მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"
"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"

ექი­მი გელა ბენ­დე­ლი­ა­ნი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნას წლებს­ შე­ა­ლევს. სა­კუ­თა­რი ბი­ნის სხვენ­ში

ცდებს ატა­რებს, მაგ­რამ სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს მისი ნაშ­რო­მი­ არ აინ­ტე­რე­სებს. მე­ზობ­ლე­ბის საყ­ვე­დუ­რე­ბით და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ყო­ფით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი გე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლი აგ­ნე­სა სხვე­ნი­დან საც­დელ ვირ­თხებს უშ­ვებს...

მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი ფი­ლმი­ - "უძი­ნარ­თა მზე" 1992 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე.

ფილმში გელა ბენ­დე­ლი­ანს გუჯა ბურ­დუ­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, მის მე­უღ­ლეს - ფილ­მის რე­ჟი­სო­რის, თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის მე­უღ­ლე ლია ბაბ­ლუ­ა­ნი, შვილს - და­თოს, დათო კა­ზიშ­ვი­ლი, ნა­ბო­ლა­რა გო­გო­ნას, აგ­ნე­სას კი, ეკა სა­ა­თაშ­ვი­ლი, დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი:

- ბავ­შვო­ბა­ში "მარ­თვეს­თან" არ­სე­ბულ გო­გო­ნა­თა ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი. 12 წლის ვი­ყა­ვი, არ­ტოს ბაღ­ში გვქონ­და კონ­ცერ­ტი. მახ­სოვს, კაცი მო­მი­ახ­ლოვ­და, თურ­მე რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი ყო­ფი­ლა, და მი­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად მოდი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში სინ­ჯებ­ზეო. მარ­თლაც მი­ვე­დი. ეპი­ზო­დურ, მო­ხე­ტი­ა­ლე მუ­სი­კო­სი გო­გო­ნას რო­ლის­თვის შე­მარ­ჩი­ეს, მაგ­რამ თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა რომ მნა­ხა, გა­და­წყვი­ტა, აგ­ნე­სას როლ­ზე ავეყ­ვა­ნე, სა­ოც­რად ჰგავს დე­დის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ ლია ბაბ­ლუ­ან­სო. ასე გავ­ხდი აგ­ნე­სა.

ძი­ლის­გუ­და ვი­ყა­ვი და გა­და­ღე­ბა­ზე მის­ვლა მი­ჭირ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დამა­მახს­ოვ­რდა ბოლო სცე­ნა, სა­დაც ვამბ­ობ, ვირთ­ხები მე გა­ვუშ­ვი-მეთ­ქი. ფილმში არ ჩანს, მაგ­რამ ამ ერთი ფრა­ზის წარ­მო­სათ­ქმე­ლად გა­მაღ­ვი­ძეს და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

ფილმში ასე­თი სცე­ნაა: ჩემი ძმა, დათო, შინ ბრუნ­დე­ბა. მე გა­ხა­რე­ბუ­ლი გავ­რბი­ვარ მის­კენ და უცებ წა­ვიქ­ცე­ვი. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მქონ­და, თუ რო­გორ უნდა წავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. ამის­თვის სა­გან­გე­ბოდ ლე­ი­ბიც გა­მი­ფი­ნეს. გა­და­ღე­ბა რომ და­ი­წყო, გა­მო­ვე­ქა­ნე მთე­ლი სის­წრა­ფით და ისე გა­და­ვეშ­ვი, თით­ქოს აუზ­ში­ ვხტე­ბო­დი. მი­თხრეს, ისე უნდა წა­იქ­ცე, რომ კადრშიც ჩან­დეს შენი და­ცე­მაო. ამი­ტომ, სა­ნამ სა­სურ­ველ პო­ზა­ში და­ვე­ცე­მო­დი, ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა დაგ­ვჭირ­და.

ყვე­ლა ძა­ლი­ან თბი­ლად მექ­ცე­ო­და. ცდი­ლობ­დნენ, გა­უ­საძ­ლი­სი არ გამ­ხდა­რი­ყო ჩემი ასა­კის­თვის დამ­ღლე­ლი რე­ჟი­მი.­ ჩემს ეკ­რა­ნულ მშობ­ლებ­თან, ქალ­ბა­ტონ ლი­ა­სა და ბა­ტონ გუ­ჯას­თან ისე ვგრძნობ­დი თავს, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რებ­თან. მარ­თლაც პა­ტა­რა ოჯა­ხი­ვით ვი­ყა­ვით.

დათო ჩემ­ზე უფ­რო­სი იყო, ისიც ჩემ­სა­ვით გა­მო­უც­დე­ლი, მაგ­რამ დაძ­მო­ბა კარ­გად გა­მოგ­ვი­ვი­და. ფილ­მის ბოლო კად­რი რომ გა­და­ვი­ღეთ, უკვე 16 წლის ვი­ყა­ვი.

და აი, გა­მო­ვი­და ფილ­მი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი. თა­ვი­დან ეს ცოტა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაგ­დებ­და. ქუ­ჩა­ში­ "აგ­ნე­სას" რომ და­მი­ძა­ხებ­დნენ, ვიბ­ნე­ო­დი, მერე მი­ვეჩ­ვიე ორი სა­ხე­ლით ცხოვ­რე­ბას. დღეს აგ­ნე­სა­ზეც ვრე­ა­გი­რებ და ეკა­ზეც - ორი სა­ხე­ლით ვცხოვ­რობ.

ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი მა­შინ ხში­რად მე­კი­თხე­ბო­და: "რა­ტომ გა­უშ­ვი ვირ­თხე­ბი?" მე ხუმ­რო­ბით ვპა­სუ­ხობ­დი, რე­ჟი­სო­რუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის თა­ნახ­მად, ეს ამ­ბა­ვი მე დამ­ბრალ­და­-მეთ­ქი. ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი გა­მოვ­ნა­ხე.

- ფილ­მის ­პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს­თან­ თუ გა­აგ­რძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ყვე­ლა­ზე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა დათო კა­ზიშ­ვილ­თან მაქვს. ახლა იგი მო­ნას­ტერ­შია. თუმ­ცა, მა­ინც მგო­ნია, რომ სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა. ახლა ისე­თი პე­რი­ო­დი აქვს, რომ თავს იქ უფრო კარ­გად­ გრძნობს­. დათო ძა­ლი­ან კე­თი­ლი და სუფ­თა ადა­მი­ანია. არ არის ისე­თი, რო­გო­რი იმი­ჯიც შე­უქ­მნეს ფილ­მის შემ­დეგ, თით­ქოს ცი­ხე­ში იჯდა, ზოგი იმა­საც ამ­ბობ­და, გარ­და­იც­ვა­ლაო. ბევ­რი ჭორი ტრი­ა­ლებ­და. სი­ნამ­დვილ­ეში არას­დროს მჯდა­რა ცი­ხე­ში და ცუ­დიც არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"

"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"

ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს­ შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში

ცდებს ატარებს, მაგ­რამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი­ არ აინტერესებს. მეზობლების საყ­ვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს...

მაყურებლის საყვარელი ფი­ლმი­ - "უძინართა მზე" 1992 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმში გელა ბენდელიანს გუჯა ბურდული განასახიერებს, მის მეუღლეს - ფილმის რეჟისორის, თემურ ბაბლუანის მეუღლე ლია ბაბლუანი, შვილს - დათოს, დათო კაზიშვილი, ნაბოლარა გოგონას, აგნესას კი, ეკა საათაშვილი, დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი:

- ბავშვობაში "მართვესთან" არსებულ გოგონათა ანსამბლში ვმღეროდი. 12 წლის ვიყავი, არტოს ბაღში გვქონდა კონცერტი. მახსოვს, კაცი მომიახლოვდა, თურმე რეჟისორის ასისტენტი ყოფილა, და მითხრა, აუცილებლად მოდი კინოსტუდიაში სინჯებზეო. მართლაც მივედი. ეპიზოდურ, მოხეტიალე მუსიკოსი გოგონას როლისთვის შემარჩიეს, მაგრამ თემურ ბაბლუანმა რომ მნახა, გადაწყვიტა, აგნესას როლზე ავეყვანე, საოცრად ჰგავს დედის როლის შემსრულებელ ლია ბაბლუანსო. ასე გავხდი აგნესა.

ძილისგუდა ვიყავი და გადაღებაზე მისვლა მიჭირდა. განსაკუთრებით დამა­მახს­ოვრდა ბოლო სცენა, სადაც ვამბ­ობ, ვირთ­ხები მე გავუშვი-მეთქი. ფილმში არ ჩანს, მაგრამ ამ ერთი ფრაზის წარმოსათქმელად გამაღვიძეს და გაბრაზებული ვიყავი.

ფილმში ასეთი სცენაა: ჩემი ძმა, დათო, შინ ბრუნდება. მე გახარებული გავრბივარ მისკენ და უცებ წავიქცევი. რეპეტიციები მქონდა, თუ როგორ უნდა წავქცეულიყავი. ამისთვის საგანგებოდ ლეიბიც გამიფინეს. გადაღება რომ დაიწყო, გამოვექანე მთელი სისწრაფით და ისე გადავეშვი, თითქოს აუზში­ ვხტებოდი. მითხრეს, ისე უნდა წაიქცე, რომ კადრშიც ჩანდეს შენი დაცემაო. ამიტომ, სანამ სასურველ პოზაში დავეცემოდი, ბევრი დუბლის გადაღება დაგვჭირდა.

ყველა ძალიან თბილად მექცეოდა. ცდილობდნენ, გაუსაძლისი არ გამხდარიყო ჩემი ასაკისთვის დამღლელი რეჟიმი.­ ჩემს ეკრანულ მშობლებთან, ქალბატონ ლიასა და ბატონ გუჯასთან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ოჯახის წევრებთან. მართლაც პატარა ოჯახივით ვიყავით.

დათო ჩემზე უფროსი იყო, ისიც ჩემსავით გამოუცდელი, მაგრამ დაძმობა კარგად გამოგვივიდა. ფილმის ბოლო კადრი რომ გადავიღეთ, უკვე 16 წლის ვიყავი.

და აი, გამოვიდა ფილმი და ძალიან პოპულარული გავხდი. თავიდან ეს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ქუჩაში­ "აგნესას" რომ დამიძახებდნენ, ვიბნეოდი, მერე მივეჩვიე ორი სახელით ცხოვრებას. დღეს აგნესაზეც ვრეაგირებ და ეკაზეც - ორი სახელით ვცხოვრობ.

ნაცნობი თუ უცნობი მაშინ ხშირად მეკითხებოდა: "რატომ გაუშვი ვირთხები?" მე ხუმრობით ვპასუხობდი, რეჟისორული ჩანაფიქრის თანახმად, ეს ამბავი მე დამბრალდა­-მეთქი. ასეთი გამოსავალი გამოვნახე.

- ფილმის ­პერსონაჟებიდან რომელიმესთან­ თუ გააგრძელეთ ურთიერთობა.

- ყველაზე კარგი ურთიერთობა დათო კაზიშვილთან მაქვს. ახლა იგი მონასტერშია. თუმცა, მაინც მგონია, რომ საერო ცხოვრებას დაუბრუნდება. ახლა ისეთი პერიოდი აქვს, რომ თავს იქ უფრო კარგად­ გრძნობს­. დათო ძალიან კეთილი და სუფთა ადამი­ანია. არ არის ისეთი, როგორი იმიჯიც შეუქმნეს ფილმის შემდეგ, თითქოს ციხეში იჯდა, ზოგი იმასაც ამბობდა, გარდაიცვალაო. ბევრი ჭორი ტრიალებდა. სინამდვილ­ეში არასდროს მჯდარა ციხეში და ცუდიც არაფერი ჩაუდენია.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია