მარტივი ხალხური საშუალებები კოღოებთან საბრძოლველად
მარტივი ხალხური საშუალებები კოღოებთან საბრძოლველად

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კო­ღო­ე­ბი ზა­ფხუ­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბას გვიმ­წა­რე­ბენ. არ­სე­ბობს ბევ­რი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და სპე­ცი¬ფი­კუ­რი, სა­შუ­ა­ლე­ბა მათ­თან და სხვა მწე­რებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ჩვენ კი ხალ­ხურ, იაფ და მარ­ტივ სა­შუ­ა­ლე­ბებს გთა­ვა¬ზობთ, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან. რა­ტომ უნდა იყი­დოთ ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, როცა პრო¬ბლე­მის გა­სა­ღე­ბი თა­ვად ბუ­ნე­ბა­შია. წარ­მო­გიდ­გენთ მცე­ნა¬რე­ებს, რომ­ლე­ბიც კო­ღო­ებს აფრ­თხო­ბენ.

რე­ჰა­ნი (ბა­ზი­ლი­კი)

მძაფ­რი არო­მა­ტი აქვს. ამ მცე­ნა­რის ქო­თა­ნი ღია ფან­ჯა­რას­თან უნდა იდ­გეს.

პიტ­ნა

მისი შე­მად­გე­ნე­ლი ეთერ­ზე­თი კო­ღოს ახ­ლოს არ გა­გა­კა­რებთ.

თუ მა­ინც გი­კ­ბი­ნათ კო­ღომ (და ეს წესი სხვა მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნებ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ), მა­შინ­ვე უნდა დაა¬მუ­შა­ოთ, რომ არ გა­ღი­ზი­ან­დეს, არ გა­სივ­დეს და ქა­ვი­ლის შე­დე­გად ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას ბავ­შვს. ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ნაკ­ბენ­ზე 10 წთ სო­დი­ა­ნი ტამ­პო­ნი და­ვა­დოთ - 1 ჩაის კოვ­ზი საჭ­მე­ლის სოდა გახ­სე­ნით ერთ ჭიქა თბილ წყალ­ში და მას­ში და­ას­ვე­ლეთ ბამ­ბა. შემ­დეგ და­უ­მუ­შა­ვეთ სპირ­ტით ან ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნე­თი.

ასე­ვე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა შუ­ა­ზე გაჭ­რი­ლი ხახ­ვის ან ძა­ლი­ან მა­რი­ლი­ან წყალ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ტამ­პო­ნის და­დე­ბა ნაკ­ბენ ად­გილ­ზე. სახ­ლში ფან­ჯრებ­ზე გა­ა­კა­რით მწე­რე­ბის­გან დამ­ცა­ვი ბადე და დრო­დად­რო გა­მო­ი­ყე­ნეთ კო­ღო­ე­ბის­გან დამ­ცა­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტროს­პი­რა­ლე­ბი.

ლი­მო­ნი და მი­ხა­კი – და­ჭე­რით ლი­მო­ნი სქელ რგო­ლე­ბად, მას­ში გამ­ხმა­რი მი­ხა­კი ჩა­არჭ¬ვეთ და და­დეთ თქვენ­თან ახ­ლოს: ლო­გინ­თან, შეზ­ლონგთან, სა­ა­გა­რა­კო მა­გი­და­ზე. რაც მეტი იქ­ნე­ბა ასე­თი სურ­ნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა თქვენ ახ­ლოს, მით ნაკ­ლე­ბად შე­გა­წუ­ხებთ ეს აბე­ზა­რი მწე­რე­ბი. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ, მი­ხა­კის ზეთი და­უ­მა­ტოთ ტა­ნის ბალ­ზამ­ში ან ზეთ­ში. კო­ღო­ე­ბი მო­გე­რი­დე­ბი­ან, ადა­მი­ა­ნებს კი მოს­წონთ ეს სუნი.ამის შე­სა­ხებ უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით იხი­ლეთ ახალ ჟურ­ნალ­ში "შინ", რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი თქვენ­გა­ნის საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლი გახ­დე­ბა.

ეს იქ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლი თქვე­ნი სახ­ლის­თვის - ყვე­ლა­ფე­რი სახლზე, პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ბი­ნის, ეზოს, აგა­რა­კის მო­სა­წყო­ბად და მო­სავ­ლე­ლად, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლე­ბი­დან, მას­ტერკლა­სე­ბი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის შინ და­სამ­ზა­დებ­ლად, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ხელ­საქ­მე, სამ­კურ­ნა­ლო ბა­ლა­ხე­უ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­დან, დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო რჩე­ვე­ბი და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ. არ გა­მოგრჩეთ, პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჟურ­ნა­ლი თქვე­ნი სახლ-კა­რის­თვის! "შინ" სულ მალე გა­მოჩ­ნდე­ბა დახ­ლებ­ზე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

მარტივი ხალხური საშუალებები კოღოებთან საბრძოლველად

მარტივი ხალხური საშუალებები კოღოებთან საბრძოლველად

შეიძლება ითქვას, რომ კოღოები ზაფხულის სიამოვნებას გვიმწარებენ. არსებობს ბევრი, ძვირად ღირებული და სპეცი¬ფიკური, საშუალება მათთან და სხვა მწერებთან საბრძოლველად. ჩვენ კი ხალხურ, იაფ და მარტივ საშუალებებს გთავა¬ზობთ, რომლებიც დაგეხმარებიან. რატომ უნდა იყიდოთ ქიმიური საშუალებები, როცა პრო¬ბლემის გასაღები თავად ბუნებაშია. წარმოგიდგენთ მცენა¬რეებს, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ.

რეჰანი (ბაზილიკი)

მძაფრი არომატი აქვს. ამ მცენარის ქოთანი ღია ფანჯარასთან უნდა იდგეს.

პიტნა

მისი შემადგენელი ეთერზეთი კოღოს ახლოს არ გაგაკარებთ.

თუ მაინც გიკბინათ კოღომ (და ეს წესი სხვა მწერების ნაკბენებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ), მაშინვე უნდა დაა¬მუშაოთ, რომ არ გაღიზიანდეს, არ გასივდეს და ქავილის შედეგად ინფექცია არ შეეჭრას ბავშვს. ექიმები გვირჩევენ, ნაკბენზე 10 წთ სოდიანი ტამპონი დავადოთ - 1 ჩაის კოვზი საჭმელის სოდა გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში და მასში დაასველეთ ბამბა. შემდეგ დაუმუშავეთ სპირტით ან ბრილიანტის მწვანეთი.

ასევე კარგი საშუალებაა შუაზე გაჭრილი ხახვის ან ძალიან მარილიან წყალში დასველებული ტამპონის დადება ნაკბენ ადგილზე. სახლში ფანჯრებზე გააკარით მწერებისგან დამცავი ბადე და დროდადრო გამოიყენეთ კოღოებისგან დამცავი სპეციალური ელექტროსპირალები.

ლიმონი და მიხაკი – დაჭერით ლიმონი სქელ რგოლებად, მასში გამხმარი მიხაკი ჩაარჭ¬ვეთ და დადეთ თქვენთან ახლოს: ლოგინთან, შეზლონგთან, სააგარაკო მაგიდაზე. რაც მეტი იქნება ასეთი სურნელოვანი საშუალება თქვენ ახლოს, მით ნაკლებად შეგაწუხებთ ეს აბეზარი მწერები. ასევე შეგიძლიათ, მიხაკის ზეთი დაუმატოთ ტანის ბალზამში ან ზეთში. კოღოები მოგერიდებიან, ადამიანებს კი მოსწონთ ეს სუნი.ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ ახალ ჟურნალში "შინ", რომელიც ყოველი თქვენგანის საყვარელი ჟურნალი გახდება.

ეს იქნება ჟურნალი თქვენი სახლისთვის - ყველაფერი სახლზე, პრაქტიკული რჩევები ბინის, ეზოს, აგარაკის მოსაწყობად და მოსავლელად, ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟები ცნობილი ადამიანების სახლებიდან, მასტერკლასები საოჯახო ნივთების შინ დასამზადებლად, ქართული ტრადიციული ხელსაქმე, სამკურნალო ბალახეული, საინტერესო ამბები ქართული სოფლებიდან, დიასახლისებისთვის საჭირო რჩევები და კიდევ ბევრი სხვა რამ. არ გამოგრჩეთ, პირველი სრულყოფილი და ძალიან საინტერესო ჟურნალი თქვენი სახლ-კარისთვის! "შინ" სულ მალე გამოჩნდება დახლებზე!

"გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელთან შეხვედრის შემდეგ

მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"

სოფელ ზარათში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება იყო - მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა