საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერძნული კრიზისის ქართული ზარალი ზუსტ რიცხვებში: "ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა"
ბერძნული კრიზისის ქართული ზარალი ზუსტ რიცხვებში: "ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა"

ვიცე პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, გა­რი­ცხა­ვენ თუ არა ევ­რო­ზო­ნი­დან სა­ბერ­ძნეთს, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა უჭირს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა.

"წინა წლის 5 თვის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბერ­ძნე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 15-16 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში დაგ­ვაკ­ლდა. მა­ის­ში ეს იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 2.4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ეს მთლი­ან ბა­ლან­სში დიდი რი­ცხვი არ არის. მთლი­ან ფუ­ლად გზავ­ნი­ლებ­ში სა­ბერ­ძნე­თი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 15-16%-ი, თუმ­ცა რუ­სე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბის შემ­დეგ ეს პრო­ცენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, 19-20%-ზე ავი­და", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, თუ სა­ბერ­ძნე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში უკვე სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია გაჩ­ნდა, იქ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სხვა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა მო­უ­წევთ, "რაც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა".

გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად, ბერ­ძენ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­ზო­ნის ლი­დე­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბას.

რო­გორც სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რე­ფე­რენ­დუ­მამ­დე გა­ნა­ცხა­დეს, ისი­ნი ევ­როჯ­გუ­ფის ლი­დე­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბას სწო­რედ სა­ყო­ველ­თაო გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა, თა­ვად ევ­რო­ზო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ შედ­გე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ფე­რენ­დუმ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი მხარს არ და­უ­ჭერ­და მათ შე­თა­ვა­ზე­ბას. ამ­გვა­რად ჯერ უც­ნო­ბია, გა­ნახ­ლდე­ბა თუ არა მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

ბერძნული კრიზისის ქართული ზარალი ზუსტ რიცხვებში: "ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა"

ბერძნული კრიზისის ქართული ზარალი ზუსტ რიცხვებში: "ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა"

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარიცხავენ თუ არა ევროზონიდან საბერძნეთს, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება.

"წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები, დაახლოებით, 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა. მაისში ეს იყო, დაახლოებით, 2.4 მილიონი დოლარი. ეს მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი არ არის. მთლიან ფულად გზავნილებში საბერძნეთიდან შემოსული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით, 15-16%-ი, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ ეს პროცენტი დაახლოებით, 19-20%-ზე ავიდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საბერძნეთის ეკონომიკაში უკვე საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, იქ დასაქმებულ ადამიანებს სხვა სამსახურის შოვნა მოუწევთ, "რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება".

გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.

როგორც საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რეფერენდუმამდე განაცხადეს, ისინი ევროჯგუფის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლებას სწორედ საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ აპირებდნენ. თუმცა, თავად ევროზონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერდა მათ შეთავაზებას. ამგვარად ჯერ უცნობია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია