რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებული მუშის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს. შენობის ჩანგრევის შედეგად დაშავებულ მუშას რეანიმაციული ღონისძიებები და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, მუშა უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მისი იდენტიფიცირება ხდება.
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ცოტა ხნის წინ გასხვისდა და იქ სასტუმროს მშენებლობა იგემებობდა.
შემთხვევას ემსხვერპლა სამი მუშა, ხოლო მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.