მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"
"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის ზღვა­რია. აქ კი სა­ო­ცა­რი გახ­სნი­ლო­ბაა და იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს გაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ეს არ გა­ბედ­ნი­ე­რებ­დეს"

ჩემ­თაი იე­გო­ნი 29 წლის კე­ნი­ე­ლია. ამ ლა­მაზ­მა­ნის და­ნახ­ვა­ზე ქუ­ჩა­ში ხშირ­ად ვერ იკა­ვე­ბენ თავს და ქა­თი­ნა­ურ­ებს უძღვნი­ან. ახალ­გაზ­რდა ქალი მორ­ცხვად იღი­მე­ბა, თვა­ლე­ბით უხ­დის მად­ლო­ბას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამა­ყად და მოხ­დე­ნი­ლად გა­ნაგ­რძობს გზას.

ჩემ­თაი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო­. მისი სა­ხე­ლი "დი­ლით და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას"­ ნიშ­ნავს. ის კიფ­სი­გი­სე­ბის, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტუ­ლი მორ­ბენ­ლე­ბის ტო­მი­დან არის. პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი­ ოც­ნე­ბობ­და, სად­მე, უც­ნობ ქვე­ყა­ნა­ში ემუ­შა­ვა ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად. ერთ დღე­საც შეს­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პროგ­რა­მა­ში "ას­წავ­ლე ინ­გლი­სუ­რი ენა". უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ემუ­შა­ვა, ეცხოვ­რა უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში და შესჩ­ვე­ო­და­ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თა­ვი­დან სუ­ლაც არ ყო­ფი­ლი­ყო მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი. ჩემ­თაი ამ­ბობს, რომ გა­უ­მარ­თლა. ახლა ის ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს"ინ­გლი­სუ­რი ენის სკო­ლა­ში მუ­შა­ობს.

ჩემ­თაი იე­გო­ნი: - პირ­ვე­ლად კე­ხი­ჯვ­არში მოვ­ხვდი, მთივ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში. სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ამ ოჯა­ხი­დან იწყე­ბა. არა­სო­დეს მიგ­რძვნია, რომ უცხო სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც დრო­ე­ბით იყო მათ­თან შე­კედ­ლე­ბუ­ლი. არა­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­ ნა­წი­ლი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ ოჯა­ხე­ბში მოხ­ვდა, მათ ყვე­ლა­ფერ­ში ხელს უშ­ლიდ­ნენ.­ ამი­ტო­მაც წა­ვიდ­ნენ და თქვეს, არა­სო­დეს მო­ვი­ხე­დავთ აქე­თო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უმ­რავ­ლე­სო­ბას კარ­გი მას­პინ­ძე­ლი შეხ­ვდა და მათ­თვის, ისე­ვე რო­გორც ჩემ­თვის, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ამი­ტო­მაც ვარ აქ და ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ბრუნ­დე­ბი რო­გორც უცხო ქვე­ყა­ნა­ში კი არა, რო­გორც შინ.

თქვე­ნი ძვე­ლი ან­და­ზა ყო­ფი­ლა, სტუ­მა­რი ღვთი­სა­აო.­ მეც ასე მი­მი­ღეს.

- რას გვე­ტყვი კე­ნი­ის შე­სა­ხებ,­ რით არის შენი ქვე­ყა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- კე­ნი­ა­ში 42 ტომი ცხოვ­რობს, შე­საძ­ლოა, უფრო მე­ტიც, მაგ­რამ ზოგ­ჯერ იკარ­გე­ბი­ან, სხვებს ერე­ვი­ან. ყვე­ლას თა­ვი­სი ენა აქვს. ეს ენე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამი­ტო­მაც არის კე­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო ენე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი - სუ­ა­ჰი­ლი და ინ­გლი­სუ­რი. არა მხო­ლოდ ენა, კულ­ტუ­რა და სამ­ზა­რე­უ­ლოც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გვაქვს.

კე­ნი­ა­ში ცხოვ­რობს ხალ­ხი, რო­მელ­მაც იცის, რომ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ სამ­ყა­როს­თან ერ­თი­ა­ნო­ბა­ში მყოფთ შე­უძ­ლი­ათ იცხოვ­რონ ჰარ­მო­ნი­უ­ლად. ამ ხალ­ხმა იცის, რომ არა­ფერს ნიშ­ნავს მხო­ლოდ ადა­მი­ან­თა კა­ნო­ნე­ბი. თუ ბუ­ნე­ბის, სამ­ყა­როს კა­ნო­ნებს უგუ­ლე­ბელ­ყოფ, ბუ­ნე­ბა დაგსჯის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"

"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"

"ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები. ჩემს ქვეყანაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარია. აქ კი საოცარი გახსნილობაა და იმხელა სიყვარულს გაგრძნობინებენ, რომ არ შეიძლება ეს არ გაბედნიერებდეს"

ჩემთაი იეგონი 29 წლის კენიელია. ამ ლამაზმანის დანახვაზე ქუჩაში ხშირ­ად ვერ იკავებენ თავს და ქათინაურ­ებს უძღვნიან. ახალგაზრდა ქალი მორცხვად იღიმება, თვალებით უხდის მადლობას აღფრთოვანებულ მოქალაქეებს და ამაყად და მოხდენილად განაგრძობს გზას.

ჩემთაი საერთო მეგობარმა გამაცნო­. მისი სახელი "დილით დაბადებულ გოგონას"­ ნიშნავს. ის კიფსიგისების, მსოფლიოში საუკეთესო სპორტული მორბენლების ტომიდან არის. პროფესიით პედაგოგი­ ოცნებობდა, სადმე, უცნობ ქვეყანაში ემუშავა ინგლისური ენის მასწავლებლად. ერთ დღესაც შესთავაზეს მონაწილეობა პროგრამაში "ასწავლე ინგლისური ენა". უთხრეს, რომ საქართველოში უნდა ემუშავა, ეცხოვრა უცნობი ადამიანების ოჯახში და შესჩვეოდა­ გარემოს, რომელიც შესაძლოა თავიდან სულაც არ ყოფილიყო მეგობრულად განწყობილი. ჩემთაი ამბობს, რომ გაუმართლა. ახლა ის ბრიტანეთის საბჭოს"ინგლისური ენის სკოლაში მუშაობს.

ჩემთაი იეგონი: - პირველად კეხიჯვ­არში მოვხვდი, მთივლიშვილების ოჯახში. საქართველო ჩემთვის ამ ოჯახიდან იწყება. არასოდეს მიგრძვნია, რომ უცხო სტუმარი ვიყავი, რომელიც დროებით იყო მათ­თან შეკედლებული. არადა, მასწავლებლების­ ნაწილი მტრულად განწყობილ ოჯა­ხე­ბში მოხვდა, მათ ყველაფერში ხელს უშლიდნენ.­ ამიტომაც წავიდნენ და თქვეს, არასოდეს მოვიხედავთ აქეთო. საბედნიეროდ, უმრავლესობას კარგი მასპინძელი შეხვდა და მათთვის, ისევე როგორც ჩემთვის, საქარ­თველო ძალიან ძვირფასია. ამიტომაც ვარ აქ და ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდები როგორც უცხო ქვეყანაში კი არა, როგორც შინ.

თქვენი ძველი ანდაზა ყოფილა, სტუმარი ღვთისააო.­ მეც ასე მიმიღეს.

- რას გვეტყვი კენიის შესახებ,­ რით არის შენი ქვეყანა განსაკუთრებული?

- კენიაში 42 ტომი ცხოვრობს, შესაძ­ლოა, უფრო მეტიც, მაგრამ ზოგჯერ იკარგებიან, სხვებს ერევიან. ყველას თავისი ენა აქვს. ეს ენები ძალიან განსხვავებულია, ამიტომაც არის კენიის სახელმწიფო ენებად გამოცხადებული - სუაჰილი და ინგლისური. არა მხოლოდ ენა, კულტურა და სამზარეულოც ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს.

კენიაში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც იცის, რომ ადამიანებს მხოლოდ სამყაროსთან ერთიანობაში მყოფთ შეუძლიათ იცხოვრონ ჰარმონიულად. ამ ხალხმა იცის, რომ არაფერს ნიშნავს მხოლოდ ადამიანთა კანონები. თუ ბუნების, სამყაროს კანონებს უგულებელყოფ, ბუნება დაგსჯის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია