Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კურიერიდან" წასული ირაკლი მაისურაძე ეკრანს უბრუნდება - სად და როდის გამოჩნდება ტელეწამყვანი
"კურიერიდან" წასული ირაკლი მაისურაძე ეკრანს უბრუნდება - სად და როდის გამოჩნდება ტელეწამყვანი

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მე­ლიც უკვე ერთი წე­ლია ეკ­რან­ზე აღარ ჩანს, მალე კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბას. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მას პი­რა­დად ვე­სა­უბ­რეთ. ჟურ­ნა­ლის­ტმა ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვი­დას­ტუ­რა, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

"ვბრუნ­დე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. შე­მოდ­გო­მი­დან მა­ყუ­რე­ბელს "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში შევ­ხვდე­ბი. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იქ­ნე­ბა, თუ რა ამ­პლუ­ით და­ვუბ­რუნ­დე­ბი ეკ­რანს, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან ამ­ჯე­რად თავს შე­ვი­კა­ვებ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნო­ვა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა მხიბ­ლავს და ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2", სა­დაც ახა­ლი ამ­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და "კუ­რი­ე­რი" მიჰ­ყავ­და, 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ტო­ვა. ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო საქ­მი­ა­ნო­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­ში ახა­ლი ამ­ბე­ბი მიჰ­ყავ­და.

ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძის ნახ­ვა მა­ყუ­რე­ბელს "პა­ლიტ­რა TV"-ზე შე­მოდ­გო­მი­დან შე­ეძ­ლე­ბა, მისი მოს­მე­ნა კი, რა­დიო "პა­ლიტ­რის" მსმე­ნელს უკვე შე­უძ­ლია, - მას უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე" (103'9 FM) ახა­ლი ამ­ბე­ბი მიჰ­ყავს.

"კურიერიდან" წასული ირაკლი მაისურაძე ეკრანს უბრუნდება - სად და როდის გამოჩნდება ტელეწამყვანი

"კურიერიდან" წასული ირაკლი მაისურაძე ეკრანს უბრუნდება - სად და როდის გამოჩნდება ტელეწამყვანი

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე, რომელიც უკვე ერთი წელია ეკრანზე აღარ ჩანს, მალე კვლავ დაუბრუნდება სატელევიზიო საქმიანობას. ინფორმაციის გადასამოწმებლად მას პირადად ვესაუბრეთ. ჟურნალისტმა ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"ვბრუნდები ტელევიზიაში. შემოდგომიდან მაყურებელს "პალიტრა TV"-ს ეთერში შევხვდები. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მაყურებლისთვის ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ რა ამპლუით დავუბრუნდები ეკრანს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ. მთელი ცხოვრება ნოვაციების კეთება მხიბლავს და ასე იქნება ახლაც", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას ირაკლი მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2", სადაც ახალი ამბების განყოფილებაში მუშაობდა და "კურიერი" მიჰყავდა, 2014 წლის დეკემბერში დატოვა. ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით განაგრძო საქმიანობა და პარალელურად ერთ-ერთ რადიოსადგურში ახალი ამბები მიჰყავდა.

ირაკლი მაისურაძის ნახვა მაყურებელს "პალიტრა TV"-ზე შემოდგომიდან შეეძლება, მისი მოსმენა კი, რადიო "პალიტრის" მსმენელს უკვე შეუძლია, - მას უკვე რამდენიმე დღეა, რადიო "პალიტრაზე" (103'9 FM) ახალი ამბები მიჰყავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები