მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა დარჩიას ქმარი ცოლს და მანქანას არ ცვლის
თეა დარჩიას ქმარი ცოლს და მანქანას არ ცვლის

ჩვე­ნი რუბ­რი­კის დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩი­აა. თეა ოთხი შვი­ლის დე­დაა, ბოლო დეკ­რე­ტი­სას პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და. ამ­ბობს, რომ ცეკ­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ შვი­ლე­ბი და სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და­ნაკ­ლი­სის კომ­პენ­სა­ცი­ას ახ­დენს. მო­ცეკ­ვა­ვემ თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გაგ­ვი­ზი­ა­რა.

- მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკ­ვავ­დით ერ­თად ან­სამ­ბლში. ყვე­ლას­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ქცე­ვით, ხა­სი­ა­თი­თა და გა­რეგ­ნო­ბით. გულ­ში გა­ვი­ფიქ­რე, თუ მე ოჯახს შევ­ქმნი­დი და შვი­ლე­ბი მე­ყო­ლე­ბო­და, ის იქ­ნე­ბო­და ჩემი შვი­ლე­ბის მამა. თა­მა­მად ვამ­ბობ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ინი­ცი­ა­ტო­რი მე ვი­ყა­ვი, გრძნო­ბებ­შიც მე გა­მო­ვუ­ტყდი. ისე აღ­მოჩ­ნდა ტა­ძარ­ში ჩემ გვერ­დით, რომ ვერ მიხ­ვდა... დღემ­დე ვერ ხვდე­ბა, რა შარ­ში გაყო თავი.

ისე გა­ვა­ჩი­ნე ოთხი შვი­ლი, სამ­შო­ბი­ა­რო­ში წას­ვლამ­დე არ სჯე­რო­და, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. ბო­ლოს 45 წუთ­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე. სამ­შო­ბი­ა­რო­ში მი­მიყ­ვა­ნა და მან­ქა­ნის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად წა­ვი­და, უკან რომ შე­მობ­რუნ­და, მი­უ­ლო­ცეს, ბიჭი გყავ­თო. გა­და­ი­რია! 24 წე­ლია, შოკ­ში მყავს (იცი­ნის).

ავ­სტრა­ლი­ი­დან რომ დავ­ბრუნ­დით, გუ­ჯამ მი­თხრა, მა­მა­შენ­თან უნდა ავი­დე და ვუ­თხრა, რომ მიყ­ვარ­ხარ, სე­რი­ო­ზუ­ლია ეს გრძნო­ბა და არ ვმა­ი­მუ­ნო­ბო. ან­სამ­ბლში უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, თეა ჩემი სა­ცო­ლე­აო. მე ჩავ­თვა­ლე, რომ მა­მა­ჩე­მი აუ­ცი­ლებ­ლად მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­და­უშ­ვებ­და, ამი­ტომ წყნა­რად მი­ვუ­გე, წა­მო­დი-მეთ­ქი.

ურ­თი­ერ­თო­ბის სწრა­ფად გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია. დე­და­ჩე­მი და­ქა­ლებ­თან ერ­თად ლე­ნინ­გრად­ში გახ­ლდათ. მამა სახ­ლში მარ­ტო დაგ­ვხვდა. ყვე­ლა თითი და­ვი­ჭა­მე, რაც ხე­ლებ­ზე მქონ­და. გუ­ჯას ოფლი ას­ხამ­და. ძლივს უთხრა: ბა­ტო­ნო გი­მერ, თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი მიყ­ვარს და მშვი­დად იყა­ვი­თო. მა­მა­ჩე­მის პა­უ­ზა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ორი წუთი ორ სა­ა­თად მო­მეჩ­ვე­ნა, ვე­ლო­დი, რომ იფეთ­ქებ­და. ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, ჩვენ­კენ არ გა­მო­უ­ხე­დავს, ისე უთხრა გუ­ჯას: მე სიყ­ვა­რულს ვერ და­გიშ­ლი, მაგ­რამ დე­და­მი­სი ჩა­მო­ვა და იმას უთხა­რი ეს ყვე­ლა­ფე­რიო. მა­მა­ჩემ­მა ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნა. დე­და­ჩე­მი ლე­ნინ­გრა­დი­დან რომ დაბ­რუნ­და, მა­მას უთხრა, და­გი­ლო­ცია ბავ­შვე­ბი და მე ხომ არ გა­მო­ვენ­თე­ბიო?

- ქალ­ბა­ტონ ნინო რა­მიშ­ვილ­თან პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­გქმნი­ათ?

- გაბ­რაზ­და. ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ისე­თი მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ცეკ­ვას რაც აბ­რკო­ლებ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბო­და. მი­თხრა, გა­თხოვ­დე­ბი, და­ფეხ­მძიმ­დე­ბი, გა­სუქ­დე­ბი, დეკ­რეტ­ში გახ­ვალ, ბავ­შვს გა­ა­ჩენ, ფორ­მას და­კარ­გავ, რო­დის შენ ფორ­მას და­იბ­რუ­ნებ, რო­დის უკან დაბ­რუნ­დე­ბიო... ყვე­ლა­ფე­რი და­მი­ლა­გა. ექვს თვემ­დე დეკ­რეტ­ში არ გა­მიშ­ვა. არც მუ­ცე­ლი მე­ტყო­ბო­და, არც წო­ნა­ში მო­მი­მა­ტე­ბია. რა თქმა უნდა, იძუ­ლე­ბით არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ. მე მთლად ნორ­მა­ლუ­რი ვერა ვარ. სა­ში­ნე­ლი ტოქ­სი­კო­ზი მქონ­და. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ისე ვმუ­შა­ობ­დი, რომ სა­ერ­თოდ არ მახ­სენ­დე­ბო­და ტოქ­სი­კო­ზი, სახ­ლში მო­ვი­დო­დი თუ არა, ეგ­რე­ვე უნი­ტაზ­ში ვე­ყუ­დე­ბო­დი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მის ქმარს
0

 მანქანა არ ვიცი მაგრამ ცოლი ნამდვილად გამოსაცვლელი ყოლია მას შემდე რაც შვილზე ილაპარაკა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თეა დარჩიას ქმარი ცოლს და მანქანას არ ცვლის

თეა დარჩიას ქმარი ცოლს და მანქანას არ ცვლის

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი მოცეკვავე თეა დარჩიაა. თეა ოთხი შვილის დედაა, ბოლო დეკრეტისას პენსიაზე გავიდა. ამბობს, რომ ცეკვისთვის თავის დანებება ძალიან რთულია, მაგრამ შვილები და სტუდიაში მუშაობა დანაკლისის კომპენსაციას ახდენს. მოცეკვავემ თავისი სიყვარულის ამბავი გაგვიზიარა.

- მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.

ისე გავაჩინე ოთხი შვილი, სამშობიაროში წასვლამდე არ სჯეროდა, რომ ორსულად ვიყავი. ბოლოს 45 წუთში ვიმშობიარე. სამშობიაროში მიმიყვანა და მანქანის გადასაყენებლად წავიდა, უკან რომ შემობრუნდა, მიულოცეს, ბიჭი გყავთო. გადაირია! 24 წელია, შოკში მყავს (იცინის).

ავსტრალიიდან რომ დავბრუნდით, გუჯამ მითხრა, მამაშენთან უნდა ავიდე და ვუთხრა, რომ მიყვარხარ, სერიოზულია ეს გრძნობა და არ ვმაიმუნობო. ანსამბლში უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თეა ჩემი საცოლეაო. მე ჩავთვალე, რომ მამაჩემი აუცილებლად მეორე სართულიდან გადაუშვებდა, ამიტომ წყნარად მივუგე, წამოდი-მეთქი.

ურთიერთობის სწრაფად გასერიოზულებაზე არ მიფიქრია. დედაჩემი დაქალებთან ერთად ლენინგრადში გახლდათ. მამა სახლში მარტო დაგვხვდა. ყველა თითი დავიჭამე, რაც ხელებზე მქონდა. გუჯას ოფლი ასხამდა. ძლივს უთხრა: ბატონო გიმერ, თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მშვიდად იყავითო. მამაჩემის პაუზა არასდროს დამავიწყდება. ორი წუთი ორ საათად მომეჩვენა, ველოდი, რომ იფეთქებდა. ტელევიზორს უყურებდა, ჩვენკენ არ გამოუხედავს, ისე უთხრა გუჯას: მე სიყვარულს ვერ დაგიშლი, მაგრამ დედამისი ჩამოვა და იმას უთხარი ეს ყველაფერიო. მამაჩემმა ხელები დაიბანა. დედაჩემი ლენინგრადიდან რომ დაბრუნდა, მამას უთხრა, დაგილოცია ბავშვები და მე ხომ არ გამოვენთებიო?

- ქალბატონ ნინო რამიშვილთან პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

- გაბრაზდა. ეჭვიანობდა. ისეთი მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, ცეკვას რაც აბრკოლებდა, ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა. მითხრა, გათხოვდები, დაფეხმძიმდები, გასუქდები, დეკრეტში გახვალ, ბავშვს გააჩენ, ფორმას დაკარგავ, როდის შენ ფორმას დაიბრუნებ, როდის უკან დაბრუნდებიო... ყველაფერი დამილაგა. ექვს თვემდე დეკრეტში არ გამიშვა. არც მუცელი მეტყობოდა, არც წონაში მომიმატებია. რა თქმა უნდა, იძულებით არ დავუტოვებივარ. მე მთლად ნორმალური ვერა ვარ. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა. რეპეტიციაზე ისე ვმუშაობდი, რომ საერთოდ არ მახსენდებოდა ტოქსიკოზი, სახლში მოვიდოდი თუ არა, ეგრევე უნიტაზში ვეყუდებოდი.

განაგრძეთ კითხვა

"შავ-ბნელი შურით შემშურდა ჩემი შვილის... ყველა მეზიზღებოდა, ვინც მასთან ერთად სცენაზე იდგა" - თეა დარჩიას აღიარება და სცენიდან წამოსვლის ამბავი

"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

"ნამდვილი მე" - როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის და ფილტრის გარეშე