პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

ქა­ლაქ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ამ ივა­ნე ახალ­ცი­ხე­ლის ქუ­ჩა­ზე გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ი­წყო. მე­რის მო­ად­გი­ლის ზაზა გე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ და­სახ­ლე­ბა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე გზის სა­ფა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 850-900 მეტ­რამ­დე და­ი­გე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შპს "ას­ტო­რია" ას­რუ­ლებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის­თვის რე­გი­ონ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­დან 400 ათა­სი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. ამ და­სახ­ლე­ბა­ში წელს სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბაც იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ და­წყე­ბუ­ლი არ არის.

"ეს პირ­ვე­ლი ფენა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­ი­გე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე ფე­ნას არ და­ვი­წყებთ, რად­გან სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა უნდა მო­წეს­რიგ­დეს, გა­კეთ­დეს არ­ხე­ბი. ჩვენ უკვე გვაც­ნო­ბეს, რომ ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რე­ბენ და მე­ო­რე ეტა­პი და­ი­წყე­ბა მა­შინ, როცა კა­ნა­ლი­ზა­ცია გა­კეთ­დე­ბა", - ამ­ბობს ზაზა გე­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ უკვე და­გე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი გა­და­ი­თხა­როს, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ას­ფალ­ტი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღად­გი­ნოს.

ამ ეტაპ­ზე და­სახ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ სოფ­ლამ­დე და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზაზა გე­ლა­ძის თქმით, და­ნარ­ჩენ ჩი­ხებ­ში გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სა­მო­მავ­ლოდ იგეგ­მე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ივანე ახალციხელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით, ამ დასახლებაში პირველ ეტაპზე გზის საფარი დაახლოებით 850-900 მეტრამდე დაიგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ასტორია" ასრულებს და აღნიშნული პროექტისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ დასახლებაში წელს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც იგეგმება, თუმცა აღნიშნული სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.

"ეს პირველი ფენა თავიდან ბოლომდე დაიგება, მაგრამ მეორე ფენას არ დავიწყებთ, რადგან საკანალიზაციო სისტემა უნდა მოწესრიგდეს, გაკეთდეს არხები. ჩვენ უკვე გვაცნობეს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ და მეორე ეტაპი დაიწყება მაშინ, როცა კანალიზაცია გაკეთდება", - ამბობს ზაზა გელაძე.

მისივე თქმით, თუ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების დროს აუცილებელი გახდება, რომ უკვე დაგებული ასფალტი გადაითხაროს, კომპანია ვალდებული იქნება ასფალტი პირვანდელი სახით აღადგინოს.

ამ ეტაპზე დასახლებაში მხოლოდ სოფლამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზაზა გელაძის თქმით, დანარჩენ ჩიხებში გზის რეაბილიტაცია სამომავლოდ იგეგმება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა