მაშ ასე! ბედის წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით:
1. ბედის ამოსაცნობად მოგიწევთ არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება
მაგალითად თუ 04.11.1979 წელს დაიბადეთ, რიცხვების დასადგენად საჭიროა შემდეგი გაანგარიშება: 0+4=4. დაბადების წლის ბოლო ორი ციფრის ჯამი კი: 7+9=16 - თქვენი ცხოვრების ინდივიდუალურ ციფრს მიუთითებს. ანუ ყოველ 16 წელში თქვენი ბედი განახლდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება;
2. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დაბადების წლის ბოლოს წინა ციფრი (ამ შემთხვევაში -7) მამის გავლენაა ხოლო ბოლო (ამ შემთხვევაში 9) დედის. რაც მაღალია ციფრი, მეტია გავლენის ზემოქმედებაც. ერთნაირი რიცხვები კი მშობლების ჰარმონიულ გავლენას ნიშნავს.
3. დაბადების წელი გაამრავლეთ რიცხვსა და თვეზე
მაგ: რიცხვია - 4, თვე -11, გამოვიდა 411, ამიტომ 411ხ1979=813369. რიცხვების შეერთებით, საბოლოოდ, მიიღებთ პირადი პოტენციალის დონეს (30). რაც უფრო მაღალია მნიშვნელობა, მეტია პოტენციალი.
4. ახლა შეადგინეთ ცხოვრების გრაფიკი რიცხვების მიხედვით
დაბადების წელი გაამრავლეთ დღესა და თვეზე. რიცხვების მნიშვნელობა განალაგეთ აბსცისაზე, ღირებულება კი ორდინატაზე. იგრეკ ღერძზე განლაგდება - 1,2,3,4,5,6,7,8,9. იქსზე კი - 8,1,3,3,6,9. შემდეგ სიტყვებზე განალაგეთ შემდეგი წერტილები: ჯერ 2, შემდეგ Y=1 და X=8; ალბათ შენიშნეთ, რომ მეორე წერტილი ემთხვევა თქვენს 16 წლიან ციკლს. ციკლის შემდგომ პერიოდში (32 წელი) - უნდა გადადოთ გადაკვეთის წერტილი ყ=2 და ხ=1. ამგვარად უნდა გადადოთ ყველა ცხრა რიცხვი.
5. აგებულ გრაფიკზე დაინახავთ როგორ წარიმართება თქვენი ბედი
გაიგებთ როდის მოგელით ცხოვრებაში წარმატება თუ წარუმატებლობა, ცხოვრებისეული აღმაფრენა თუ დაცემა, და ეს დაემთხვევა თქვენს ასაკს. გრაფიკზე რაც უფრო დაბლა ჩამოდის წერტილი - ცხოვრების ამ პერიოდში მით უფრო რთული პერიოდი გელით. მაგალითად თუ წერტილი 0-ზე აღმოჩნდა, დიდი საშიშროება გემუქრებათ. გრაფიკის უმაღლეს წერტილებში კი, ნაწინასწარმეტყველები გაქვთ სოციალური, კარიერული და სხვა დიდი წარმატებები.
თუ დაბადების დღის ნუმეროლოგიური კოდი არის - 1, ეს ადამიანები მოქმედებენ აქტიურად, არიან ენერგიულები და ინიციატორებო. ისინი ბავშვობიდან არ ემორჩილებიან მშობლებსა და სხვა აღმზრდელებს. მათზე დადებითად მოქმედებს ექსტრემალური სიტუაციები, ამ დროს მოსდით კარგი იდეები. ეს ადამიანები, რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში, არ უნდა გახდნენ ამაყები და ტრაბახის მოყვარულები.
თუ კოდი არის - 2 ცვალებადი ხასიათის ადამიანია და ეს ძირითადად გამოწვეულია საკუთარი თავისადმი რწმენის არ ქონის გამო. გამუდმებით ეპარებათ ეჭვი და ზედმეტად განიცდიან, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. სასურველია თავი აარიდონ კონფლიქტებს და ყური უგდონ ჭკვიანი ადამიანის რჩევებს.
მათ დიდი პოტენციალი აქვთ და ბევრის გაკეთება შეძლიათ, როცა მარტო არ არიან. ასეთმა ადამიანებმა უფრო მეტად უნდა დააფასონ საკუთარი თავი, შეიმატონ თავდაჯერებულობა და მორიდების გარეშე ითხოვონ მხარდაჭერა, როცა სჭირდებათ.
როცა კოდი 3-ია, მათ ყველაფერი ერთდროულად სურთ და პეპლის მსგავსად ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაინაცვლებენ; უმჯობესია სურვილები რეალობას შეუსაბამონ და შეადგინონ სია, რომლის მიხედვითაც დაიწყებენ სურვილების შესრულებას. მაშინ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
4-იანის ადამიანები - უყვართ სტაბილურობა. არიან პასუხისმგებლიანი, საიმედო და სერიოზული ადამიანები. სწორად უდგებიან ნებისმიერ წარუმატებლობას და ცხოვრებისეულ გამოცდილებად მიიჩნევენ. წარუმატებლობა
უფრო აზარტულს ხდის და ბოლომდე იბრძვიან, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. აქვთ ფულის გამომუშავების უნარი.
როცა კოდი 5-ია, აფასებს თავისუფლებას და უყვარს ცვლილებები. უყვართ რისკი და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებენ. ცხოვრებაში ძალიან უმართლებთ. გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, აქვთ რამდენიმე საქმის ერთად კეთების უნარი. უყვართ მოგზაურობა და ხალხთან ურთიერთობა.
6 - თუ ამ ადამიანმა სიტყვა მოგცათ, შეუძლებელს შეძლებს მის შესასრულებლად. არიან ღირსეულები. მათთვის ყველაზე წარმატებული სფეროა - მედიცინა, პოლიტიკა და საგანმანათლებლო საქმიანობა. ახასიათებთ ადრეული ქორწინება.
7 - ისინი უსმენენ შინაგან ხმას და არა ლოგიკას. მატერიალურზე მეტად სულიერი ცხოვრებით ინტერესდებიან. ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებში ნამდვილი ექსპერტები არიან.
8 - შეუძლიათ და მიმართავენ კიდეც თავის ძალებს მატერიალური ცხოვრებისკენ. ბიზნესში დიდ მწვერვალებს აღწევენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ ფულზე ზრუნვა წარმატებას ვერ მოუტანს. თუ სხვის მოგებაზეც იფიქრებენ, ყოვლად უზრუნველყოფილი ცხოვრება ელით. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდონ, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რომ, მატერიალური აუცილებლად უნდა გაუთანაბრონ სულიერს.
9 - გარშემომყოფები მას ძალიან აფასებენ და ავტორიტეტულ ადამიანებად მიიჩნევენ. ქორწინებაში მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სულიერი მხარე, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე.
11 - ამ ადამიანებს ცხოვრებაში დიდი მისია აკისრიათ. ისინი გამუდმებით იძლევიან რჩევებს და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ სიტყვას, რასაც სხვის სასარგებლოდ ამბობენ და ეს ადამიანები ხშირად მასზე გაცილებით უფროსებიც არიან.
ადამიანები, რომელთა ნუმეროლოგიური კოდი 22-ია, ყველაზე გრანდიოზული და რთული ცხოვრებისეული მისია აკისრიათ. კაცობრიუბას უძღვნიან თავს. მათი დავალებაა აუხსნან თანამედროვეებს კოსმიური ძალების შესახებ.