აფაქიძის ქუჩაზე, ნგრევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი 18 წლის ახალგაზრდა იყო, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფაქიძის #13-ში მომხდარი ნგრევისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მშენებლობას, სადაც ტრაგედია დატრიალდა, "ტიფლის ბიზნესცენტრი" ახორციელებდა. შენობაში ბიზნესცენტრები უნდა განთავსებულიყო.