მაიამის სასამართლომ ძარცვაში ეჭვმიტანილს 43 000 დოლარის ოდენობით გირაოს გადახდა და პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამართლე 49 წლის არტურ ბუსს გაესაუბრა და ჰკითხა, სწავლობდა თუ არა ნაუტილუსის საშუალო სკოლაში. ბრალდებულმა დადებითად უპასუხა და მაშინვე მიხვდა, რომ განაჩენი მისმა თანაკლასელმა გამოუტანა. დაკავებულმა ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და სასამართლო დარბაზში ატირდა.
მოსამართლე მინდი გლაზერმა მას გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიმართა: "მისტერ ბუს, ვწუხვარ რომ აქ გხედავთ. ყოველთვის მაინტერესებდა, სად და როგორ იყავით და აი, სად ვხვდებით ერთმანეთს. თქვენ საუკეთესო ბავშვი იყავით სკოლაში, ყველასთვის მისაბაძი და ნახეთ, რა დაგემართათ. ვიმედოვნებ, შეცვლით თქვენი ცხოვრების წესს და შეძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. წარმატებებს გისურვებთ".