პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ევროზონის ლიდერები საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს
როგორ ეხმაურებიან ევროზონის ლიდერები საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს

სა­ბერ­ძნეთ­ში გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს ევ­რო­ზო­ნის ლი­დე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ევ­როჯ­გუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, იე­რუნ დე­ი­სელბ­ლუ­მის გან­ცხა­დე­ბით, რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი სა­ბერ­ძნე­თის მო­მავ­ლის­თვის "სამ­წუ­ხა­როა". ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტმა, მარ­ტინ შულცმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი და დრა­მა­ტუ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა, თუ სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბა "გა­აზ­რე­ბულ" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მალე არ მი­ი­ღებს.

იტა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, პა­ო­ლო ჯენ­ტი­ლო­ნის თქმით, "ახლა კარ­გი დროა იმი­სათ­ვის, რომ შე­თახ­მე­ბის მიღ­წე­ვა კი­დევ ვცა­დოთ. თუმ­ცა, ბერ­ძნუ­ლი ლა­ბი­რინ­თი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს".

რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­კო­მი­სა­რი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიც.

"მტკივ­ნე­უ­ლი დღე­ე­ბია მათ­თვის, ვი­საც სჯე­რა ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის", – და­წე­რა მან "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

თუმ­ცა, არი­ან ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბერ­ძე­ნი ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბი­ან, მათ შო­რის არის დიდი ბრი­ტა­ნე­თის ევ­როს­კეპ­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ნა­ი­ჯელ ფა­რა­ჟიც. "ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტი კვდე­ბა. ფან­ტას­ტი­კუ­რია ბერ­ძე­ნი ხალ­ხის სი­მა­მა­ცის ნახ­ვა ბრი­უ­სე­ლის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი დამ­ცი­რე­ბის პი­რის­პირ", - გა­ნა­ცხა­და ფა­რაჟ­მა.

ეს­პა­ნე­თის მე­მარ­ცხე­ნე, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რის, პაბ­ლო იგ­ლე­სი­ა­სის თქმით კი, გუ­შინ "სა­ბერ­ძნეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა".

სა­ბერ­ძნეთ­ში რე­ფე­რენ­დუ­მი 5 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა. ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბას. სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ყო­ველ­თაო გა­მო­კი­თხვე­ბი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა, ალექ­სის ციპ­რას­მა მას შემ­დეგ და­ნიშ­ნა, რაც მთავ­რო­ბამ ევ­რო­ზო­ნის ლი­დე­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ შეძ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

როგორ ეხმაურებიან ევროზონის ლიდერები საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს

როგორ ეხმაურებიან ევროზონის ლიდერები საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს

საბერძნეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ევროზონის ლიდერები ეხმაურებიან. "ბიბისის" ცნობით, ევროჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები საბერძნეთის მომავლისთვის "სამწუხაროა". ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ ევროპაში ძალიან რთული და დრამატული პერიოდი დაიწყება, თუ საბერძნეთის მთავრობა "გააზრებულ" გადაწყვეტილებებს მალე არ მიიღებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაოლო ჯენტილონის თქმით, "ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ შეთახმების მიღწევა კიდევ ვცადოთ. თუმცა, ბერძნული ლაბირინთიდან გამოსავალი არ არსებობს".

რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიც.

"მტკივნეული დღეებია მათთვის, ვისაც სჯერა ერთიანი ევროპის", – დაწერა მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

თუმცა, არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც ბერძენი ხალხის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის ევროსკეპტიკური პარტიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟიც. "ევროკავშირის პროექტი კვდება. ფანტასტიკურია ბერძენი ხალხის სიმამაცის ნახვა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური დამცირების პირისპირ", - განაცხადა ფარაჟმა.

ესპანეთის მემარცხენე, ანტიკორუფციული პარტიის ლიდერის, პაბლო იგლესიასის თქმით კი, გუშინ "საბერძნეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა".

საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას. საბერძნეთში საყოველთაო გამოკითხვები ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა მას შემდეგ დანიშნა, რაც მთავრობამ ევროზონის ლიდერებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა