მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წიგნის გამავრცელებლები" საქართველოს ყველა რეგიონში
"წიგნის გამავრცელებლები" საქართველოს ყველა რეგიონში

"მარ­თა­ლია, ჩემ­თვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც იქცა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ამას, რო­გორც სამ­სა­ხურს, არ ვუ­ყუ­რებ"

1879 წლის 15 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პი და­ი­წყო: პე­ტერ­ბურ­გში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ­მა ქარ­თველ­მა "სა­მო­ცი­ა­ნე­ლებ­მა" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა-ამაღ­ლე­ბა და­ი­სა­ხეს მიზ­ნად და "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და­ა­ფუძ­ნეს. პროგ­რე­სუ­ლი თა­ო­ბის მიერ შექ­მნილ­მა "სა­ზო­გა­დო­ე­ბამ", რო­მელ­მაც 40 წელი იარ­სე­ბა, ერის გა­ნათ­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე 1879 წელს "ივე­რი­ა­ში" წერ­და: "გავ­რცელ­დე­ბა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა სამ­შობ­ლო ენა­ზე და მით მი­ე­ცე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას ის ყოვ­ლად უსა­ჭი­რო­ე­სი ნი­ა­და­გი, ურომ­ლოდ თვით­მომ­ქმე­დი ცხოვ­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, გავა რამ­დე­ნი­მე ხანი და მა­ცხო­ვა­რი სხი­ვი გა­ნათ­ლე­ბი­სა მოჰ­ფენს ნა­თელს ყო­ველს კუ­თხეს ჩვე­ნის ქვეყ­ნი­სას, რო­მე­ლიც კი აქა­მომ­დე თვა­ლუწ­ვდე­ნელ სიბ­ნე­ლე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და".

მარ­თა­ლია, ამ მოვ­ლე­ნი­დან თით­ქმის სა­უ­კუ­ნე-ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, "სა­მო­ცი­ა­ნე­ლე­ბის" გზა გაგ­რძე­ლე­ბას დღე­საც სა­ჭი­რო­ებს. წა­კი­თხულ თი­თო­ე­ულ ფრა­ზას ბავ­შვის­თვის, მო­ზარ­დის მიერ გა­დაშ­ლილ ყო­ველ ფურ­ცელ­სა თუ ზრდას­რუ­ლის მიერ წიგ­ნის­თვის დათ­მო­ბილ ყო­ველ წამს სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ტენ­დენ­ცია სა­სი­კე­თოდ იც­ვლე­ბა - ქარ­თვე­ლი წიგნს ნელ-ნელა უბ­რუნ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ იმა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო, რომ გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ვერ შეძ­ლებს. ტვი­ნის მთა­ვა­რი "სა­ვარ­ჯი­შო" კი, რა თქმა უნდა, წიგ­ნია, ამი­ტომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქემ­დე მის მი­სა­ტა­ნად მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბაც პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად მკი­თხველ­თა სიმ­რავ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრობ­ლე­მას ადეკ­ვა­ტუ­რად აა­ნა­ლი­ზებს და მის გა­და­საჭ­რე­ლად, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სწორ არ­ჩე­ვან­საც აკე­თებს­. ერთი სი­ტყვით, ეს მთე­ლი ციკ­ლია, რომ­ლის მთა­ვა­რი კვან­ძი სწო­რედ წიგ­ნია.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქვე­ყა­ნა­ში დღე­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის სიღ­რმეს აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლ­საც ას­რუ­ლე­ბენ.

ეს არის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აქვს წიგ­ნე­ბი და ხალ­ხიც მათ ასე უწო­დებს: "წიგ­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი". ისი­ნი თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში და­დი­ან წიგ­ნე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჩა­მო­ნათ­ვა­ლით და მო­სახ­ლე­ო­ბას სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

პრო­ექ­ტში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­და­ხა­ლის­და ან შე­ივ­სო. რაც მთა­ვა­რია, წიგ­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს მკი­თხვე­ლის­თვის წიგ­ნე­ბი შინ მი­აქვთ. ჩვენ ერთ-ერთ მათ­განს, მაია ტა­ბა­ტა­ძეს, ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბა­ზე რუს­თა­ვის რა­ი­ონ­ში ზრუ­ნავს:

- შარ­შან, ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი "პა­ლიტ­რა L "-ის გან­ცხა­დე­ბას: გა­მომ­ცემ­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს წიგ­ნის გა­სავ­რცე­ლებ­ლად ეპა­ტი­ჟე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­შინ­ვე გავ­გზავ­ნე. მა­ლე­ვე და­მი­კავ­შირ­დნენ და წიგ­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლა­დაც ამიყ­ვა­ნეს. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი... რა უნდა იყოს იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ. ვგრძნობ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ვალს ვიხ­დი და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მცი­რე წვლი­ლი მეც შე­მაქვს. თუ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გა­ი­აზ­რებს, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა აღარ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

ჩემ­თვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც იქცა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ამას, რო­გორც სამ­სა­ხურს, არ ვუ­ყუ­რებ.

- თქვენ ერთი წე­ლია წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წიგ­ნი დღეს რამ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დია?

- მკი­თხველს იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლოგს ვთა­ვა­ზობთ,­ რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­ინ­ტე­რეს­დეს, თა­ნაც მკი­თხვე­ლი დროს ზო­გავს, მა­ღა­ზი­ა­ში მის­ვლა არ უწევს, ჩვენ მას წიგნს შინ მი­ვაწ­ვდით. რაც მთა­ვა­რია, მსოფ­ლიო კლა­სი­კას თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას მკი­თხველს 50-70%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით

ვთა­ვა­ზობთ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ათი­დან ცხრა მო­ქა­ლა­ქე ხვდე­ბა, რომ წიგ­ნი ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­სა და დრო­ში სჭირ­დე­ბა. ამას გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ: მარ­თლაც, თუ ბავ­შვს­ წიგ­ნი მცი­რე ასა­კი­დან არ შე­ვაყ­ვა­რეთ, კი­თხვას ვე­ღა­რას­დროს და­ვა­ძა­ლებთ. ამი­ტო­მაც მშობ­ლებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს ვთა­ვა­ზობთ. თუ პა­ტა­რებ­მა კი­თხვა ჯერ არ იცი­ან, მათ­თვის მუ­სი­კა­ლუ­რი ან ხმო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი გვაქვს. მათი მოს­მე­ნა ბავ­შვის­თვის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია.

ვი­საც წიგ­ნი უყ­ვარს და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს­მის, მო­ვუ­წო­დებ, გახ­დეს ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნი. ეს სწო­რედ ის საქ­მეა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­მავ­ლის გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თა­ნაც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. ასე რომ, და­საქმდით, ვი­საც გიყ­ვართ წიგ­ნე­ბი და გსურთ, გქონ­დეთ სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი.

რუ­სუ­დან შე­ლია

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და­რე­კეთ: ტელ: 599 08 62 99;

E-mail: katalogi@palitra.ge

წიგ­ნის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"წიგნის გამავრცელებლები" საქართველოს ყველა რეგიონში

"წიგნის გამავრცელებლები" საქართველოს ყველა რეგიონში

"მართალია, ჩემთვის ეს საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროდაც იქცა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას, როგორც სამსახურს, არ ვუყურებ"

1879 წლის 15 მაისს საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო: პეტერბურგში განათლებამიღებულმა ქართველმა "სამოციანელებმა" საზოგადოებრივი თვითშეგნების გამოფხიზლება-ამაღლება დაისახეს მიზნად და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" დააფუძნეს. პროგრესული თაობის მიერ შექმნილმა "საზოგადოებამ", რომელმაც 40 წელი იარსება, ერის განათლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ილია ჭავჭავაძე 1879 წელს "ივერიაში" წერდა: "გავრცელდება სწავლა-განათლება სამშობლო ენაზე და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია, გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველს კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა".

მართალია, ამ მოვლენიდან თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა, მაგრამ ფაქტია, "სამოციანელების" გზა გაგრძელებას დღესაც საჭიროებს. წაკითხულ თითოეულ ფრაზას ბავშვისთვის, მოზარდის მიერ გადაშლილ ყოველ ფურცელსა თუ ზრდასრულის მიერ წიგნისთვის დათმობილ ყოველ წამს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ტენდენცია სასიკეთოდ იცვლება - ქართველი წიგნს ნელ-ნელა უბრუნდება. მოსახლეობის უმრავლესობამ იმაზე ფიქრი დაიწყო, რომ განათლების გარეშე პიროვნებად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს. ტვინის მთავარი "სავარჯიშო" კი, რა თქმა უნდა, წიგნია, ამიტომ თითოეულ მოქალაქემდე მის მისატანად მეტი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაა აუცილებელი. სახელმწიფოს განვითარებაც პირდაპირპროპორციულად მკითხველთა სიმრავლეზეა დამოკიდებული: განათლებული საზოგადოება პრობლემას ადეკვატურად აანალიზებს და მის გადასაჭრელად, უმეტეს შემთხვევაში, სწორ არჩევანსაც აკეთებს­. ერთი სიტყვით, ეს მთელი ციკლია, რომლის მთავარი კვანძი სწორედ წიგნია.

საბედნიეროდ, ქვეყანაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც არსებული პრობლემის სიღრმეს აცნობიერებენ და საზოგადოებაში წიგნის გავრცელების საქმეში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებენ.

ეს არის ჯგუფი, რომელსაც მთელ საქართველოში დააქვს წიგნები და ხალხიც მათ ასე უწოდებს: "წიგნის გამავრცელებლები". ისინი თითქმის ყველა რეგიონში დადიან წიგნების მრავალრიცხოვანი ჩამონათვალით და მოსახლეობას სასურველი წიგნების შერჩევაში ეხმარებიან.

პროექტში უამრავი ადამიანი ჩაერთო, შესაბამისად, არაერთი მოქალაქის ბიბლიოთეკა გადახალისდა ან შეივსო. რაც მთავარია, წიგნის გამავრცელებლებს მკითხველისთვის წიგნები შინ მიაქვთ.  ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, მაია ტაბატაძეს, ვესაუბრეთ, რომელიც წიგნის გავრცელებაზე რუსთავის რაიონში ზრუნავს:

- შარშან, ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი "პალიტრა L "-ის განცხადებას: გამომცემლობა მოქალაქეებს წიგნის გასავრცელებლად ეპატიჟებოდა. ბუნებრივია, ჩემი მონაცემები მაშინვე გავგზავნე. მალევე დამიკავშირდნენ და წიგნის გამავრცელებლადაც ამიყვანეს. უბედნიერესი ვიყავი... რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საზოგადოებაში წიგნის გავრცელებაში მონაწილეობ. ვგრძნობ, რომ მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი და მომავალი თაობის განვითარებაში მცირე წვლილი მეც შემაქვს. თუ ამ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანი გაიაზრებს, განვითარებული სახელმწიფოს აშენება აღარ გაგვიჭირდება.

ჩემთვის ეს საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროდაც იქცა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას, როგორც სამსახურს, არ ვუყურებ.

- თქვენ ერთი წელია წიგნის გავრცელებას ემსახურებით. საინტერესოა თქვენი შეფასება, საზოგადოებაში წიგნი დღეს რამდენად მოთხოვნადია?

- მკითხველს იმდენად მრავალფეროვანი წიგნების კატალოგს ვთავაზობთ,­ რომ შეუძლებელია არ დაინტერესდეს, თანაც მკითხველი დროს ზოგავს, მაღაზიაში მისვლა არ უწევს, ჩვენ მას წიგნს შინ მივაწვდით. რაც მთავარია, მსოფლიო კლასიკას თუ თანამედროვე ლიტერატურას მკითხველს 50-70%-იანი ფასდაკლებით

ვთავაზობთ.

საბედნიეროდ, ათიდან ცხრა მოქალაქე ხვდება, რომ წიგნი ნებისმიერ ვითარებასა და დროში სჭირდება. ამას განსაკუთრებით მშობლები აცნობიერებენ: მართლაც, თუ ბავშვს­ წიგნი მცირე ასაკიდან არ შევაყვარეთ, კითხვას ვეღარასდროს დავაძალებთ. ამიტომაც მშობლებს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ.  თუ პატარებმა კითხვა ჯერ არ იციან, მათთვის მუსიკალური ან ხმოვანი წიგნები გვაქვს. მათი მოსმენა ბავშვისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

ვისაც წიგნი უყ­ვარს და მისი მნიშვნელობა ესმის, მოვუწოდებ, გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი. ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც ქვეყნის მომავლის გადარჩენას ემსახურება, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.  ასე რომ, დასაქმდით, ვისაც გიყვართ წიგნები და გსურთ, გქონდეთ სასიამოვნო საქმე და დამატებითი შემოსავალი.

რუსუდან შელია

ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ: 599 08 62 99;

E-mail: katalogi@palitra.ge

წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება“

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს