­ლო ორ­გა­ნიზ­მის­თვის. გი­ნა­ხავთ ალ­ბათ, რომ მთელ დღეს სა­ნა­პი­რო­ზე ატა­რე­ბენ და მზის აბა­ზა­ნებს ღე­ბუ­ლო­ბენ - ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი. ეს არის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან მავ­ნე, ვი­ნა­ი­დან და­ძაბ­ვა ხდე­ბა თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის, რაც იცავს ჩვენს ორ­გა­ნიზმს, რი­თაც ორ­გა­ნიზ­მი ინარ­ჩუ­ნებს მუდ­მივ ტემ­პე­რა­ტუ­რას და რი­თაც ნორ­მა­ლუ­რი სით­ბოს შეგძნე­ბა გვაქვს და სი­ცი­ვის დროს სით­ბოს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ის სის­ტე­მა ზედ­მე­ტი დას­ხი­ვე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან იძა­ბე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად მი­ვი­ღოთ ისე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის დამ­წვრო­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სით­ბუ­რი და მზის დაკ­ვრა, რო­მე­ლიც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით დას­რულ­დეს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დოზა და ნორ­მა სჭირ­დე­ბა. ასე რომ, გირ­ჩევთ, სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ზღვა­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის 11:00 სა­ა­თამ­დე (ვგუ­ლის­ხმობ ივ­ლი­სი- აგ­ვის­ტოს), სა­ღა­მოს 17:00 სა­ა­თის შემ­დეგ.

კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

დასაქმებული ადამიანების უმეტესობა უკვე ფიქრობს, სად გაატაროს კუთვნილი შვებულება. თუ გაქვთ საოფისე სამსახური, ან მუშაობთ ფიზიკურად, ალბათ, დაგაინტერესებთ, საქართველოს რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ambebi.ge-ზე მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის დროს დასმულ კითხვებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმი-თერაპევტი მანანა ტაბიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მკითხველი:

როდის ჯობია ბავშვების წაყვანა მთაში და რომელია საუკეთესო კურორტი?

- შვებულების გატერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პერიოდი, როდესაც უნდა მოხდეს ფიზიკური ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის აღდგენა, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ გასული წლის მანძილზე. უნდა გვქონდეს ენერგიის ისეთი მარაგი, რომელიც გაგვაძლებინებს სამუშაო პერიოდს. ამიტომ, დასვენების ადგილის არჩევა არის ძალიან სერიოზული საქმე, რომელსაც სჭირდება სწორი მიდგომა. სამკურნალო კურორტის არჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ არ მდგომარეობაშია ორგანიზმი. სჭირდება თუ არა ორგანიზმს სამკურნალო ფაქტორები. სამკურნალო ფაქტორები კი არის მინერალები, კლიმატი, წყალსაცავები და ტალახი.

იმისთვის, რომ ბავშვები მთელი წლის მანძილზე ჯანმრთელები იყვნენ და ჰქონდეთ ბრძოლის უნარი სხვადასხვა დაავადების მიმართ, საჭიროა მათი ორგანიზმის გაკაჟება და უკეთესია, თუ ეს მოხდება მთის კურორტების პირობებში. მთის კურორტები ფიზიოლოგიური მოქმედების არიან და მათი კლიმატი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის.

კარგია ბავშვების წაყვანა ბორჯომში, კიკეთში, კოჯორში, მანგლისში, წყნეთში, საგურამოში, იმის მიხედვით, რა ასაკის არის ბავშვი.

თუ ბავშვი ძალიან მცირე ასაკის არის, უმჯობესია ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტები, რადგანაც უფრო ხელმისაწვდომია ძირითად საცხოვრებელ ადგილთან და სხვადასხვა პირობების გათვალისწინებაც შეიძლება.

მკითხველი:

ალერგიული ბავშვებისთვის რომელი კურორტია სასურველი?

- ალერგიული ბავშვებისთვის როგორც ასეთი, განსაზღვრული კურორტები არ არსებობს. ალერგია ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგიერთისთვის რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი ამა თუ იმ კურორტზე. ადრე სურამი იყო საუკეთესო საშუალება ალერგიული ბავშვებისთვის, ასევე ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონას. ან რომელიმე კარგი სოფელი, სადაც ბავშვი კარგად იგრძნობს თავს.

მკითხველი:

მათთვის, ვისაც აწუხებს ვენები, რომელი კურორტია სასარგებლო?

- ასეთმა პიროვნებებმა უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასეთი დაავადებისთვის ცურვა და აქტიური მოძრაობები არის ერთ-ერთი პირველი წამალი. ამავე დროს, უნდა ჩაიტაროს კურორტული მოძრაობა მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება არის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, სადაც ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ყველა ის მკურნალობა, რასაც სპეციალისტი დაუნიშნავს. თუ მას ქალაქიდან გასვლა უნდა, მაშინ მისთვის კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშირორჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ადგილზე და რომელიც გამოიყენება აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ. სპეციფიური წყალი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ არ არსებობს, უბრალოდ ყველანაირი წყლის პროცედურები ძალიან კარგია.

მკითხველი:

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ოფისში მუშაობენ და მთელი წლის განმავლობაში მჯდომარე სამუშაო აქვთ?

- აუცილებელია შვებულება აქტიურად გაატაროს. რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს სუფთა ჰაერზე, იმოძრაოს, იაროს, იცურაოს, თუ ახალგაზრდაა, წავიდეს ტურისტულ ლაშქრობებში და სხვა. უნდა ეცადოს, რომ ყველა კუნთი და სახსარი აამოძრაოს და დასვენება აქტიურად გამოიყენოს; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პასიურად, წამოწოლილ მდგომარეობაში იყოს. მთავარია კანის გაკაჟება. დახურულ შენობაში მომუშავე ადამიანებს კანი დასუსტებული აქვთ, ამიტომ აუცილებელია გარეთ, ჩრდილში ყოფნა, რომ კანი გაკაჟდეს და მიიღოს ჰაერის აბაზანა.

მკითხველი:

რომელი კურორტია კარგი ასთმიანი ადამიანებისთვის?

- ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობის დროს კარგია: ბაკურიანი, სურამი, შოვი, ბახმარო და საშუალო მთის ყველა კურორტი. ყველანაირად უნდა მოერიდონ შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რადგან იქაური ნოტიო სუპტროპიკული კლიმატი ასთმიანებისთვის მძიმე გადასატანია და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ითვლება, რომ რაც უფრო მაღლა ვართ, წნევა იცვლება. ჟანგბადის წნევა უფრო დაბალია და ამავე დროს უფრო გრილი ჰაერია. მაღალი კლიმატი იწვევს შეცვლილი რეაქტიულობის მოწესრიგებას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის გაძლიერებას. იმუნური სისტემის გაძლიერებას და ფერმენტული რეაქციების გაძლიერებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვღებულობთ გაკაჟებულ და გაჟანსაღებულ ორგანიზმს.

მკითხველი:

სხვადასხვა კურორტზე რამდენ კვირიანი ინტერვალით უნდა წავიყვანოთ ბავშვი?

- ერთკვირიანი ინტერვალით ბავშვის დასვენება თითქმის არ ითვლება დასვენებად. როდესაც ბავშვი გაგყავთ ახალ ადგილზე, მას სჭირდება ადაპტაციის ანუ მიჩვევის პერიოდი, ისევე როგორც ყველას დიდსაც და პატარასაც. ამას რამდენიმე დღე ჭირდება. ამიტომ, წარმოიდგინეთ ერთი კვირა ბავშვი არის ერთ გარემოში, მიეჩვია ამ გარემოს და ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ მას და გადაგვყავს მეორე გარემოში, სხვა კლიმატურ ზონაში; ეს მისთვის დამტვირთველია და ვერ ჩავთვლით, რომ მან მკურნალობა ჩაიტარა. ერთი თვე მაინც, ბავშვი უნდა იყოს ერთნაირ გარემო პირობებში. რადგანაც ჩვენს პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან რთულია დიდი ხნით დასასვენებლად წასვლა, ის ორი კვირაც, თუ ერთ კურორტზე წახვალთ, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა შედეგს მოიტანს. თუმცა უკეთესია, თუ ბავშვი ცოტა ხანგრძლივი პერიოდით გავა ქალაქიდან.

მკითხველი:

როგორი კურორტია მიზანშეწონილი მათთვის, ვისაც თირკმელები აწუხებს?

- თირკმელით დაავადებულთათვის მიზანშეწონილია მშრალი კლიმატი. სამწუხაროდ, ქობულეთში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია, რაც ძალიან დამტვირთველია თირკმლების დაავადებების მქონე პიროვნებებისთვის. ძალიან კარგია კახეთის რაიონში მდებარე კურორტი არხილოს კალვა, რომელიც გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული კლიმატით; წვიმა თითქმის არ მოდის. ეს მშრალი ჰავა ძალიან სასარგებლოდ მოქმედებს თირკმელის ფუნქციონირებაზე. ამიტომ თუ აღმოსავლეთ საქართველოში, აქაურ მშრალ კლიმატურ ზონაში გაატარებთ გარკვეულ პერიოდს, კარგია. რაც მთავარია, კურორტი საირმე და მისი მინერალური წყალი თირკმელით დაავადებულთათვის ერთ-ერთი პირველია. თუმცა თირკმელის დაავადებებიც სხვადასხვაა. ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ.

მკითხველი:

რა უნდა გაითვალისწინონ ზღვის სანაპირო კურორტებზე დამსვენებლებმა?

- ზღვაზე დამსვენებლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან მთავარი პირობა: არ შეიძლება ზღვაზე ყოფნა 12-დან 17:00 საათამდე. ძლიერი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობაა ამ დროს და არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. გინახავთ ალბათ, რომ მთელ დღეს სანაპიროზე ატარებენ და მზის აბაზანებს ღებულობენ - ეს არის დაუშვებელი. ეს არის ორგანიზმისთვის ძალიან მავნე, ვინაიდან დაძაბვა ხდება თერმორეგულაციული სისტემის, რაც იცავს ჩვენს ორგანიზმს, რითაც ორგანიზმი ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას და რითაც ნორმალური სითბოს შეგძნება გვაქვს და სიცივის დროს სითბოს გამოიმუშავებს. თერმორეგულაციის სისტემა ზედმეტი დასხივების შედეგად ძალიან იძაბება და შეიძლება სრულიად მივიღოთ ისეთი გართულებები, როგორიც არის დამწვრობა. ასევე შესაძლებელია მოხდეს სითბური და მზის დაკვრა, რომელიც სავალალო შედეგით დასრულდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დოზა და ნორმა სჭირდება. ასე რომ, გირჩევთ, საუკეთესო პერიოდია ზღვაზე დამსვენებლებისთვის 11:00 საათამდე (ვგულისხმობ ივლისი- აგვისტოს), საღამოს 17:00 საათის შემდეგ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ