ქუთაისში სიმაღლიდან გადმოვარდნის ორი შემთხვევა მოხდა, ერთი - გუშინ, მეორე კი დღეს დილით. ორივე დაზარალებული კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას კლინიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი გიორგი ნიორაძე ადასტურებს. თუმცა მისი განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ამ დროისთვის ერთ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი საოპერაციოდ ამზადებენ. ერთ-ერთი შემთხვევა ხუნდაძის ქუჩაზე მოხდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი 5-ე სართულიდან გადმოვარდა.
წყარო: newpress.ge