ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ვეფხვის ლეში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკიდან ერთი ვეფხვი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ერთმა კი, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ადამიანი იმსხვერპლა.
იხილეთ, ზოოპარკის დირექტორის განცხადება