პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერძენმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო: რეფერენდუმის შედეგები და ფინანსთა მინისტრის გარეშე დარჩენილი ქვეყანა
ბერძენმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო: რეფერენდუმის შედეგები და ფინანსთა მინისტრის გარეშე დარჩენილი ქვეყანა

სა­ბერ­ძნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გუ­შინ­დელ რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 61,3 პრო­ცენ­ტი წი­ნა­აღ­მდე­გია, სა­ბერ­ძნეთ­მა კრე­დი­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლოს, 38,7 პრო­ცენ­ტი კი, ამ მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მომ­ხრეა.

ამას­თან, რო­გორც უცხუ­რი მე­დია წერს, სა­ბერ­ძენ­თის შს სა­მი­ნის­ტრომ ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი ყვე­ლა ბი­უ­ლე­ტე­ნის დათ­ვლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ა­ცხა­და.

მას შემ­დეგ, რაც რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­ბერ­ძნე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ია­ნის ვა­რუ­ფა­კის­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ბერ­ძე­ნი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სა­კუ­თარ ბლოგ­ზე წერს, რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მან გა­ი­გო, რომ ევ­როჯ­გუ­ფის ლი­დე­რებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მისი ჩარ­თვა არ სურთ, რაც მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი გახ­და.

გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად, ბერ­ძენ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­ზო­ნის ლი­დე­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბას.

რო­გორც სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რე­ფე­რენ­დუ­მამ­დე გა­ნა­ცხა­დეს, ისი­ნი ევ­როჯ­გუ­ფის ლი­დე­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბას სწო­რედ სა­ყო­ველ­თაო გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა, თა­ვად ევ­რო­ზო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ შედ­გე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ფე­რენ­დუმ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი მხარს არ და­უ­ჭერ­და მათ შე­თა­ვა­ზე­ბას. ამ­გვა­რად ჯერ უც­ნო­ბია, გა­ნახ­ლდე­ბა თუ არა მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბერ­ძენ ამომ­რჩე­ველს 5 ივ­ლი­სის რე­ფე­რენ­დუმ­ზე უნდა გა­და­ე­წყვი­ტა, და­უ­ჭერ­და თუ არა მხარს ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად ითხოვ­დნენ.

ევ­რო­ზო­ნის ლი­დე­რე­ბის პო­ზი­ცი­აა, ათენ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბი გაზ­რდოს და სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­როს, რა­საც ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ამას­თან, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამომ­რჩე­ვე­ლი ევ­რო­ზო­ნის წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდე­ბო­და, სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სის ციპ­რა­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბით იმუქ­რე­ბო­და. თა­ვის მხრივ, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ თუ 5 ივ­ლი­სის რე­ფე­რენ­დუმ­ზე ბერ­ძე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბას მხარს არ და­უ­ჭერს, მა­შინ სა­ბერ­ძნეთს ევ­რო­ზო­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს.

sponsored by ContentRoom

ბერძენმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო: რეფერენდუმის შედეგები და ფინანსთა მინისტრის გარეშე დარჩენილი ქვეყანა

ბერძენმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო: რეფერენდუმის შედეგები და ფინანსთა მინისტრის გარეშე დარჩენილი ქვეყანა

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

ამასთან, როგორც უცხური მედია წერს, საბერძენთის შს სამინისტრომ ასეთი მონაცემები ყველა ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგების შესახებ გახდა ცნობილი, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც ბერძენი მაღალჩინოსანი საკუთარ ბლოგზე წერს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.

გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.

როგორც საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რეფერენდუმამდე განაცხადეს, ისინი ევროჯგუფის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლებას სწორედ საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ აპირებდნენ. თუმცა, თავად ევროზონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერდა მათ შეთავაზებას. ამგვარად ჯერ უცნობია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ ბერძენ ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.

ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზრდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდებოდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრებოდა. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა